„ტოტენჰემს“ ჟოზე მოუნიოს წასვლის შემდეგ დროებითი მწვრთნელი ჰყავს და ახალ თავკაცს ეძებენ. „დეზებმა“ თვალი იურგენ კლინსმანს დაადგეს, რომელიც ლონდონურ კლუბში 1994-95 წლებში თამაშობდა. მომავალ სამსახურთან დაკავშირებით კლინსმანი კომენტარს აკეთებს: „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გავწვრთნიდი. ასევე არასდროს მიფიქრია, რომ ამერიკის ნაკრებში ექვსი წელი ვიმუშავებდი, ანაც მიუნხენის „ბაიერნს“ ჩავუდგებოდი სათავეში. ასე...
სუპერლიგა მართლა ინგლისელმა ფანებმა ჩაშალეს?
ევროპის სუპერლიგაზე მთელს მსოფლიოში მსჯელობენ. ესპანურმა „მარკამ” ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა და 800 000 გამოხმაურება მიიღო. ამბიციურ პროექტში ესპანეთიდან სამი კლუბი, „ბარსელონა”, „რეალი” და „ატლეტიკო” მონაწილეობდნენ, მაგრამ ექვსმა ინგლისურმა კლუბმა ყველაფერი ჩაშალა — ისინი ჯერ შევიდნენ სუპერლიგაში, შემდეგ კი საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლეს და გავიდნენ. ამ ეტაპზე, სუპერკლუბთა გაერთიანება 72 საათიანი გამოდგა. „მარკა” წერს,...
სუპერლიგაზე ოცნება და ლა ლიგაში გამარჯვება
ევროპის სუპერლიგა ჩაიშალა, თუმცა ესპანეთის ორი გრანდი, „ბარსელონა” და „რეალი” მაინც მის წევრებად რჩებიან. ინგლისურ პრესაში კი, ბობოლათა ელიტური სამყაროს შექმნის მცდელობას „ბინძური თორმეტის გაქცევა” შეარქვეს და ხაზს უსვამენ, რომ „ბარსას” ახალარჩეული პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „ხეტაფესთან” ლა ლიგის გუშინდელი თამაშის წინაც კი იმას ამბობდა, ასეთი შეჯიბრება აუცილებლობად უნდა შემოვიღოთო. „ამგვარი ლიგის შექმნა აუცილებელია. ჩვენ ეროვნული...
იაშაღაშვილი კარკასონში მიდის
ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მორაგბე იოანე იაშაღაშვილი მომავალ სეზონს „კარკასონში“ გაატარებს. 2019 წელს, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იომ ისე მაგრად ითამაშა, რომ ბობოლა ქვეყნების სარაგბო სპეციალისტებმა მას ერთხმად უწინასწარმეტყველეს დიდი მომავალი. იაშაღაშვილი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. ჩემპიონატის შემდეგ იო საფრანგეთის ტოპ-14-ის „ბაიონში“ ჩაირიცხა და პირველივე სეზონში გუნდის შემადგენლობაში 3 მატჩი ჩაატარა, თან სამივე –...
ხუთი მედლით ევროპიდან
ვარშავაში დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ ჯამში ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წუხელ 86 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში სანდრო ამინაშვილი რუს არტურ ნაიფონოვს დაეჭიდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანამდე ამინაშვილს იტალიელი სიმონე იანატონი (11:0), პოლონელი სებასტიენ იეზერანსკის (5:1) და ბელარუსი ალი შაბანაუ (3:2) დაემარცხებინა. ბექა ლომთაძე (61კგ)...
პიკე: ხალხმა არც კი იცის რა არის ერთა ლიგა
„ბარსელონას” ვეტერანი მცველი ჟერარდ პიკე Movistar+ზე გადაცემა „უნივერსო ვალდანოს” ეწვია და ევროპულ ფეხბურთში ბოლოხანს დატრიალებულ ამბებზე ილაპარაკა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დიდი რიხით გამოცხადდა ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ, მაგრამ 48 საათში, გულშემატკივრებისა და მთავრობათა ზეწოლით, 12 დამფუძნებლიდან ათმა თავისივე დაარსებული სტრუქტურა დატოვა და გამოვიდა, რომ სუპერლიგაში მხოლოდ „ბარსელონა” და „რეალი” დარჩნენ. „ფეხბურთელის გადასახედიდან, ხანგრძლივ პერსპექტივაში...
ახლა ბრიტანულ ლიგაზე ალაპარაკდნენ
ინგლისური ფეხბურთის „დიდი ექვსეული” ევროპის სუპერლიგას გამოეთიშა, მაგრამ მაინც რეფორმატორულ განწყობაზეა. ახლა მათ პრემიერლიგის გარდაქმნა უნდათ. ის, რაც დღეს გვაქვს, გაუმჯობესებას საჭიროებსო. იდეა ასეთია: გადაიბირონ „რეინჯერსი” და „სელტიკი”. ანუ, შეიქმნას ბრიტანული ლიგა, რომელშიც პრემიერლიგის კლუბებს ორი შოტლანდიური გიგანტი შეემატება. ეს წინადადება ევროპის სუპერლიგის იდეაზე რეალისტური ჩანს, რადგან ჯერ ერთი რეფორმა ერთი სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის ფარგლებში...
ფანებმა შალკე არბენინეს
გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბილიფელდის „არმინიამ” საკუთარ მოედანზე გელზენკირხენის „შალკეს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შედეგად, დარჩენილი ტურების მიუხედავად, „შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. კატასტროფულმა სეზონმა „შალკეს“ ქომაგების განრისხება გამოიწვია და მათ ფეხბურთელებზე ფიზიკურად გაიწიეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, როგორ შველიან გაქცევით თავს ფეხბურთელები.
დინამომ ლიგა წყალს გაატანა
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა წყალში ჩაყარა შრომა და ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა. არადა, ძალიან ახლოს იყო. „ვასპო ჰანოვერთან“ შეხვედრაში, თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ (3:3), მესამე მეოთხედში თბილისის გუნდმა კარგად ითამაშა და ბოლო პერიოდს ორბურთიანი ჰანდიკაპით შეხვდა – 6:4. ეს ანგარიში დამშვიდების საშუალებას არ იძლეოდა, რადგან ფრე მეტოქეს ჰყოფნიდა, მაგრამ არც ისეთი ანგარიში...
12-წუთიანი სიგიჟე
დღეს დილით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „საკრამენტო კინგსი“ შინ „მინესოტა ტიმბერვულვზს“ და 120:134 წააგო. სრული სიგიჟე იყო პირველ მეოთხედში, სადაც გუნდებმა 82 ქულა ჩააგდეს. საბოლოოდ მატჩში წაგებულმა „მეფეებმა“ 12-წუთიანი მონაკვეთი 43:39 მოიგეს. ეს არ არის რეკორდი საწყის მეოთხედში დაფიქსირებული ქულებით, უფრო მეტიც ჩაუგდიათ, მაგრამ ასეთი შედეგიანობა, ძალიან იშვიათი ფაქტია. მით უფრო, თუ დარჩენილ პერიოდებში ჩაგდებულ ქულებს...









