ჯენარო გატუზოს კონტრაქტს “ნაპოლისთან” სეზონის დამთავრებისთანავე გასდის ვადა. ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს. უკვე ცნობილია, ვინ შეცვლის გატუზოს “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე — 62 წლის ლუჩანო სპალეტის დიდი წარდგენა არ სჭირდება. კლუბსა და ცნობილ სპეციალისტს შორის მოლაპარაკება ორი თვე გრძელდებოდა და საბოლოოდ ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ლუჩანო სპალეტი მას შემდეგ უქმობდა, რაც შარშანწინ...
გულშემატკივრის დიდი გამარჯვება!
ეს იყო გულშემატკივრების დიდი გამარჯვება: სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა! ხმა პირველებმა „ჩელსის” ფანებმა აიმაღლეს, რომლებიც „სტემფორდ ბრიჯის” წინ შეიკრიბნენ. დასავლეთლონდონელებს „მანჩესტერ სიტი” აჰყვა. ორიოდ საათში ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის დატოვებას აპირებდნენ „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ლივერპული” და „არსენალი”. ამასობაში, პრემიერლიგის ოფისში მიმდინარეობდა ჩამოთვლილი კლუბების შეფების შეკრება. იმავდროულად, დანარჩენმა თოთხმეტმა კლუბმა გადაწყვიტა უარი ეთქვა „აჯანყებულთა...
ორდღიანი სუპერლიგა
ორი დღე გავიდა, რაც ევროპული საფეხბურთო სუპერლიგის შექმნა გამოცხადდა და იქვე სრულდება. უეფას, ფიფას, გულშემატკივრებისა თუ საფეხბურთო სამყაროში გამოთქმული პროტესტების შემდეგ, სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა. მათ მიჰყვა ესპანური „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“. თუმცა, ეს არაფერია – გავრცელებული ხმებით თანამდებობები დატოვეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა და ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ. კომპანია Fenway Sports...
ორი თავისუფალი ბრინჯაო
ვარშავაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ უკვე მოიპოვა ორი ბრინჯაოს მედალი და კიდევ ოთხი მედლის შანსი აქვს. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ მესამე ადგილისთვის სომეხი არმან ავაგიანს 47 წამში ხუთი ორქულიანი გდება გაუკეთა და ბრინჯაო ირგუნა. ელიზბარ ოდიკაძე (97) კი, ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს დაეჭიდა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა. დღესვე...
დინამომ რვისკენ გაიწია
თბილისის „დინამოს“ შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესოს შორის მოხვდეს. ეს შანსი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც სტანოიევიჩის გუნდმა ჯგუფური ეტაპის მე-3 წრის მატჩი მონტენეგროს „ჰერცეგ ნოვის იადრანს“ – 13:10 მოუგო. ეს დინამოელთა მეორე გამარჯვებაა 2020-21 წლების სეზონში, ჩვენებმა ორივე იადრანს მოუგეს. თავიდან თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი, სადაც „დინამოს“ უპირატესობა უკვე აშკარა იყო...
ბითაძე სასტარტოში გამოჩნდა
გოგა ბითაძეს „ინდიანაში“ შანსი მიეცა და ქართველმა ცენტრმა სრულად ისარგებლა მწვრთნელის ნდობით. „სან ანტონიოსთან“ (94:109) დომანტას საბონისის გარეშე დარჩენილი გუნდის სასტარტოში დაყენებულ ბითაძეს სარეკორდო 23 წუთი მისცეს. ქულების მხრივ ქართველი დიდად არ გამორჩეულა და სულ 7 მიითვალა. სამაგიეროდ, თავდაუზოგავად იბრძოდა ფარზე და ბურთი ერთბაშად 9-ჯერ მოხსნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, გოგამ უკვე მეორედ გაახერხა ერთ შეხვედრაში 5...
კლოპს და ნევილს ერთმანეთი შემოელანძღათ
აირია მონასტერი! ვეღარავინ გაიგებს ვინ ვის რატომ ებრძვის და აკრიტიკებს. აგერ, გუშინ, გარი ნევილმა იკითხა, იურგენ კლოპს სხვა საქმე არ აქვს, ჩემზე რომ არ იფიქროსო? არადა, ევროპის სუპერლიგის საკითხში თანამოაზრეები არიან… კლოპისა და ნევილის შეკამათება ნევილის ერთმა ნათქვამმა გამოიწვია, რომელსაც შეგახსენებთ: „40 წელიწადია „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი ვარ, მაგრამ სრულიად გამანადგურა იმან, რაც მოხდა. ყველაზე მეტად...
უეფას ახალი ფორმატი
როგორც მოსალოდნელი იყო, უეფას აღმასკომმა ევროთასების ახალი ფორმატი დაამტკიცა და გამოაცხადა. ის 2024-25 წლების სეზონიდან შევა ძალაში. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ამასთან დაკავშირებით თქვა: „ჩვენი ახალი ფორმატი ამყარებს ეროვნული ჩემპიონატების სტატუსსა და მომავალს. მის მთავარ პრინციპად რჩება ის, რომ ევროპულ შეჯიბრებებში გუნდი შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატიდან. განახლებული ფორმატი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ოცნებასა და შანსს...
ბასილაშვილმა ჩარდის ვერაფერი მოუხერხა
Barcelona open-ის პირველივე წრეში, (საპრიზო ფონდი 1.565.480 ევრო), საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 34 წლის ფრანგი ჟერემი ჩარდის შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა – 6:4, 3:6, 6:3. ბასილაშვილმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო, მეტოქეს ორი ბრეიკი მისცა, რის შემდეგ 0:3 ჩამორჩა. მართალია, ერთი მალევე დაიბრუნა, მაგრამ მთლიანად სეტის შემოტრიალება ვეღარ შეძლო. მეორე სეტში ბასილაშვილი კორტზე უფრო...
მარლო ჰოუს დაეწია
NHL-ის „სან ხოსე შარკსის“ თავდამსხმელი პატრიკ მარლო „მინესოტა უაილდთან“ (2:5) სათამაშოდ ყინულზე გავიდა და ეს მისი 1767-ე მატჩი იყო კარიერაში. მარლომ ამ მაჩვენებლით ლეგენდარული გორდი ჰოუს რეკორდი გაიმეორა. ცხადია, სტატისკოსები ასეთ დროს ყველაფერს ითვლიან და გაირკვა, რომ მარლო NHL-ის ისტორიაში მოთამაშე ჰოკეისტების 37%-თან ერთად არის მოედანზე ნამყოფი. NHL-ის დაარსებიდან დღემდე მინიმუმ ერთი მატჩი 8.100 ჰოკეისტს...









