როგორ მინდოდა, საქართველოს ნაკრებს საბერძნეთისასთან მოეგო. ჩემთვის არა – ჯაბა კანკავასთვის. დიდებული საჩუქარი იქნებოდა. ჩვენმა კაპიტანმა ნაკრებში მეასედ ითამაშა. კიდევ ერთი მატჩიც და ამ მხრივ საქართველოს ყველა დროის რეკორდსმენი გახდება. ძალიან ბევრი და რთული გზებით იარა აქამდე. პირველად სერიოზულად მაშინ დაიქუხა, როცა 18 წლისამ ჩეხური „სლავიას“ კარში დააქუხა და თბილისის „დინამო“ უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო...
ჭდე: სლავია
ობამეიანგი ორი კვირა ცუდად ყოფილა
პიერ-ემერიკ ობამეიანგს გაბონის ნაკრებში მალარია შეეყარა. სწორედ ამიტომ ვერ ითამაშა „არსენალის” კაპიტანმა ევროლიგის მეოთხედფინალში პრაღის „სლავიას” წინააღმდეგ. „არსენალმა” „სლავიას” 4:0 მოუგო. ობამეიანგმა ინსტაგრამზე არყოფნის მიზეზი შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაწერა. „მეთოფეთა” ფორვარდმა თქვა, რომ თავს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცუდად გრძნობდა. გაბონის ნაკრებმა 25 მარტს აფრიკის ერთა თასზე კონგოს მოუგო 3:0. ერთი გოლი ობამეიანგმაც...
არტეტას ფეხბურთელები უჯანყდებიან
„არსენალში” სკანდალი მწიფდება. მიკელ არტეტას ფეხბურთელების მზარდ უკმაყოფილებასთან უწევს გამკლავება. მოთამაშეებს არ მოსწონთ, რომ გუნდის პრობლემები მწვრთნელს კი არა, მათ ბრალდებათ. წამყვანი ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ მათი ესპანელი თავკაცი კლუბში შექმნილ სურათს არასწორად ხატავს. „სანმა” შეიტყო, რომ „არსენალში” არტეტას პოზიცია — მე კარგ ფეხბურთს ვქადაგებ, მაგრამ ისინი ჩემს იდეებს მოედანზე ხორცს ვერ ასხამენ — უსამართლოდ მიაჩნიათ....
მუშტი-კრივი და სისხლის დენა გლაზგოში
როგორც ამბობენ, პრაღის სლავიას მცველი ონდრეი კუნდელა „გლაზგო რეინჯერსის” ნახევარმცველმა გლენ კამარამ გასახდელში სცემა. ლაპარაკია ნამდვილ ცემაზე, მუშტებით და დასისხლიანებით. მიზეზი: კუნდელას კამარასთვის რასისტული შეურაცხყოფა მიუყენებია. უეფამ გამოძიება დაიწყო, „რეინჯერსის” თავკაცი სტივენ ჯერარდი კი გამომძიებლებს სიმკაცრეს სთხოვს, რადგან ფინელი კამარა მომხდარს დაუთრგუნავს. თავის მხრივ, ჩეხები გლენ კამარას და „რეინჯერსის” დასჯას ითხოვენ — ადამიანის ცემა სერიოზული...
ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი
ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე – ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი დროების ღამისმთევლებს ვგავართ, უცნაურ გუშაგებს – ქალაქის გალავნის კოშკურებზე რომ ფხიზლობდნენ. აბა, ძმობილო, გაიხსენე...
კატალონიური პრესა გაბრაზდა
კატალონიური გამოცემა „სპორტი” წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას” მიერ პრაღის „სლავიასთან” ნათამაშები 0:0 ლა ლიგის ბოლო ტურში ნაწვნევი 1:3-ის გაგრძელება და მორიგი დამთრგუნველი შედეგია. „ბლაუგრანას” რასაკვირველია შეეძლო მოგება. რასაკვირველია, ჰქონდა მომენტები — ერთ ეპიზოდში ლეო მესიმ ძელს გაარტყა ბურთი, მეორეში შესანიშნავად ითამაშა მეკარე ონდრეი კოლარმა, არტურო ვიდალმა სულაც გაიტანა, ოღონდ ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს, მაგრამ ეს...
ტერ შტეგენის სიტყვების ექო
პრაღაში, „სლავიასთან” თამაშის შემდეგ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა „ბარსელონაში” რეზონანსი გამოიწვია. როგორც ჩანს, ესპანეთის ჩემპიონთა შორის საკუთარი გამოსვლით სხვებიც უკმაყოფილონი დარჩნენ. მეკარის ნათქვამმა სავარაუდოდ, მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეზეც იმოქმედა. ბასკმა მწვრთნელმა თითქოს თავის დაცვა სცადა. მან თქვა, რომ კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით პრაღაში ასეთი საშინელიც არაფერი მომხდარა. „როდესაც თამაში მთავრდება, ნებისმიერ მონაწილეს თავისი აზრი აქვს...
ტერ შტეგენმა გვარები არ დაასახელა
მარკ ანდრე ტერ შტეგენი გაბრაზებული გახლდათ. მიზეზი: „ბარსელონამ” პრაღის „სლავიას” ჩემპიონთა ლიგაში ლაღად კი არ მოუგო (2:1), ცხრა პირი ოფლი ღვარა და ფანტაზიით ვერ დაიკვეხნიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანელმა მეკარემ Movistar-ს მისცა ინტერვიუ. 27 წლის ფეხბურთელმა თქვა: „გაბრაზებული ვარ, რადგან ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია. არადა, ჩვენ კარგად ვიცით, როგორც შეგვიძლია თამაში. რასაკვირველია, საბოლოოდ 3 ქულა...







