პიერ-ემერიკ ობამეიანგს გაბონის ნაკრებში მალარია შეეყარა. სწორედ ამიტომ ვერ ითამაშა „არსენალის” კაპიტანმა ევროლიგის მეოთხედფინალში პრაღის „სლავიას” წინააღმდეგ.
„არსენალმა” „სლავიას” 4:0 მოუგო. ობამეიანგმა ინსტაგრამზე არყოფნის მიზეზი შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაწერა. „მეთოფეთა” ფორვარდმა თქვა, რომ თავს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცუდად გრძნობდა.
გაბონის ნაკრებმა 25 მარტს აფრიკის ერთა თასზე კონგოს მოუგო 3:0. ერთი გოლი ობამეიანგმაც გაიტანა. მას მერე კაპიტანი „არსენალს” დაუბრუნდა და ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა — „ლივერპულთან”, რომელიც ჩრდილოლონდონელებმა 0:3 წააგეს და „სლავიასთან” პირველ მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა. „ლივერპულთან” ცუდი თამაშისთვის ობამეიანგი გააკრიტიკეს.
კვირას, „შეფილდ იუნაიტედთან” 3:0 მოგებულ თამაშში ობამეიანგი მოედანზე არ იყო.
„მეთოფეთა” კაპიტანმა ინსტაგრამზე დაწერა: „ბიჭებო, გმადლობთ მესიჯებისა და ზარებისთვის. სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის წინ, გაბონის ნაკრებში ყოფნის დროს მალარია შემეყარა. ამ კვირაში ორი დღე საავადმყოფოში გავატარე, მაგრამ, საბედნიეროდ, თავს ყოველდღიურად უკეთესად ვგრძნობ. დიდებული ექიმების წყალობით ვირუსი სწრაფად იხევს უკან. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მალე კიდევ უფრო ჯანმრთელი დავბრუნდები. ახლა, ტელევიზორში ჩემი ბიჭების თამაშს ჩავუჯდები. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გავიდეთ და მოვიგოთ!”
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, „არსენალის” მაისურით, მიმდინარე სეზონში, 33 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. ბოლო გოლი მან „ბარნლის” კარში 6 მარტს შეაგდო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/07/2026 | 07:37რას აპირებს ზიზუ?
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
