საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ევრო 2022-ის ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული ჰქონდა. შედეგად, ბოლო ტურში, რუსეთს მეორე შემადგენლობით ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ვერ ვიტყვით რომ დიდი ბრძოლა შედგა – ავთანდილ ასათიანის გუნდი უშანსოდ დამარცხდა. უკვე მესამე წუთზე ანგარიში 2:0 იყო. დარჩენილ დროში მატჩის მიმდინარეობაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. მიუხედავად რუსეთთან მარცხისა,...
თხების ახალი მწყემსი
გერმანულმა `„კიოლნმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. 67 წლის ფრიდჰელმ ფუნკელი გუნდს სეზონის ბოლომდე გაუძღვება. რას უშველის „ჰერტას“ და „აინტრახტის“ ექს-თავკაცი „თხებს“? ყოფილი მწვრთნელის მარკუს გიზდოლის ხელში „კიოლნმა“ ბოლო 8 ტურში ორად ორი ფრე გაახერხა, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა. ამჟამად გუნდი 23 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლისწინა საფეხურს იკავებს.
რობენი დაბრუნდა
ნიდერლანდური ერედივიზიის 29-ე ტურის მატჩში, „გრონინგენი“ შინ „ჰერენვენთან“ 0:2 დამარცხდა. 78-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში 37 წლის არიენ რობენი გამოჩდა, თუმცა თავი მაყურებელს ვერაფრით დაამახსოვრა. აქამდე რობენს ნახევარ წელიწადს აღარ ეთამაშა. ბოლოს ის მინდორზე 2000 წლის 18 ოქტომბერს იხილეს, „უტრეხტის“ წინააღმდეგ შეხვედრაში (0:0). „მგონი ყველაზე რთული რეაბილიტაცია იყო ჩემს კარიერაში. ეს მატჩი ერთგვარი საჩუქარივით გახლდათ. ხანდახან...
ჟოზე აღარ არის განსაკუთრებული
11 აპრილს „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის 31-ე ტურში „მანჩესტერთან“ 1:3 დამარცხდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჟოზე მოურინიომ ლიგაში ერთ სეზონში 10 მატჩი წააგო. ორი წლის წინ „დეზების“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულ სეუ ჟოზეს კონტრაქტი 2023 წლის ზაფზულამდე აქვს. მანამდე მას „ჩელსიში“, „მანჩესტერში“, „რეალში“, „ინტერში“ და „პორტუში“ აქვს ნამუშევარი და ერთ სეზონში 10-ჯერ არასოდეს დამარცხებულა.
ეკ კლასიკო ტრიბუნიდან
შაბათს მადრიდში, „რეალის” ბაზაზე გამართული „ელ კლასიკო” საინტერესო კუთხით მიმოიხილა კატალონიურმა გამოცემამ, „სპორტმა”. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა ხდებოდა ვალდებებასის ბაზაზე, „ადლფრედო დი სტეფანოს” სახელობის პატარა სტადიონის ტრიბუნებზე და მოედნის კიდესთან. „სპორტი” წერს, რომ „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრა ამ სარბიელისთვის ზედმეტად დიდი მოვლენა იყო. შეგახსენებთ, რომ „რეალმა” მოიგო 2:1. კატალონიური გაზეთი წერს, რომ პირველ...
მოურინიუ: შვილის გამოსაკვებად ქურდობა რომ დაგჭირდეთ, უნდა იქურდოთ
ჟოზე მოურინიუმ ოლე გუნარ სულშერს შეუტია. ეს მას მერე მოხდა, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელები თამაშის შემდეგ გასახდელში წალაპარაკებულან. მიზეზი: სულშერმა „სფურზის” კორეელ ფეხბურთელს, სონს, სიმულაციაში დასდო ბრალი. თითქოს, მან გააფორმა, რომ სკოტ მაკტომინეიმ მის წინააღმდეგ წესი დაარღვია, რის გამოც ედინსონ კავანის გოლი არ ჩაუთვალეს. შეხვედრა მაინც სტუმრების, „იუნაიტედის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. სულშერმა...
ტალახაძის ოქროები და რეკორდი
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში საქართველოს ჰიმნით დასრულდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი. ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონაში ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტურნირის დასკვნით დღეს სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძის ოქროს მედლებში ეჭვი არავის ეპარებოდა… არც მსოფლიო რეკორდში… ჩვენებური წონის უდავო ფავორიტია და მთავარი იყო რა წონებს გაეთამაშებოდა ტალახაძე. 222 კილოგრამი ატაცში – ეს ახალი...
პსჟ-ის თადარიგი: კეინი ან სალაჰი
პარიზული კლუბი კილიან მბაპეს გაცილებისთვის ემზადება და რამდენიმე სათადარიგო ვარიანტს განიხილავს. ცოტა ხნის წინ პირადად მაურიციო პოჩეტინომ პირადად დაურეკა ჰარი კეინს, რომელთანაც „ტოტენჰემში“ წლები იმუშავა. ეს ვარიანტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს. კიდევ ერთი ვარიანტია მოჰამედ სალაჰი. პარიზელთა წარმომადგენლები უკვე ერთი თვეა, კავშირზე არიან ეგვიპტელის გარემოცვასთან. ამ სავარაუდო ტრანსფერებზე...
არტეტას ფეხბურთელები უჯანყდებიან
„არსენალში” სკანდალი მწიფდება. მიკელ არტეტას ფეხბურთელების მზარდ უკმაყოფილებასთან უწევს გამკლავება. მოთამაშეებს არ მოსწონთ, რომ გუნდის პრობლემები მწვრთნელს კი არა, მათ ბრალდებათ. წამყვანი ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ მათი ესპანელი თავკაცი კლუბში შექმნილ სურათს არასწორად ხატავს. „სანმა” შეიტყო, რომ „არსენალში” არტეტას პოზიცია — მე კარგ ფეხბურთს ვქადაგებ, მაგრამ ისინი ჩემს იდეებს მოედანზე ხორცს ვერ ასხამენ — უსამართლოდ მიაჩნიათ....
პენალტი! – ბარსელონა მსაჯობით უკმაყოფილოა
„რეალმა” „ბარსელონა” 2:1 დაამარცხა, კატალონიელთა მწვრთნელი რონალდ კუმანი კი მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. შეხვედრაში, რომელშიც ორივე კართან უჩვეულოდ ბევრი მომენტი შეიქმნა, მადრიდელთაგან გოლები ქარიმ ბენზემამ და ტონი კროოსმა გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი ოსკარ მინგუესამ გამოიჩინა. ლოგიკურია, რომ შეხვედრის ბოლო დაძაბული იყო: ერთ წუთში მიღებული ორი ყვითლის გამო მოედნიდან „რეალის” ნახევარმცველი კაზემირო გააძევეს; ბარსელონელმა მორიბამ ხარიხას...









