წელი: 2020

Home 2020
ჩანაწერი

უცნაური ახალი მწვრთნელის პირველი გამარჯვება

ბრემენში შედგა „დორტმუნდის” ახალი თავკაცის, მეოთხე ლიგაში ნათამაშევი ფეხბურთელისა და გამოუცდელი მწვრთნელის ედენ ტერზიჩის დებიუტი, რომლის შემდეგაც კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი მას გადაეხვია და მინი-კრიზისის დასრულება მოულოცა — ლუსიენ ფავრის სამსახურიდან გაშვების ორი დღის თავზე, „ყვითლებმა” სტუმრად 2:1 მოიგეს. მართალია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს არ იყო მსოფლიო ფეხბურთის სკალაზე უმაღლესი დონის თამაში, მაგრამ...

ჩანაწერი

სად წაიყვანს მინო ჰოლადს?

„დორტმუნდის“ ჭაბუკმა შემტევმა, ერლინ ჰოლანდმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება კლუბი დატოვოს. გერმანული კლუბი ჰოლანდს 75 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ საწყისი თანხა, შესაძლოა, გაიზარდოს. მიზეზი ისაა, რომ მისი აგენტი ცნობილი მინო რაიოლა გახლავთ. ამიტომ მისმა საკომისიომ და ფეხბუთელის მამის ჰონორარმა შეიძლება თანხა გააორმაგოს (თუმცა, არ დაგვავიწყდეს კორონავირუსის კრიზისი). შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდში“ გადასვლისას, რაიოლამ დაახლოებით 15 მილიონი...

ჩანაწერი

მსოფლიო იცინის…

14 დეკემბერს, პარიზში გაიმართა რაგბის ისტორიაში რიგით მეათე მსოფლიო თასის წილისყრა. მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასის ერთ ჯგუფში იყვნენ, ერთმანეთს საფრანგეთშიც დაუპირისპირდება. მაგალითად, ირლანდია და შოტლანდია, ინგლისი და არგენტინა. მაგრამ ის, რაც C ჯგუფის დაკომპლექტებისას მოხდა, ზე-დამთხვევაა. კენჭისყრის ორგანიზატორები იცინოდნენ, როცა უელსი, ავსტრალია და ფიჯი კვლავ ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს არ...

ჩანაწერი

კვესელაძე – „გლოსტერში“!

საქართველოს ნაკრების 23 წლის შუამარბი გიორგი კვესელაძე მარნეულის „არმაზიდან“ ინგლისის პრემიერშიფის „გლოსტერში“ გადავიდა! „შემოდგომის ერთა თასზე“ კვესელაძემ ნაკრებში, როგორც იქნა, შუამარბის პოზიციაზე ითამაშა, რისი საშუალებაც აქამდე იმის გამო არ მისცემია, რომ დიდი ხანი ბორჯღალოსანთა 13-ნომრიანი კვართით დავით კაჭარავა თამაშობდა – ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი. მაგრამ კაჭარავამ სპორტული კარიერა დაასრულა, პარლამენტის წევრი გახდა,...

ჩანაწერი

გველის წიწილი

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფუნქციონერის აზრით, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, MVP-ს ტიტულის მისაღებად ლებრონ ჯეიმსის უმთავრესი კონკურენტი „დალას მავერიქსის“ სლოვენიელი მცველი ლუკა დონჩიჩი იქნება. „თუ შუბლზე პისტოლეტს მომადებთ და მეტყვით, ვინ მინდა გუნდში იმისთვის, რომ ფლეი ოფის სერია მოვიგო, გეტყვით რომ ლებრონი… თუმცა იქვე დავამატებ – ლებრონს „ის“ დალასიდან მაგრად უტევს. დონჩიჩს აქვს...

ჩანაწერი

დორტმუნდის უცნაური ახალი მწვრთნელი

ედინ ტერზიჩი. 38 წლის. თამაშობდა გუნდებში, რომლებიც ბევრს ალბათ გერმანიაშიც არ გაუგია: „ისერლონში”, „ვესტფალია ჰერნეში”, „ვატენშაიდ 09″-ში და „კლოპენბურგში”. ის დაიბადა პატარა ქალაქ მენდენში, რომელიც დორტმუნდთან ანუ მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარეობდა. დედით ხორვატია, მამით კი ბოსნიელი. გერმანიის გარდა ხორვატიის მოქალაქეცაა. ბოხუმში, რურის უნივერსიტეტში დამთავრებული აქვს სპორტულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ედინ ტერზიჩი „დორტმუნდის” მწვრთნელად დანიშნეს. მან...

ჩანაწერი

არსენალი აგებს მაგრამ ყველაფერი რიგზეა

„არსენალს” პრემიერლიგაში სეზონი ასე ცუდად არასდროს დაუწყია, მაგრამ კლუბი მაინც მიკელ არტეტას მწვრთნელად დარჩენას უჭერს მხარს. ფაქტია, არტეტას კრიტიკა არ აკლია, ოღონდ, აგერ, „მეთოფეთა” ტექნიკურმა დირექტორმა ედუმაც თავისი კეთილი სიტყვა შეაწია ესპანელს. ყოფილმა ნახევარმცველმა თქვა: „ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია და თუ ჩვენს გეზს დააკვირდებით, დამეთანხმებით, რომ წინ დიდი, მშვენიერი მომავალი გველის”. ასეთი ოპტიმიზმი, ცხადია, აოცებს ჩრდილოლონდონელთა...

ჩანაწერი

ბაიერნი მცველებს ლაიფციგში ეძებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ორი მცველი, დავიდ ალაბა და ჟერომ ბოატენგი, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ცხადია, ბავარიული კლუბის მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს უკვე მონიშნული ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მათ შემცვლელად განიხილავს. სიაში პირველი „ლაიფციგის“ 22 წლის ფრანგი მცველი დეოტშანკულე (იგივე დაიო) უპამეკანოა. თავად საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კი „ლაიფციგთან“ კონტრაქტი ახლახანს 2023 წლამდე გააგრძელა. თუმცა, სეზონის ბოლოს, შესაძლოა,...

ჩანაწერი

რონალდუ 100:79

კვირას „ჯენოასთან“ გასვლით შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ მაისური მეასედ მოირგო. კინაღამ წამოგვცდა, ვეტერანი პორტუგალიელიო, მაგრამ „კრიშის“ სტატისტიკას ვერსად გავექცევით. გასულ 100 შეხვედრაში მან ტურინელთათვის 79 გოლი გაიტანა. აქედან ბოლო ორი სწორედ „ჯენოას“ კარში. მან ჯერ 1:1-ზე 78-ე წუთზე დააწინაურა გუნდი, 89-ზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მართალია, ორივე შემთხვევაში რონალდუმ პენალტიდან გაიტანა, მაგრამ ეს მის...

ჩანაწერი

უეფამ ლიგის მერვედფინალები დაალაგა

შვეიცარიულ ნიონში, უეფას შტაბბინაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, რამდენიმე საინტერესი წყვილი შედგა. პირველი გამოსარჩევი “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” დაპირისპირებაა. გეხსომებათ, 2017 წელს, ამავე სტადიაზე ფრანგებმა შინ 4:0 მოუგეს “ბარსას”, მაგრამ საპასუხო მატჩში უკვე კატალონიელებმა იმარჯვეს (6:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ამ მატჩს კიდევ ერთი ინტრიგა ახლავს – არის საუბარი მესის პარიზულ...