უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ევროპის სუპერლიგის შემქნელებს არაფერს აპატიებს. ეს მისი ყოველი გამოსვლისას იგრძნობა. თუმცა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შეფს, ბუნტისთავებისადმი ერთნაირი სიბრაზე არ აქვს და ერთი დუჟინი ამბოხებულები სამ ჯგუფად ჰყავს დაყოფილი. „ყველამ უნდა იწვნიოს შედეგი საკუთარ თავზე. ვერ ვიტყვით, რომ არაფერი მომხდარა. თუმცა, ინგლისურ 6 კლუბსა და სხვებს შორის, ჩემთვი დიდი განსხვავებაა. ბრიტანელებმა...
ფული უნდათ!
„ლივერპულის” გერმანელი მწვრთნელი, 53 წლის იურგენ კლოპი კმაყოფილია, რომ სუპერლიგის პროექტი ჩაიშალა, მაგრამ ის არც უეფას ჩემპიონთა ლიგის რეფორმას გაუხარებია. „როგორც სუპერლიგის შემქმნელებმა არ გვკითხეს არაფერი, ისევე არ გვკითხა უეფამაც. ჩვენ, უშუალო მონაწილეებს, არავინ არაფერს გვეკითხება, არადა როგორც ერთი, ასევე მეორე გეგმა მხოლოდ ერთს ნიშნავს — მეტ მატჩებს. ჩვენ მათი სურვილები უნდა შევასრულოთ. და მიზეზი...
დაღლილმა რეალმა ქულები დაკარგა
„რეალს” დაღლილობა ეტყობოდა. ზინედინ ზიდანის უილაჯო გუნდმა „ბეტისთან” 0:0 ითამაშა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. მისი კონკურენტები, „ატლეტიკო” და „ბარსელონა” დღეს ხვდებიან „ბილბაოსა” და „ვილიარეალს”. ორივე სტუმრად თამაშობს. აქვე დავძინოთ, რომ 8 მაისს, „ატლეტიკო” „ბარსელონას” სტუმრობს. ამწუთას, „რეალი” მეორეზეა, „ატლეტიკოზე” ორი ქულით ნაკლები და ერთი თამაშით მეტი აქვს. ის სამი ქულით უსწრებს მესამე...
ქაჯაია ოქრომდე კაიამ არ მიუშვა
პოლონეთში მიმდინარე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ქართულმა დელეგაციამ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაიწყო. 130 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იაკონ ქაჯაია ფინალში 8-გზის ევროპის ჩემპიონ თურქ რიზა კაიას დაეჭიდა და ვერას გახდა – 1:3. მანამდე ქაჯაიამ ჩეხ შტეფან დავიდს 9:0 მოუგო, შემდეგ რუსეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ გედახაურს 3:1 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ლიეტუველ რომას ფრიდრიკასთან ისევ 9:0...
ჯალაღონია აღარ ხუმრობს
საფრანგეთის პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის 28-ე ტურში თორნიკე ჯალაღონიამ „ორიაკთან“ საშინაო შეხვედრის მიმდინარეობაში გარდატეხა შეიტანა და საბოლოოდ მისმა „ბიარიცმა“ 28:26 იმარჯვა, რამაც ბასკურ კლუბს პლეი-ოფის პირველ წრეში მასპინძლის სტატუსი გაუნაღდა. მატჩში ერთბაშად შვიდმა (!) ქართველმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთაგან ჯალაღონია და ლუკა აზარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო უშანგი ჭეიშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. ორიაკელთა სასტარტოშიც ორი...
სუპერლიგა პუტინმა დაშალა?
ახალშექმნილი და უკვე მარტივ მამრავლებად დაშლილი სუპერლიგიდან გასვლის შესახებ პირველმა ლონდონურმა „ჩელსიმ“ განაცხადა. გერმანული „ზიუდოიჩე ცაიტუნგის“ ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩს მოსკოვიდან დაურეკეს და აუხსნეს, რომ სუპერლიგის შექმნა კრემლის ინტერესებში არ შედის, რადგან ჩემპიონთა ლიგა კნინდება, მისი ერთ-ერთი უმსხვილესი სპონსორი „გაზპრომი“ გახლავთ. ამავე კონცერნს ეკუთვნის პეტერბურგის „ზენიტი“ რომელსაც სუპერლიგაში არავინ მიიწვევდა, ჩემპიონთა ლიგაში თამაშით კი თავის ჭიას...
ტრამპმა ლებრონს შეუტია
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ლებრონ ჯეიმსი მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. საუბარია ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში მომხდარ ფაქტზე, რომელსაც ლებრონი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. კოლუმბუსში თეთრკანიანმა პოლიციელმა უნებლიე გასროლით (ელექტროშოკერი და პისტოლეტი აერია) 16 წლის აფროამერიკელი გოგონა მაკაი ბრაიანტი მოკლა. ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ გვერდზე პოლიციის ამ ოფიცრის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შემდეგი შენ ხარ“!...
ვინ დანიშნავს ბაიერნის ახალ მწვრთნელს?
„შპორტ ბილდის” ინფორმაციით, თუკი „ბაიერნი” ზაფხულში მწვრთნელ ჰანსი ფლიკს გაუშვებს, ახალი თავკაცის დანიშვნა კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაევალება — კლუბში აღმასრულებელი შეფი რუმენიგეა. მაგრამ, არის მეორე საკითხიც: 65 წლის რუმენიგე „ბაიერნში” მხოლოდ 2021 წლის ბოლომდე რჩება, შემდეგ კი საქმეები 51 წლის ოლივერ კანმა უნდა გადაიბაროს. შესაბამისად, ვეტერანი ფორვარდი თავის ყველა ნაბიჯს ვეტერან მეკარესთან შეათანხმებს. საქმეები ხომ უნდა...
ულტიმატუმი რეალს, ბარსას, მილანს და იუვეს
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩერეფინმა თქვა, რომ თუ სუპერლიგის შექმნაზე ფიქრს არ შეეშვებიან, „რეალს” და „ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრებათ. მოგეხსენებათ, ეს ორი ესპანური გიგანტი იმ თორმეტ ბობოლა კლუბს შორის იყო, რომელთაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროპის სუპერლიგა დააფუძნეს, მაგრამ შემდეგ რვამ უკან დაიხია და იდეის ერთგულად ოთხიღა დარჩა. სუპერლიგის პროექტს ყველაზე დიდი დარტყმა ექვსმა ინგლისურმა კლუბმა...
ანიელიმ ჩეფერინს ტელეფონი გაუთიშა
უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი და “იუვენტუსის” თავკაცი ანდრეა ანიელი ერთობლივ განცხადებას ამზადებდნენ, რომელშიც იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის რეფორმას დაუჭერდა მხარს. განცხადება 19 აპრილს უნდა გაკეთებულიყო. ჩეფერინმა ანიელის განცხადების ტექსტი გადაუგზავნა, მაგრამ მან შესწორებების შესატანად დრო ითხოვა. ამის შემდეგ უეფას პრეზიდენტის რამდენიმე ზარს ანიელიმ არ უპასუხა. ჩეფერინი ანიელის ერთ-ერთი გოგონას ნათლიაა, მის მეუღლეს დაურეკა და სთხოვა,...









