თვე: აგვისტო 2022

Home 2022 აგვისტო
მარსელო ფუნქციონერი გახდება
ჩანაწერი

მარსელო ფუნქციონერი გახდება

„რეალის“ ყოფილი კაპიტანი მარსელო, დიდი ალბათობით, საფეხბურთო კარიერას ამ ზაფხულს დაასრულებს. სამეფო კლუბთან კონტრაქტი მას გასული სეზონის ბოლოს დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ჰქონდა წინადადებები სხვადასხვა კლუბებიდან, თუმცა, არც ერთმა დააინტერესა. 34 წლის მარსელო „რეალის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მადრიდელებთან ერთად მას 25 ჯილდო მოუგია. ბრაზილიელი მადრიდულ კლუბში 2007-2022 წლებში თამაშობდა. მისი დაახლოებული პირები კი ამბობენ,...

ხისტი და თამამი
ჩანაწერი

ხისტი და თამამი

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობის შესახებ უამბო. „ისეთი ადამიანები ვართ, რომლებსაც პირდაპირ უყვართ ყველაფრის თქმა. თუმცა აურელიო მეტად თამამია. დე ლაურენტისი მართალაც საკმაოდ ხისტი პრეზიდენტია,“ – ამბობს სპალეტი. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ამას წინათ მწვრთნელმა და პრეზიდენტმა ერთმანეთი მკვახე სიტყვებით შეამკეს. მოგვიანებით კი „ნაპოლიმ“ სერია A-ს პირველ ტურში...

მასკი იუნაიტედს ყიდულობსო?
ჩანაწერი

მასკი იუნაიტედს ყიდულობსო?

ილონ მასკმა ახალი სენსაცია მოაწყო: განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედს” ვყიდულობო. 51 წლის ბიზნესმენმა ეს ამბავი მსოფლიოს ტვიტერით აუწყა. დღეს „იუნაიტედის” მეპატრონე გახლავთ გლეიზერების ოჯახი, რომელიც „ტამპა ბეი ბაკანიერსსაც” ფლობს. მანკუნიანელებს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი ჰყავთ, მაგრამ ბოლო წლებში გუნდს მოედანზე ხელი მოეცარა. მას პრემიერლიგაში 2013 წლის მერე არ გაუმარჯვია. ფანები გლეიზერების წინააღმდეგ რეგულარულად აწყობენ გამოსვლებს. როგორც...

კაზემირო მანჩესტერში?
ჩანაწერი

კაზემირო მანჩესტერში?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლები მადრიდში იმყოფებიან და „რეალის“ ხელმძღვანელებს ესაუბრებიან. საქმე ის არის, რომ მანკუნიანელებს ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს გადაბირება მოუსურვებიათ, მას შემდეგ, რაც ბარსელონადან ფრენკი დე იონგი ვერ დაიმატეს. მოლაპარაკების დეტალები ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ 30 წლის კაზემირო ბრაზილიური „სან-პაულუს“ აღზრდილია. „რეალში“ კი 2013 წლის იანვრიდან თამაშობს. ხოლო ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერმა“ პრემიერლიგა ზედიზედ ორი წაგებით...

დაივიწყეთ ინსინიე!
ჩანაწერი

დაივიწყეთ ინსინიე!

ფეხბურთელების მიერ კლუბის მასობრივად დატოვება, ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინოა: ოსპინა, კულიბალი, ფაბიან რუისი, მერტენსი და რასაკვირველია ინსინიე. ამიტომაც ამოწერეს „ნაპოლი” იმ გუნდების სიიდან, რომელთაც სკუდეტოს მოგებას უწინასწარმეტყველებენ. ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრის შეცვლა ძნელი იქნება, მაგრამ მაინც უნდა დავასახელო იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც უკვე ამჟღავნებს, რომ ერთ დღეს ჩემპიონი გახდება. მისი სახელი და გვარი დასაწერადაც ძნელია და...

