რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში საქართველოს ჰიმნით დასრულდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი.
ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონაში ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტურნირის დასკვნით დღეს სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ტალახაძის ოქროს მედლებში ეჭვი არავის ეპარებოდა… არც მსოფლიო რეკორდში… ჩვენებური წონის უდავო ფავორიტია და მთავარი იყო რა წონებს გაეთამაშებოდა ტალახაძე.
222 კილოგრამი ატაცში – ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. ტალახაძემ წონა იოლად დაძლია და მსოფლიო რეკორდსმენთა სიაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი თავი.
ლაშამ აკვრაში 253 კილოგრამი წონის აწევით მეორე მოძრაობაშიც ოქრო გაინაღდა … თუმცა, ტალახაძემ რეკორდზე (265) წასვლა ამჯერად არ გარისკა და 263 კილოგრამს დასჯერდა.
ტალახაძის სამი ოქროს მედლით საქართველოს დელეგაციამ სულ რვა მაღალი სინჯის მედალს მოუყარა თავი და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, მცირე ოქროს მედლები მოიპოვეს რევაზ დავითაძემ და ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო ანტონ პლესნოიმ სამივე დისციპლინაში ოქრო აიღო და საქართველოს ჰიმნი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს ააღღერებინა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
