მარკ ანდრე ტერ შტეგენი გაბრაზებული გახლდათ. მიზეზი: „ბარსელონამ” პრაღის „სლავიას” ჩემპიონთა ლიგაში ლაღად კი არ მოუგო (2:1), ცხრა პირი ოფლი ღვარა და ფანტაზიით ვერ დაიკვეხნიდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანელმა მეკარემ Movistar-ს მისცა ინტერვიუ. 27 წლის ფეხბურთელმა თქვა:
„გაბრაზებული ვარ, რადგან ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია. არადა, ჩვენ კარგად ვიცით, როგორც შეგვიძლია თამაში. რასაკვირველია, საბოლოოდ 3 ქულა მივიწერეთ, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ, ვფიქრობ, გუნდში სალაპარაკო გვაქვს”.
ტერ შტეგენმა კონკრეტული გვარ-სახელები არ დაასახელა, მაგრამ მისი კომენტარიდან ჩანდა, მოსაზრება, რომ თანაგუნდელების ნაწილმა თამაშს რაღაც დააკლო.
„ერთმანეთში აშკარად სალაპარაკო გვაქვს. ახლა, ამის გასაჯაროება საჭირო არ არის. ჩვენი თამაში გაუმჯობესებას მოითხოვს, მაგრამ მიჯობს ამის შესახებ იმ ხალხს ვუთხრა, ვისთან ერთადაც მოედანზე გავდივარ”.
შემდეგ, გერმანელმა „სლავიას” მიერ მის კარში გატანილი გოლიც გაიხსენა: „მათ მეორე ტაიმში, პირველივე შანსი გამოიყენეს. ჩვენ მეტოქის ფეხბურთელებს ასე უმეთვალყურეოდ არ უნდა ვტოვებდეთ. დღეს ტაქტიკურად არ ვიყავით საუკეთესოდ მომზადებულები”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
