„ნაპოლიმ” სერია A-ს ახალი ჩემპიონატი ვერონაში 5:2 გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ ნეაპოლელთა კლუბი იტალიაში სეზონს ყოველ წელიწადს იწყებს, აი, ხვიჩა კვარაცხელიასთვის კი ეს თამაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთა ქვეყნაში მართლა პირველი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. პირველი და საუცხოო: გოლი და საგოლი პასი! – ეს არის, კვარას მონაგარი.
მშვენიერი გოლი და დახატული პასი.
არადა, წინა დღეებში, იტალიურ პრესაში, მავანი ვეტერანები ამბობდნენ, რომ ქართველს ბურთის თრევა და გადაჭარბება უყვარს…
იმ პასით, რომლითაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა პეტერ ჟელინსკის „ვერონას” კარში მესამე გოლი შეაგდებინა, საპირისპირო დამტკიცდა.
სასიხარულო იყო ისიც, რომ კვარამ მნიშვნელოვან ეპიზოდებში მიიღო მონაწილეობა: თავიდან ანგარიში გაქვითა (1:1), შემდეგ კი ზემოხსენებული პასით პოლონელს გუნდი წინ გააყვანინა (3:2). მერე „ვერონა” გატყდა.
მეორე ტურში, კვირას, 21 აგვისტოს, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე „ნაპოლი” „მონცას” მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
