საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ „ლიონთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალი სეზონიდან ამ კლუბის ღირსებას დაიცავს. რაღა თქმა უნდა, ეს დიდი ნახტომია 22 წლის ბორჯღალოსნის კარიერაში, მაგრამ მის ამ წინსვლაში გასაკვირი არაფერია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საღინაძე საქართველოს ნაკრების შეუცვლელ მოთამაშედ კარგა ხნის წინ ჩამოყალიბდა, რაც შარშანდელ „შემოდგომის ერთა თასზეც“ დადასტურდა. საღინაძემ ტურნირი ძალზე სტაბილურად ჩაატარა,...
მოურინიუ ტოტენჰემიდან გაუშვეს!
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ჟოზე მოურინიუ მოხსნა. მიზეზი: გუნდი ჩემპიონთა ლიგის მორიგ გათამაშებაში ვერ ხვდება. მოურინიუმ, რომელიც ახლა 58 წლისაა, „სფურზის” თავკაცის თანამდებობაზე მაურისიო პიჩეტინო 2019 წლის ნოემბერში შეცვალა. ახლა პორტუგალიელს თავადაც უწევს წასვლა. მისი ხელმძღვანელობით, „ტოტენჰემი” პრემიერლიგაშიც უხეიროდ თამაშობს და ევროლიგიდანაც გავარდა. უცნაურია, რომ „დეზების” ხელმძღვანელობა არ დაელოდა 25 აპრილს, როდესაც გუნდი „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის...
რეალმა ბონუსებზე უარი თქვა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, უარი თქვან ბონუსებზე, თუ ჩემპიონთა ლიგაში ან ლა ლიგაში გაიმარჯვებენ. ამ ფორმით ისინი დაეხმარებიან კლუბს პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის დაძლევაში. თუ „რეალი“ ლიგასაც მოიგებს და ჩემპიონობასაც, ფეხბურთელები ორიდან მხოლოდ ერთ ბონუსს მიიღებენ. მხოლოდ ამ ნაბიჯით კლუბის სალაროს 30 მილიონი ევრო დაეზოგება. ეს არ არის პირველი შემთხვევა. გუნდმა შარშან უკვე თქვა უარი...
შესანიშნავი შვიდეული კეინიდან შირერამდე
პრემიერლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში „ევერტონთან“ (2:2) „ტოტენჰემის“ ლიდერმა ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა. ეს პრემიერლიგაში მისი 163-ე და 164-ე გოლები იყო. მან უკან მოიტოვა „ტოტენჰემის“ ყოფილი ფორვარდი ჯერმეინ დეფო (162), ასევე „ლივერპულისა“ და „სიტის“ ბომბარდირი რობი ფაულერი (163). ყველა დროის ხუთეულში შესასვლელად ჰარის კიდევ 13 გოლი სჭირდება. მასზე წინ ტიერი ანრი (175) და ფრენკ ლემპარდი (177)...
დინამო თავშია
მიმდინარე ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. ლიდერი მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა.“ მდევარმა, „ბათუმმა“ კი მე-9 ტურში პირველად წააგო და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩა. ტურის გახსნის მატჩში სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი დაფიქსირდა. „საბურთალოს“ 23 წლის მოლდოველმა ნახევარმცველმა, დმიტრი მანდრიჩენკომ სტუმრად „სამტრედიას“ სამჯერ გაუტანა. შედგა ორი მწვრთნელის დებიუტი და ორივე წარმატებული აღმოჩნდა. „საბურთალო“ მინდორზე ლაშა ნოზაძემ გაიყვანა, რომელიც...
ნევილი: ბოთლის გამყიდველო!
გავაძევოთ პრემიერლიგიდან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „არსენალი” და „ლივერპული”! ჩამოვართვათ მათ ტიტულები! — მრისხანებდა გუშინ „იუნაიტედის” ვეტერანი და ტელეკომპანია „სქაის” მიმომხილველი გარი ნევილი. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომელი ინგლისული კლუბები იყვნენ ევროპის სუპერლიგის პირველ დამფუძნებელთა შორის, მაგრამ იცოდა, რომ გვიან საღამოს მისთვის საძულველი ლიგა დაარსდებოდა და ამას გამოაცხადებდნენ. თუმცა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კლუბები არიან...
წუხელ, ევროპის სუპერლიგა დაფუძნდა!
„მარკა” წერს, რომ ევროპის სუპერლიგა დაფუძნდა. ამის შესახებ კვირას, გვიან საღამოს გახდა ცნობილი. ლიგის დამფუძნებლები არიან „რეალი”, „ბარსელონა”, „ატლეტიკო”, „მილანი”, „ინტერი”, „იუვენტუსი”, „არსენალი”, „ჩელსი”, „ლივერპული”, „მანჩესტერ სიტი”, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ტოტენჰემი”. სუპერლიგის პირველი თავმჯდომარე იქნება ფლორენტინო პერესი. სუპერლიგამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მას ფიფასა და უეფასთან თანამშრომლობის იმედი აქვს. გარდა ამისა, განცხადებაში განმარტებულია, თუ...
ლაშა ბექაურმა ევროპა მოიგო
ლისაბონში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე მედლების მხრივ ხვავრიელი კი გამოდგა, მაგრამ უფრო მაღალი ხარისხის მედლებს ველოდით. საბოლოოდ, ოქროს, ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალს დავჯერდით. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი შეხვდნენ. 20 წლის ბექაურმა დროის ამოწურვამდე 50 წამით ადრე სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ფინალამდე ბექაურმა ფრანგი ალექს მატიე, ებრაელი ლი კოჩმანი,...
მოულოდნელობის ეფექტი
რა მოხდა ასეთი ერთ დღეში? „ვოლფსბურგთან” თამაშის წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე, „ბაიერნის” მწვრთნელ ჰანსი ფლიკს რომ ჰკითხეს, სამომავლოდ რა გაგმები გაქვთო, ასე უპასუხა: „ყველანი — მწვრთნელები თუ ფეხბურთელები — სამ მოახლოებულ თამაშზე ვართ მობილიზებულები („ვოლფსბურგი”, „ლევერკუზენი”, „მაინცი”), ამის შემდეგ კი ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა. ეს კვირა ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია”. და აი, დასრულდა თამაში. „რეკორდმაისტერმა” „ვოლფსბურგს” 3:2...
ლაპორტას მეორე ეპოქა თასით იწყება
თუკი გასულ უქმეებზე „ბარსელონა” გაწბილდა, ეს უქმეები მისთვის ტრიუმფალური იყო. ახლა, სევილიაში სათასო წარმატებით „გადატვირთული” გუნდი ლა ლიგის მწვერვალს სულ სხვა ჟინით შეუტევს. „ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი ოცდამეთერთმეტედ მოიგო. მოპოვებული თასების რაოდენობით ის ისედაც რეკორდსმენი იყო — მდევარ „ბილბაოს”, სწორედ გუშინდელ მეტოქეს, ეს ჯილდო ოცდასამჯერ აქვს აღმართული. და ეს იყო „ბარსას” პირველი ტიტული მას მერე, რაც...









