წელი: 2020

Home 2020
ჩანაწერი

ჟერარ ულიე გარდაიცვალა

ფრანგი სპეციალისტი ჟერარ ულიე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ულიე ყველაზე მეტად „ლივერპულში“ მუშაობით არის ცნობილი. მერსისაიდულმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით 1998-2004 წლებში ექვსი ტიტული მოიგო: უეფას თასი და სუპერთასი, ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი და ორჯერ ინგლისის ლიგის თასი. კარიერის მანძილზე ულიეს ასევე უმუშავია ძლიერ ფრანგულ გუნდებში: „ლიონი“, „პარი სენ ჟერმენი“, „ლანსი“. მისი ბოლო სამუშაო ადგილი...

ჩანაწერი

ჰარდენი სტრიპ-კლუბმა შეიწირა

კიდევ ერთი სიახლე ჯეიმს ჰარდენზე… მან წინა სეზონის ფინიში კი ჩააგდო, მაგრამ ამით სუპერვარსკვლავის სტატუსი ნამდვილად არ დაუკარგავს. პრინციპში, ჯეიმსი „როკეტსში“ დიდებულად გრძნობდა თავს და ქომაგებიც აღმერთებდნენ, ვიდრე საქმეში „მაგრამ“ არ ჩაერია… ჰარდენმა გუნდის საწვრთნელ ბანაკში დაიგვიანა, რისი მიზეზიც სტრიპტიზ-კლუბში მოწყობილი ღრეობა გახდა. კალათბურთელი მსუყე თანხით დააჯარიმეს, რამაც სერიოზულად გაანაწყენა. ჰარდენმა „როკეტსიდან“ წასვლა გადაწყვიტა და...

ჩანაწერი

ნეიმარი ბრაზილიელმა დაამტვრია

„პარი სენ ჟერმენმა” წუხელ „ლიონთან” 0:1 წააგო, მაგრამ ეს ამბავი დაჩრდილა თამაშის მიწურულს, მსაჯის წამატებულ მე-6 წუთზე, ნეიმარის ტრავმამ, რომელიც სერიოზული ჩანდა. დანარჩენი კლინიკაში გამოჩნდება. შეხვედრის მსვლელობისას ბრაზილიელის წინააღმდეგ მეტოქეებმა ექვსჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. მეექვსედ და ყველაზე მეტად ნეიმარის თანამემამულემ და თანატოლმა, 28 წლის ტიაგო მენდეშმა იუხეშა. მსაჯმა ბენუა ბასტიანმა მენდეშს თავიდან ყვითელი ბარათი ამოუღო,...

ჩანაწერი

ტიერი ანრიმ ტელევიზორი გამორთო

„არსენალმა” „ბარნლისთან” შინ, „ემირეითზე”, 0:1 წააგო, პატრის ევრამ კი მოყვა ისტორია, თუ როგორც გამორთო ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ტელევიზორი, როდესაც დაინახა, რომ მის სათაყვანებელ „მეთოფეებს” გრანიტ ჯაკა კაპიტნობდა. ჯაკაზე სიტყვა იმიტომ ჩამოვარდა, რომ „ბარნლისთან” შეხვედრაში, ის მოედნიდან გააგდეს. შვეიცარიის ნაკრებში მოთამაშე ალბანელმა თავიდან დუაიტ მაკნილთან ორთაბრძოლისას ჩვეულებრივი ყვითელი მიიღო, შემდეგ კი ეშლი ვესტვუდს ყელში სწვდა, რის...

ჩანაწერი

ლმპარდისთვის ჩემპიონობა ადრეა

წუხელ ლონდონის „ჩელსის“ ცხრა მატჩიანი წაუგებელი სერია „ევერტონმა“ შეწყვიტა. მატჩის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ ადრეა. „სეზონი გრძელია. თუ ხალხი თვლის, რომ ჩვენ ამ სეზონში ჩემპიონობის ღირსნი ვარ, რადგან საუკეთესო შემადგენლობა გვყავს, ეს სასაცილოა. როდესაც შემადგენლობებზე დაიწყებთ საუბარს, ჯერ გადახედეთ იმ გუნდებს, რომლებმაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე...

ჩანაწერი

ქართველების პრეზიდენტი სიტყვის კაცია

ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე. ჩვენებურები ევროპის ლიგის ფლეი ოფში გავიდნენ. ეს არ სჯეროდა კლუბის პრეზიდენტ დიტმარ ლიგლერს და საკუთარი ფეხბურთელებისადმი უნდობლობა თავის გადაპარსვად დაუჯდა. პრეზიდენტმა ფეხბურთელებთან დადო სანაძლეო, რომ თუ გუნდი ფლეი ოფში გავიდოდა, თავს გადაიპარსავდა – კლუბის მეპატრონემ სიტყვა შეასრულა და ეს ყველაფერი გასახდელში, ფეხბურთელების თვალწინ...

ჩანაწერი

მოდრიჩი და კროოსი

„რეალმა” მადრიდული დერბი მოიგო — 2:0. წაგების მიუხედავად „ატლეტიკო” 26 ქულით პირველ ადგილზე დარჩა. თან, დიეგო სიმეონეს გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ „რეალი” 23 ქულით მესამეზე გადავიდა და ის პოზიცია დაიკავა, საიდანაც მწვერვალის დასალაშქრად ბრძოლა უფრო მოხერხებულია. „ლოს ბლანკოსის” გახარებულმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო. ფრანგისთვის ეს იყო ჩინებული კვირის ბოლო...

ჩანაწერი

სულშერისთვის საუკეთესო თამაში

„მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდის მიერ, ცოტა არ იყოს ერთფეროვან მანჩესტერულ დერბიში, ნაჩვენები ფეხბურთი იყო საუკეთესო — ასე, „სიტისთან”, რაც მე მწვრთნელი ვარ, არ გვითამაშიაო. შეხვედრა დასრულდა 0:0. სულშერის ნათქვამი ერთი შეხედვით უცნაურია, რადგან გასულ სეზონში მისმა გუნდმა „ხმაურიანი მეზობლები” სამჯერ(!) დაამარცხა. ნორვეგიელი გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც პეპ გვარდიოლას ერთ...

ჩანაწერი

რა ძალა გადგათ, ქალბატონო თინა?

ხელისუფლება სპორტზე და ეგეთ სისულელეებზე უაზროდ დიდ ფულს ხარჯავს და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებსო, – ასეთი გახლდათ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადების პათოსი. სიტყვა „სპორტი“ და ეს გვარ-სახელი აქამდე ერთ წინადადებაში არ შეგვხვედრია და ამადაც გაგვიკვირდა. რას ერჩის ქალბატონი თინა სპორტს? აკი, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო? ჩვენ ხომ არ გასწავლით, როგორ იყოთ...

ჩანაწერი

ჩეხი თავისუფლებას ითხოვს

სახელოვანი ჩეხი მეკარე „ლიდსი“ – „ვესტ ჰემის“ მატჩს გამოეხმაურა. უკვე პირველ წუთებზე სტუმართა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ მეტოქე წააქცია და პენალტი დაინიშნა. დარტყმა მატეუშ კლიხმა ითავა. მეკარემ ივარგა და თამაში გაგრძელდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ შეაჩერა – ფაბიანსკი კარის ხაზს დარტყმამდე გასცდაო. მოგეხსებათ, პენალტისას მეკარეს ერთი ფეხი მაინც უნდა ედგას კარის ხაზზე. არბიტრმა მაიკლ ოლივერმა ეპიზოდი ნახა და...