მაიკ დინმა შეცდომა აღიარა: კრისტიან რომერო მარკ კუკურელიას თმაში ჩაეჭიდა და დაჰქაჩა. მას, როგორც VAR-ზე პასუხისმგებელ არბიტრს ეს უნდა დაენახა ან „ალავერდს” მთავარ არბიტრთან გადასულიყო.
ხსენებული ინციდენტი ლონდონური დერბის დროს მოხდა. შეხვედრას ენტონი ტეილორი სჯიდა. „ჩელსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” დაუზავდა — 2:2. თამაში ნერვიული და დაძაბული გამოდგა. მწვრთნელებმა, თომას ტუხელმა და ანტონიო კონტემაც კი იჩხუბეს. თან ერთხელ კი არა, ორჯერ. ტეილორმა ორივეს წითელი ბარათი ამოუღო.
თუმცა, იყო ერთი ეპიზოდი, რომელიც შეუმჩნეველი დარჩა და დამნაშავე არ დასჯილა. ემოციები იმანაც აადუღა, რომ ინციდენტი ზედ ჰარი კეინის გოლის წინ მოხდა. იმ გოლის წინ, რომლითაც 90+6 წუთზე „სფურზის” ვარსკვლავმა ანგარიში გაათანაბრა.
რომერო იმან გადაარჩინა, რომ VAR-მა ეპიზოდის შემოწმება საჭიროდ არ ჩათვალა.
მატჩის შემდეგ, „ჩელსის” თავკაცი ტუხელი აღშფოთებას ვერ მალავდა: „დიდი ხანია, რაც ფეხბურთელებს ერთმანეთისთვის თმის დაქაჩვის ნება დართეს? რაიმე ახალი წესია? დამნაშავეს ამისთვის ხომ წითელ ბარათს უნდა აძლევდნენ!”
დინმა „დეილი მეილში” გამოქვეყნებულ ტრადიციულ სვეტში დაწერა: „ხანდახან თამაშის დამთავრების შემდეგ ხვდები, რომ სხვანაირად უნდა მოქცეულიყავი. „სტემფორდ ბრიჯზე” შევცდი და ახლა ვნანობ. ენტონი ტეილორს ვთხოვე მოეცადა, სანამ მე რომეროსა და კუკურელიას ეპიზოდს ვუყურებდი. როგორც VAR-ის მსაჯი მე ჯარიმას ვერ დავნიშნავდი, მაგრამ ტეილორისთვის ჩანაწერის მონიტორზე ნახვა უნდა მერჩია. თავად, დასკვნის გამოსატანად რამდენიმე წამი მქონდა და ამ წამებში ჯარიმა ვერ დავინახე”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