ისევ 9
ჩანაწერი

ისევ 9

ევროთასები „მოვილიეთ“ და კვლავ შინაური ჩემპიონატის დრო დადგა. სამწუხარო ტრადიცია მკვიდრდება ბოლო წლებში – კონტინენტურ შეჯიბრებში აგვისტომდე ვერცერთი ქართული კლუბი აღწევს და ისევ ბუნდოვანი უკეთესი მომავლის იმედად ვრჩებით. ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ კი ეროვნული ლიგა 21-ე ტურით განახლდა. ჩემპიონობის ორივე მთავარმა მაძიებელმა – „ბათუმმა“ და „დინამომ“ გაიმარჯვა და მათ ერთმანეთს ისევ  9 ქულა აშორებთ. ცენტრალური მატჩი...

მანჩესტერ იუნაიტედი — ფეხბურთელების სასაფლაო
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედი — ფეხბურთელების სასაფლაო

გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედს” ფეხბურთელების სასაფლაო შეარქვა. მანჩესტერელთა ლეგენდა ამბობს, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა ბოლო ათ წელიწადში ორად ორი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა. ყოფილმა მარჯვენა მცველმა და მისმა კოლეგამ, ძველმა ლივერპულელმა ჯეიმი კარაგერმა ორშაბათ საღამოს გადაცემაში მანკუნიანელები გვარიანად გააკრიტიკეს. გადაცემას წინ „ბრენტფორდთან” შაბათის სამარცხვინო მარცხი 0:4 უძღოდა. ნევილმა „იუნაიტედს” განსაკუთრებით 2013 წლის შემდგომი სელექცია დაუწუნა. მისი...

ლივერპულს მესამე ტურში ბედი გაეხსნებაო
ჩანაწერი

ლივერპულს მესამე ტურში ბედი გაეხსნებაო

„ლივერპულისთვის” კარგი ამბავი ის არის, რომ შემდეგი თამაში აუტსაიდერ „მანჩესტერ იუნაიტედთან” აქვსო, ხუმრობს „სანი”. თუ ეს ხუმრობაა, რასაკვირველია. სხვა სიტყვებით, მართალია მერსისაიდელებმა ორი შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგეს, მაგრამ მესამე ტურში მოგების დიდი შანსი აქვთ, რადგან… „იუნაიტედს” ხვდებიან. მერე რა, რომ თამაში „ოლდ ტრეფორდზეა”. ცუდი ამბავი კი ის გახლავთ, რომ ჩემპიონატის დაწყებიდან ორი ტური გავიდა და...

ნაპოლის K-ფაქტორი
ჩანაწერი

ნაპოლის K-ფაქტორი

ნუ იღელვებთ. საქმეს მე მივხედავ. ასეთი იყო სიგნალი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ახალ გულშემატკივრებს და მთელს იტალიის ჩემპიონატს გაუგზავნა: ის მთავარი გმირი იქნება. ხსენებული მესიჯი მან (სულ რაღაც) 37-ე წუთზე გატანილი თავისი პირველი გოლის ზეიმის დროს გამოაგზავნა — გოლის, რომლითაც სერია A-ში მოინათლა. NBA-ს მოყვარულმა ქართველმა მძინარე ბავშვი გაითამაშა, ისე როგორც ამას „გოლდენ სტეიტის” მოთამაშე...

კვარაგოლი და კვარაპასი ვერონაში
ჩანაწერი

კვარაგოლი და კვარაპასი ვერონაში

„ნაპოლიმ” სერია A-ს ახალი ჩემპიონატი ვერონაში 5:2 გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ ნეაპოლელთა კლუბი იტალიაში სეზონს ყოველ წელიწადს იწყებს, აი, ხვიჩა კვარაცხელიასთვის კი ეს თამაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთა ქვეყნაში მართლა პირველი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. პირველი და საუცხოო: გოლი და საგოლი პასი! – ეს არის, კვარას მონაგარი. მშვენიერი გოლი და დახატული პასი. არადა, წინა დღეებში, იტალიურ...