შვეიცარიულ ნიონში, უეფას შტაბბინაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
შედეგად, რამდენიმე საინტერესი წყვილი შედგა. პირველი გამოსარჩევი “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” დაპირისპირებაა. გეხსომებათ, 2017 წელს, ამავე სტადიაზე ფრანგებმა შინ 4:0 მოუგეს “ბარსას”, მაგრამ საპასუხო მატჩში უკვე კატალონიელებმა იმარჯვეს (6:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
ამ მატჩს კიდევ ერთი ინტრიგა ახლავს – არის საუბარი მესის პარიზულ გუნდში გადასვლაზე და, შესაძლოა, არგენტინელი გენია ყოფილ გუნდს დაუპირისპირდეს.
საინტერესო უნდა იყოს “ატლეტიკო” – “ჩელსისა” და “სევილია” – “დორტმუნდის” ჯახი – ამ წყვილში ფავორიტად ვერავის გამოვყოფთ. სხვა წყვილებიც საინტერესოა, მაგრამ იქ ფავორიტები უფრო გამოკვეთილად ჩანან:
“გლადბახი” – “მანჩესტერ სიტი”;
“ლაციო” – “ბაიერნი”;
“ლაიფციგი” – „ლივერპული”;
“პორტუ” – „იუვენტუსი”;
“ატალანტა” – “რეალი”.
პირველი მატჩები 16, 17, 23 და 24 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 9, 10, 16 და 17 მარტს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია