საფრანგეთის ყველაზე ქართველმრავალმა კლუბმა – „ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში ლიგის აუტსაიდერ „ანგულემს“ უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა. ორიაკელები ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ. აი, შალვა სუთიაშვილის,ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემმა“ კი ლიგიდან დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა. დამარცხებულ გუნდში ქართველთაგან მხოლოდ გოგინავამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში,...
კუმანის მომავალს საფრთხე ემუქრება?
ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ თუ „ბარსელონა” „ბილბაოს” ფინალში ვერ მოუგებს და „სამეფო თასს” ვერ აღმართავს, რონალდ კუმანს თანამდებობიდან მოხსნიან. თავად კუმანი, ასეთი ცნობების გამოჩენამ ძალიან გააკვირვა. ჰოლანდიელმა „ბარსა” გასულ აგვისტოს, კლუბისთვის რთულ დროს ჩაიბარა, მაგრამ თასის ფინალში გაიყვანა და ლა ლიგაში ლიდერ „ატლეტიკოს” ორი ქულითღა ჩამორჩება. ამის მიუხედავად, კრიტიკოსები უკმაყოფილონი არიან. მათი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია...
მოურინიუ: პოგბას ნათქვამი სულ არ მადარდებს
პოლ პოგბამ ჟოზე მოურინიუ გააკრიტიკა, რაზეც „განსაკუთრებულმა” თქვა, ვერც კი წარმოიდგენთ მისი ნალაპარაკევი ჩემთვის რამდენად სულერთიაო. არადა პოგბამ ისეთი რამ თქვა, ბევრს გულს რომ ატკენდა — ჩემი ძველი თავკაცი ხშირად თავისი ფეხბურთელების წინააღმდეგ ილაშქრებდა, ახლანდელი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი კი ამას არასდროს იკადრებსო. ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონმა მისი და პორტუგალიელის ურთიერთობის სხვა დეტალებიც გაიხსენა. პოგბა და...
ძიუდოისტებმა ევროპა ვერცხლით დაიწყეს
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაწყებულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენებური პირველ წრეში ისვენებდა, შემდეგ კი, ესპანელი ადრიან ნიეტო ჩინარო, ბელარუსი დმიტრი მინკო და სერბ სტრაინია ბუნჩიჩი დაამარცხა და ფინალში ჭიდაობის უფლება მიიღო. ოქროს მედლისთვის მარგველაშვილი იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაეჭიდა და მეორე წუთზე მეტოქის ილეთი გაეპარა. 60...
გაცვლა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ლონდონური „ჩელსი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ. იტალიიდან ინგლისში გადაინაცვლებს მცველი ალექს სანდრო. სანაცვლოდ, ტურინულ გუნდს ემერსონი შეუერთდება. ამ „ბარტერის“ შემთხვევაში „ჩელსის“ თანხის დამატება მოუწევს, რადგან ალექს სანდროს სატრანსფერო ფასი ემერსონისაზე ორჯერ ნაკლებია. ლონდონელები სერიოზულად არიან განწყობილნი, რადგან „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს ბრაზილიელის საკუთარ გუნდში ხილვა ჯერ კიდევ პსჟ-ში მუშაობისას...
ღლაბუცი ტოტენჰემის ჯილდოებზე
„დულაქსი” არქიტექტურული საღებავების მსოფლიოში ცნობილი ფირმაა, რომლის თილისმაც ინგლისური მეცხვარე ძაღლი გახლავთ. და კიდევ, „დულაქსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ახალი სპორნსორია — მხარეებმა პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ამბავი სამშაბათს გაასაჯაროვეს, მაგრამ… თანამშრომლობა ღლაბუცით დაიწყო. ტვიტერში, მავანმა იუზერმა „დულაქსს” მისწერა, თქვენი საღებავებით სავსე ვედროები თავისუფლად შეგიძლიათ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ჯილდოების კარადაში შეინახოთ, რადგან მანდ ბევრი ცარიელი ადგილია, ეგენი კი მეტის...
ობამეიანგი ორი კვირა ცუდად ყოფილა
პიერ-ემერიკ ობამეიანგს გაბონის ნაკრებში მალარია შეეყარა. სწორედ ამიტომ ვერ ითამაშა „არსენალის” კაპიტანმა ევროლიგის მეოთხედფინალში პრაღის „სლავიას” წინააღმდეგ. „არსენალმა” „სლავიას” 4:0 მოუგო. ობამეიანგმა ინსტაგრამზე არყოფნის მიზეზი შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაწერა. „მეთოფეთა” ფორვარდმა თქვა, რომ თავს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცუდად გრძნობდა. გაბონის ნაკრებმა 25 მარტს აფრიკის ერთა თასზე კონგოს მოუგო 3:0. ერთი გოლი ობამეიანგმაც...
ზლატანს ტოტალიზატორი ამოუქექეს
39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთიდან სამი წლით მოკვეთა ემუქრება, რაც, ფაქტობრივად, მისთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. საქმე ის არის, რომ დიდ შვედს (თუმც წარმოშობით ბოსნიელი ბოშაა) მალტის ერთერთ ტოტალიზატორში ინვესტიციის ჩადებას ედავებიან. შვედური გაზეთი Aftonbladet წერს, რომ ზლატანი ბეტ-კომპანია Bethard-ის 10 პროცენტს ფლობს. ამ ფირმას ოფისები ჰქონია მალტაზე. მოგეხსენებათ, ფიფა და უეფა ფეხბურთელებს ყოველგვარ კონტაქტს უკრძალავენ...
რონალდუ ოლდ ტრაფორდზე ბრუნდება?
იტალიური წყაროების ინფორმაციით, შესალოა, „იუვენტუსმა“ და „მანჩესტერმა“ ფეხბურთელები გაცვალონ. იტალიელები მზად არიან, კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში გაუშვან, მის ნაცვლად კი ტურინში პოლ პოგბა გადაიყვანონ. ფრანგ ნახევარმცველს მანჩესტერელებთან კონტრატის გაგრძელება არ სურს. 35 წლის რონალდუმ მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. 28 წლის პოგბამ სეზონის 21 მატჩში 3 გოლი და ორი...
ზიდანი: ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ
„რეალის” მწვრთნელის ზინედინ ზიდანის თქმით, „ლივერპულის” ბარიერის გადალახვის შემდეგ მადრიდელებს უფრო დიდი წარმატებები სწყურიათ. „თეთრებმა” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა ძირითადად კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში გაატარეს — პირველ მატჩში მიღწეული უპირატესობის (3:1) შენარჩუნებას ცდილობდნენ. მათ ეს შეძლეს — შეხვედრა დასრულდა 0:0. ამაში, ლომის წვლილი მადრიდელთა ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ შეიტანა. ზინედინ ზიდანი: „ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა. ველოდით,...









