20 წლის ფილ ფოდენმა 75-ე წუთზე ტყვიასავით გაისროლა და „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ბეჭედი დაასვა. „დორტმუნდთან” „ქალაქელებს” პირველი შეხვედრა „ეტიჰედზე” 2:1 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კი შიში ჭამეს — სტადიონზე, რომელსაც სპონსორის გამო „სიგნალ იდუნა პარკი” ჰქვია, თორემ ისე „ვესტფალენშტადიონია”, 17 წლის ინგლისელმა ჯუდ ბილინგემმა შესანიშნავი გოლი გაუტანა და ორი შეხვედრის ჯამში ისეთი ანგარიში...
კვარაცხელიას აიაქსი ელის
რომელ იტალიურ და გერმანულ გრანდს აღარ დაუკავშირეს ხვიჩა კვარაცხელია. ინტერესი, შესაძლოა, რეალურად იყო, მაგრამ პრაქტიკულ მოქმედებებზე არავინ გადასულა. როგორც ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა თქვა, ჯერ მარტო ამატერდამის „აიაქსი“ გადავიდა სიტყვებიდან საქმეზე. რამდენიმე დღეში ჯუღელს შეხვედრა ექნება „აიაქსის“ სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსთან. თუ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით ჩაივლის, ჰოლანდიელებს კვარაცხელიას წაყვანა ამ ზაფხულსვე სურთ. ურიგო ვარიანტი არ...
ჩელსი ინგლისში ყველაზე მეტია
ლონდონურმა „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ორი მატჩის ჯამში „პორტუ“ დაამარცხა (2:0, 0:1). ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში, ანუ 1992/1993 წლების სეზონიდან მოყოლებული, ეს ლონდონელთა მერვე ნახევარფინალია, ინგლისურ კლუბებს შორის კი საუკეთესო შედეგია. იმავე პერიოდში ლიგის ნახევარფინალს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 7-ჯერ უწია. იგივე 5-ჯერ მოახერხა „ლივერპულმა“ და 2-ჯერ „არსენალმა“. კიდევ სამ ინგლისურ კლუბს – „სიტის“, „ტოტენჰემს“ და „ლიდსს“ საამაყოდ...
როგორ დამარცხდა გამარჯვებული ბაიერნი…
ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული „ბაიერნი” შეჯიბრებას გამოეთიშა — „პარი სენ ჟერმენს” მისთვის მიუნხენში 3:2 ჰქონდა მოგებული და, მართალია, პარიზში 0:1 წააგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში, ნახევარფინალში გავიდა. მოკლე მიმოხილვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გერმანული „შპორტ ბილდიდანაა” ნასესხები. გერმანული ჟურნალი თავის საიტზე წერს, რომ ასეთი მწარე მარცხი „რეკორდმაისტერის” 56 წლის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ჯერ არ უწვნევია....
ვივა აკადემია!
მე-8 ტურის საწყის მატჩში თბილისის დინამოელებს მოულოდნელი პრობლემები შეექმნათ: რამდენიმე საათი რჩებოდა თამაშის დაწყებამდე, როცა ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდათ. მათ შორის, მეკარეებიც. მიზეზი – კოვიდპანდემია. სასწრაფოდ ორი მეკარე „დინამოს“ აკადემიიდან დაიმატეს: 19 წლის ლუკა კუტალაძე და 17 წლის პაპუნა ბერუაშვილი. კარში დებიუტანტი კუტალაძე ჩადგა. „დღეს დილით, რომ მითხრეს, ძირითადში უნდა მეთამაშა, ცოტა დავიბენი, მაგრამ მერე, მინდორზე...
კარის ახალი რეკორდები
„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ მორიგი შოუ დადგა და კიდევ რამდენიმე რეკორდს შეუტია. კარის გუნდმა „დენვერ ნაგითსს“ 116:107 მოუგო, სტეფმა კი, 53 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 18-დან 10 სამქულიანი და 16-დან 15 საჯარიმო), ექვსი მოხსნა და ოთხი პასი დააგროვა. ეს ყველაფერი 36 წუთში. დაგროვებული ქულების ჯამით კარიმ კლუბის ისტორიაში ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გაასწრო. ახლა...
სერხიო რამოსი დავირუსდა
მადრიდის „რეალის“ მცველისა და კაპიტნის, სერხიო რამოსის კოვიდტესტზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს მოუწევს კაპიტანს უქმობა, მაგრამ 18 აპრილს გუნდს „ხეტაფესთან“ რომ ვერ დაეხმარება, გადაწყვეტილი ამბავია. შეგახსენებთ, რომ რამოსს ტრავმის გამო გასული „ელ კლასიკო“ გაუცდა.
ისინი ჩამოვიდნენ მოსკოვიდან…
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა. შეგახსენებთ, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) შეძლო. მან ატაცში 111 კილოგრამი ასწია და მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა. მოსკოვში საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერმა ლაშა...
რაიოლა დორტმუნდს არ ეთანხმება
ერლინგ ჰოლანდი მოახლოებული სატრანსფერო სეზონის მთავარი გმირი რომ იქნება, ეს უკვე ფაქტია. 20 წლის ნორვეგიელის ყიდვას ბევრი მდიდარი კლუბი ცდილობს, მათ შორის არის „ბარსელონა”. ცხადია, თუ მოთამაშის გაყიდვას ვერ ასცდება, „დორტმუნდს” ფორვარდის სანაცვლოდ რაც შეიძლება დიდი თანხის მიღება მოუნდება, აგენტი მინო რაიოლა კი ცდილობს საქმე რამენაირად ისე გაკვაჭოს, რომ გერმანელების გარდა სხვებმაც იხეირონ. რასაკვირველია, ის...
ფლიკი სალიჰამიჯიჩის წინააღმდეგ
„ბაიერნში” სერიოზული საკითხი წამოიჭრა — ჰანსი ფლიკის მომავალი. ვითარებას 56 წლის მწვრთნელისა და 44 წლის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის ცუდი ურთიერთობა ამწვავებს. ამ ორ ადამიანს ერთად მუშაობა უჭირს და ბავარიულ კლუბში ამას ვეღარ მალავენ. დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ გულშემატკივრის უმრავლესობა ფლიკის მხარესაა. გერმანული ფეხბურთის ვეტერანმა ლოთარ მათეუსმა „სქაის” საიტზე ბლოგი დაწერა, სადაც პირდაპირ თქვა,...









