აშკარად მოულოდნელ და სენსაციურ ამბავს ავრცელებენ ჩვენი ესპანელი კოლეგები – შესაძლოა, მომავალი სეზონიდან “ბარსელონა” ლორან ბლანმა ჩაიბაროსო. საფეხბურთო საზოგადოება თითქმის უკვე შეგუებული იყო, რომ გუნდის საჭეს ჩავი ერნანდესი ჩაიბარებდა. მაშ საიდან ლორან ბლანი? ამბობენ, რომ ეს მისი ყოვლისშემძლე აგენტის, ჟორჟე მენდეშის კომბინაციაა. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი აგენტი ბლანის შრომით მოწყობაზე ფიქრობს. საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ყოფილი...
წელი: 2020
ბარსელონას დასუსტების 10 მიზეზი
კატალონიურმა „სპორტმა” ჩამოწერა ათი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. სეზონი „ბლაუგრანას” გულშემატკივრებისთვის გამაწბილებელი გამოდგა. ამის დასტური გუნდის კაპიტნის ლეო მესის ბოლო ინტერვიუა, რომელიც არგენტინელმა „ოსასუნასთან” საშიანო მარცხის შემდეგ მისცა და ბრაზი არ დამალა. კატალონიელთათვის გამაღიზიანებელი და იმავდროულად სიმბოლური გახლდათ ისიც, რომ ეს წაგება „რეალის” ჩემპიონობის დღეს დაემთხვა. ეს გახლდათ ბოლო ათწლეულის...
არგენტინელი, რომელსაც ენდობიან და ფულს უმატებენ
თექვსმეტწლიანი ბორძიკის შემდეგ „ლიდს იუნაიტედი” პრემიერლიგას დაუბრუნდა. ეს არგენტინელი მწვრთნელის მარსელო ბიელსას ხელმძღვანელობით მოხდა, რისთვისაც კლუბი მას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. თუკი აქამდე ბიელსას ხელფასი წელიწადში 6 მილიონი გირვანქა იყო, ამიერიდან 8 მილიონი გახდება. ცნობისთვის: წელიწადში 6 მილიონი გირვანქა ორჯერ მეტია, ვიდრე ინგლისის ნაკრების თავკაცის გარეთ საუთგეიტის ჯამაგირი. ამრიგად, 64 წლის არგენტინელი „ელანდ როუდზე” სულ მცირე...
ოდრისოლა – იღბლის თაიგული
თქვენი აზრით, ვისთვის იყო გასული საფეხბურთო სეზონი ყველაზე წარმატებული? ზინედინ ზიდანისთვის? იურგენ კლოპისთვის? ტრიუმფი ტრიუმფად, მაგრამ ამ ხალხმა წარმატებაში მთელი თავისი ცოდნა, ნებისყოფა და ნერვები ჩადო. არადა, ამ დროს არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც ეს სეზონი არანაკლებ ტრიუმფალურია. ალვარო ოდრისოლა 24 წლისაა და ორი ქვეყნის ჩემპიონი ერთდროულად გახდა. ესპანელის კონტრაქტი მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, სადაც იანვრამდე იბურთავა, მერე...
ჩემპიონი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა
წარმოშობით რუსმა ეკატერინა ალექსანდროვსკაია თითქმის მთელი კარიერა ფიგურულ სრიალში მეწყვილე ავსტრალიელ ჰარლი უინძორს მიუძღვნა. პროფესიულის გარდა მათ შორის პიროვნული ურთიერთობაც იყო და გოგონა მიჯნურის ქვეყნის სახელით გამოდიოდა. სამი წლის წინ ეს წყვილი მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდა იუნიორთა შორის. მერე სწორედ პიროვნულ ფრონტზე გაირბინა შავმა კატამ, რასაც ლოგიკურად მოჰყვა სპორტული წარუმატებლობები. ასე ლამაზად დაწყებული ისტორია ტრაგიკულად...
თასი მადრიში, ფული ლონდონში
ედენ აზარის ტრანსფერიდან ლონდონის „ჩელსიმ“ უფრო იხეირა, ვიდრე მადრიდის „რეალმა“… ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ბელგიელი შემტევი, ვინც „რეალის“ მაისურით მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „არისტოკრატებმა“ კი ამისთვის 18 მილიონ ევრომდე მიიღეს. ის რომ, „ჩელსიმ“ წინა ზაფხულს აზარის „რეალში“ ტრანსფერით ბიუჯეტი 100 მილიონით შეივსო, ეს ცნობილი...
კიდევ ერთი ბიჭი ფაველიდან
„რეალი” ლა ლიგის ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე გახდა ესპანეთის ჩემპიონი. „თეთრების” წარმატებაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა 20 წლის ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” უკვე მეორე სეზონი ჩაამთავრა. ნათამაშებ წუთებს თუ დავაჯამებთ, ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში „რეალის” მეთორმეტე ფეხბურთელია. მან მოედანზე 1264 წუთი დაჰყო. მართალია, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს გოლები...
მარსელო ბიელსა პრემიერლიგაში!
„ლიდს იუნაიტედი” 2004 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა პრემიერლიგაში. „თეთრები” მშობლიურ „ელანდ როუდზე” ზეიმობდნენ — ცნობამ იმის შესახებ, რომ „ვესტ ბრომვიჩი” „ჰადერსფილდთან” სტუმრად 1:2 დამარცხდა, „ლიდსს”, რომელმაც წინა დღეს „ბარნსლის” მოუგო 1:0, სანუკვარი ოცნება აუსრულა. გულშემატკივრები კი covid 19-ის პანდემიის მიუხედავად სტადიონს გარეთ შეიკრიბნენ და დიდი რიარია მოაწყვეს. ამრიგად, არგენტინელი მარსელო ბიელსას ბიჭებმა კლუბის ისტორიაში ახალი...
ბახმა მოსკოვი საეჭვოდ გაიხსენა
2021 წელს გასამართ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც წლულს უნდა გამართული, „რაღაც ემუქრება“. ეს „რაღაც“ კი, ბოიკოტი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადება და წარსულის გახსნება, ამას გვაფიქრებინებს. შეგახსენებთ, რომ 1980 წელს, მოსკოვში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი 60-ზე მეტმა ქვეყანამ გამოუცხადა. მიზეზი 1979 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლა იყო. სწორედ ეს...
აგვისტოდან ტრიბუნებზე
გუშინდელი „თელავი“-„ჩიხურას“ რეპორტაჟისას თვალში საცემი ფაქტი იყო, თუ როგორ მხურვალედ ქომაგობდნენ კახელები საკუთარ გუნდს. თუმცა, ისიც ნათლად ჩანდა, რომ სტადიონის ირგვლივ შეკრებილი გულშემატკივრები ნაკლებად იცავდნენ სოციალურ დისტანციას. რეგიონებში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ. მით უფრო, როდესაც გუნდი ეროვნული ლიგის დებიუტანტია, მისი ქომაგი იმატებს. ისიც ფაქტია, რომ ასეთ დროს კორონავირუსის გავრცელების შანსი უფრო მეტია, ვიდრე მოწესრიგებულად ტრიბუნებზე. დიდი...









