უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ევროპის სუპერლიგის შემქნელებს არაფერს აპატიებს. ეს მისი ყოველი გამოსვლისას იგრძნობა. თუმცა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შეფს, ბუნტისთავებისადმი ერთნაირი სიბრაზე არ აქვს და ერთი დუჟინი ამბოხებულები სამ ჯგუფად ჰყავს დაყოფილი.
„ყველამ უნდა იწვნიოს შედეგი საკუთარ თავზე. ვერ ვიტყვით, რომ არაფერი მომხდარა. თუმცა, ინგლისურ 6 კლუბსა და სხვებს შორის, ჩემთვი დიდი განსხვავებაა. ბრიტანელებმა უარი თქვეს პროექტზე და აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს. ამიტომ, ჩემთვის ეს სიტუაცია სამ ჯგუფად იყოფა: ჯერ ექვსი ინგლისური გუნდი, შემდეგ სამი კლუბი – „ატლეტიკო”, „ინტერი” და „მილანი”, და ბოლოს, ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ბრტყელია და სუპერლიგის იმედი მაინც აქვთ („რეალი”, „იუვენტუსი” და „ბარსელონა”). მათ შორის დიდი განსხვავებაა. ყველას თავისი პასუხისმგებლობა დაეკისრება”, – განაცხადა ჩეფერინმა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
