ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყანა ნებისმიერ მსოფლიო რეიტინგში საპატიო ადგილს იკავებს. ამ შემთხვევაში ბათუმის ახალმა სტადიონმა გვასახელა…როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში სულ 12 ახალი სტადიონი აშენდა, რომლებიც პირველ მატჩებს უკვე წელს უმასპინძლებენ. რეიტინგში სტადიონები ტევადობის მიხედვითაა დალაგებული და ჩვენმა კოპწია “ბათუმი სთედიუმმა” უკან მოიტოვა მაიამის „ინტერის” 18-ათასიანი არენა, რომელსაც დევიდ ბექემი საკუთარი კლუბისთვის აშენებს. მოგეხსენებათ, ეს ამერიკული კლუბი ინგლისელი ექსვარსკვლავის საკუთრებაა, ახალი არენის აშენება კი ამერიკული საზომებით სასაცილო 60 მილიონი დოლარი დაჯდა.
რაც შეეხება „ბათუმი სთედიუმს“, რეიტინგის შემდგენელთა აზრით, მისი ფასადი აშკარად ქართული ცეკვისთვის ორგანული „ქარბორბალათია“ შთაგონებული, ფასადის გარე განათება კი ნაგებობას ყველაზე ორიგინალურ სპორტულ ობიექტთა რიგში აყენებს.
რეიტინგს კალიფორნიულ ინგლვუდში აშენებული სტადიონი ლიდერობს. 70-ათასიანი მონსტრის პატრონი ლონდონის „არსენალის“ მფლობელი სტენ კრონკეა და მისი აშენება „უემბლიზე“ სამჯერ მეტი – 5 მილიარდი დოლარი დაჯდა. გარდა იმისა, რიმ სტადიონი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის წევრი ორი ლოს-ანჯელესური კლუბის საშინაო მატჩებს უმასპინძლებს, ამთავითვე ცნობილია, რომ აქ გაიმართება 2022 წლის სუპერბოული და 2028 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია.
რეიტინგში ამერიკულის გარდა ალჟირის, კამერუნის და მაროკოს სტადიონებიც შედიან. რაც შეეხება ევროპას, წლეულს ბათუმის გარდა ახალ სტადიონებს თურქულ გერასუნში, გერმანულ ფრაიბურგსა და რუმინულ ბუქარესტში გახსნიან.
/cdn.vox-cdn.com/uploads/chorus_image/image/65259651/Screen_Shot_2019_09_16_at_3.42.33_PM.0.png)
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
