წელი: 2020

Home 2020
რეალი – ბარსა 92:91
ჩანაწერი

რეალი – ბარსა 92:91

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგა მოიგო და სხვადასხვა ტიტულებით პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ გადაასწრო. ახლა „რეალს“ 92 ჯილდო აქვს, „ბარსას“ – 91. სადღეისოდ, რეალის აქტივშია: ესპანეთის 34 ჩემპიონობა, ქვეყნის 19 თასი და 11 სუპერთასი, ლიგის ერთი თასი, 13 ჩემპიონთა ლიგა, შვიდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ოთხი უეფას სუპერთასი, ორი უეფას თასი და ერთიც ევა დუარტეს თასი. „ბარსელონა“ 26-ჯერ...

მესი გაბრაზდა!
ჩანაწერი

მესი გაბრაზდა!

„რეალი” ჩემპიონი გახდა, რასაც „ოსასუნასთან” „ბარსელონას” 1:2 მარცხი დაემთხვა. კატალონიელებმა მთავარ მეტოქესა და მოქიშპეს თითქოს საგანგებო საჩუქარი მოუმზადეს. თან შინ, „კამპ ნოუზე” წააგეს. თავისი გუნდის ასეთი უსუსრობა მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელელმა ლეო მესიმ ვერ აიტანა და მატჩის შემდეგ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა. არგენტინელმა ამ შეხვედრაში ჯარიმა შეასრულა შესანიშნავად, გოლი შეაგდო, მაგრამ მარტო რას გახდებოდა. მან...

Hala Madrid
ჩანაწერი

Hala Madrid

„რეალმა” ოცდამეთოთხმეტედ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის წოდება! ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც მადრიდელებმა „ვილიარეალს” 2:1 მოუგეს. ამ შეხვედრაში ორივე გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. ზინედინ ზიდანის გუნდმა 2016-17 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო ლა ლიგის ტიტული. „რეალი”, რომელმაც covid 19-ის პანდემიით გამოწვეული კარანტინის შემდეგ ათი შეხვედრიდან ათივეში გაიმარჯვა, „ბარსელონასთან” შედარებით ახლა უკვე ათით მეტად გამხდარა ქვეყნის...

ზამთრის მონდიალის კალენდარი
ჩანაწერი

ზამთრის მონდიალის კალენდარი

მოგეხსენებათ, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ყატარში გაიმართება. ტურნირი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. ფიფამ „ზამთრის“ მონდიალის კალენდარი გამოაქვეყნა. გახსნა „ალ ბაითზე“ შედგება, სტადიონზე, რომელიც 60.000 გულშემატკივარს იტევს. მატჩი 14:00 საათზე (თბილისის დრო) დაიწყება. ჯგუფურ ეტაპზე ყოველდღიურად 4 მატჩი გაიმართება: 14:00, 17:00, 19:00 და 23:00 საათზე. ფლეი ოფები 3 დეკემბრიდან დაიწყება, შეხვედრები კი 19:00-ზე...

ენფილდი ჩემპიონებს ელის
ჩანაწერი

ენფილდი ჩემპიონებს ელის

„ლივერპული“ 2019-20 წლების სეზონში პრემიერლიგის გამარჯვებულისთვის განკუთვნილ თასს, საკუთარ, „ენფილდ როუდზე“ „ჩელსისთან“ 37-ე ტურის მატჩის შემდეგ, 22 ივლისს  ჩაიბარებს, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი. ფეხბურთელები, მწვრთნელები და პერსონალი თასს და ოქროს მედლებს, ფანატთა სექტორში (the Kop) საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე მიიღებენ. ამჟამად პოდიუმის დამონტაჟება უკვე მთავრდება. ჟურნალისტ ჯონათან ჰიგინსის ცნობით, უმაყურებლო სტადიონზე დაგეგმილია ფოიერვერკის მოწყობა და...

ბექემი და ბათუმი
ჩანაწერი

ბექემი და ბათუმი

ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყანა ნებისმიერ მსოფლიო რეიტინგში საპატიო ადგილს იკავებს. ამ შემთხვევაში ბათუმის ახალმა სტადიონმა გვასახელა… როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში სულ 12 ახალი სტადიონი აშენდა, რომლებიც პირველ მატჩებს უკვე წელს უმასპინძლებენ. რეიტინგში სტადიონები ტევადობის მიხედვითაა დალაგებული და ჩვენმა კოპწია “ბათუმი სთედიუმმა” უკან მოიტოვა მაიამის „ინტერის” 18-ათასიანი არენა, რომელსაც დევიდ ბექემი საკუთარი კლუბისთვის აშენებს. მოგეხსენებათ, ეს...

პოგბას აკლია ხუთი წუთი
ჩანაწერი

პოგბას აკლია ხუთი წუთი

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან” სადაცაა ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. „სანი” წერს, რომ კლუბი ახალ ამბავს სეზონის დასრულებისთანავე გამოაცხადებს. ინგლისურ პრესაში კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ 27 წლის ფრანგმა ერთი წლის წინანდელთან შედარებით დამოკიდებულება შეცვალა. შარშან ზაფხულში ის „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლას აპირებდა, გაქცევაზე იყო. covid 19-ით გამოწვეული უქმობის შემდეგ, მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კოჭმორჩენილი მსოფლიოს ჩემპიონი კვლავ დააბრუნა...

სასამართლოს ნაცვლად კორტზე
ჩანაწერი

სასამართლოს ნაცვლად კორტზე

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ის მასალები, რის საფუძველზეც სასამართლო სხდომის გახსნა შესაძლებელი გახდებოდა, ბრალდების მხარემ დათქმულ ვადაში ვერ შეაგროვა. შეგახსენებთ, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ძალადობაში სდებს ბრალს, თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ ამის მტკიცებულებები არ აქვს… ამასობაში თავად ბასილაშვილი პანდემიის შემდეგ პირველი შეჯიბრისთვის ემზადება....

სეტიენმა მომავალი დაინახა
ჩანაწერი

სეტიენმა მომავალი დაინახა

„ბარსელონას“ თავკაცი კიკე სეტიენი საკუთარ მომავალს ისევ კატალონიურ კლუბში ხედავს. „რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში ჩემ თავს ისევ „ბარსელონას“ მწვრთნელად ვხედავ. თუმცა, რეალობა ისეთია, ხანდახან დასახული მიზანის განხორციელება არ გამოდის. დიახ, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ არა სრულად. როდესაც ეძებენ დამნაშავეს, რატომღაც ყველა მთავარ მწვრთნელს უყურებს. არ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ყველაფერი ცუდად არის, რადგან ბოლო პერიოდში...

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი
ჩანაწერი

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი

ძალიან მარტივი ფორმულაა, რომლის ავტორებიც ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელები არიან. ეს ხალხი, როგორც სრულიად საფეხბურთო სამყარო, დაღალა „ბარსელონას“ უშედეგო მცდელობებმა, არადა ლეო მესი ნეიმარის ტრანსფერს კატეგორიულად ითხოვს. ბარსელონელებს ნეიმარის საყიდელი ფული არ აქვთ და იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ მის შესაძლო ტრანსფერში „ხურდად“ ესპანური კლუბის რომელიმე ფეხბურთელიც იქნებოდა ჩართული. აქ კი თავად პარიზელებმა აარჩიეს სამიზნე და თუ პრეზიდენტ...