წელი: 2020

Home 2020
ჩანაწერი

იაგრის ყვანჯი ისევ სრიალებს

არიან ათლეტები, რომელთა სახელები სპორტის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან. ამის ნათელი მაგალითია ჩეხი ჰოკეისტი იარომირ იაგრი, ვინაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჯერ კიდევ 1998 წელს, ნაგანოში მოასწრო. ჩეხებმა მაშინ ფინალში რუსებს მოგებს – 1:0. საერთოდ, იაგრიზე ბევრი და დიდხანს შეგვიძლია ვისაუბროთ. ოლიმპური ოქროს მედლის გარდა, იაგრის სანაკრებო დონეზე ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონობა და ამდენჯერვე „სტენლის თასი“ „პიტსბურგ...

ჩანაწერი

რონალდუს მეოთხე, მესის მეხუთე

Forbes-მა 2020 წელი შეაჯამა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ტოპ 5-ში მესამე ადგილზე მოხვდა ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (106,3 მილიონი დოლარი წელიწადში), მეოთხე ადგილზე გავიდა ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი კრიშტიანუ რონალდუ (105 მილიონი), ხოლო მეხუთეზე „ბარსელონას“ არგენტინელი კაპიტანი ლეო მესი (104 მილიონი). ათეულში შევიდა კიდევ ორი სპორტსმენი: პსჟ ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი (მეშვიდე ადგილი,...

ჩანაწერი

72 წლის შემდეგ

იტალიის სერია А-ს მე-12 ტურში „მილანი“ სტუმრად „ჯენოას“ (2:2) დაუზავდა და ლიდერობა შეუნარჩუნა. „როსონერის“ ქულა პიერ კალულუ კიატენგვამ გადაურჩინა, ვინაც 83-ე წუთზე შეაგდო. „მილანმა“ ამ გოლით 72-წლიანი რეკორდი დაამხო. სერია А-ში მილანურმა კლუბმა ზედიზედ 14 მატჩში გაიტანა ორი და მეტი გოლი. ბოლოს მსგავსი რამ „ტორინოს“ გაუკეთებია – 1948 წელს ტურინულმა კლუბმა ორი და მეტი ბურთი...

ჩანაწერი

ლევანდოვსკიმ ვოლფსბურგს მოუგო. დღეს რონალდუს და მესისაც მოუგებს?

„ბაიერნმა” 2:1 მოუგო „ვოლფსბურგს” და ეს შეხვედრა უპირველეს ყოვლისა იმით იყო საინტერესო, რომ ჰანსი ფლიკმა ვინც კი შემტევი ჰყავდა, ყველა მოედანზე გაიყვანა. ერთად იყვნენ მიულერი, კომანი, გნაბრი, სანე და, რასაკვირველია, რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ორივე გოლი გაიტანა. გასაკვირი კი ის იყო, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს — მაქსიმილიან ფილიპმა მე-5 წუთზევე შეაგდო „რეკორდმაისტერის” კარში. ფილიპს ბუნდესლიგაში გატანილი...

ჩანაწერი

მოურინიუ: დღეს უკეთესი დამარცხდა

„ტოტენჰემმა” „ენფილდზე” „ლივერპულთან” 1:2 წააგო და ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპს უთხრა, დღეს უფრო ძლიერი გუნდი დამარცხდაო. თამაშის ბედი 90-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც 1:1-ზე რობერტო ფირმინომ თავური დარტყმით მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო და ცხრილში ლიდერი შეცვალა — ახლა 28 ქულით პირველ ადგილზე „ლივერპულია”, „სფურზი” კი 25 ქულით მეორეზე ჩავიდა. შემდეგ, 24 ქულით, „საუთჰემპტონი” და „ლესტერი” მოდიან....

ჩანაწერი

ბილიჩს სიტისთან ფრე არ აპატიეს

ასეც ხდება – „ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა. გასაკვირი ის არის, რომ სლავენ ბილიჩი „მანჩესტერ სიტისთან“ სტუმრად ფრედ (1:1) ნათამაშები მატჩის შემდეგ დაითხოვეს. ხორვატ სპეციალისტთან ერთად გუნდი დატოვა მისმა სამმა თანაშემწემ. აღსანიშნავია, რომ კლუბის განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში არანაირი განცხადება არ გაკეთდება. „მადლობას ვუხდით სლავენსა და მის სამწვრთნელო შტაბს მათი გაწეული მუშაობისთვის...

ჩანაწერი

მშიერი ბიჭის 228 მილიონი

იანის ადეტოკუმბო 2021 წელს NBA-ის ყველაზე სასურველი თავისუფალი აგენტი იყო. „მაიამი“, „დალასი“, „ტორონტო“ და „ლეიკერსიც“ კი მსუყე შეთავაზებებს ამზადებდნენ და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მთავარი პრეტენდენტი მაინც იანისის დღევანდელი კლუბი „მილუოკი“ იყო, რომელსაც 1,5-ჯერ მეტის შეთავაზების უფლება ჰქონდა. ხუთწლიან კონტრაქტში 228 მილიონი მშობლიური კლუბიდან ან 145 მილიონი და ახალი გარემო. როგორ ფიქრობთ, რას აირჩევდა იანისი? ბერძენმა...

ჩანაწერი

ტორპედო და სამგურალი თითქმის ელიტაში

ქართული ფლეი ოფის პირველი მატჩები სტუმართა გამარჯვებებით დასრულდა. მოგეხსენებათ, საქმე ელიტაში დარჩენას ეხება. ეროვნული ლიგის მერვეადგილოსანმა „ტორპედომ“ ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „გაგრას“ მოუგო ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ (0:2). ლიგა 2-ის ვიცე ჩემპიონმა „სამგურალმა“ კი, რომელიც მხოლოდ ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ „შუქურას,“ იმავე ანგარიშით ელიგის ბოლოსწინა გუნდ „ჩიხურას“ სძლია „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე. საინტერესო დამთხვევა – ორივე გამარჯვებულმა მეორე...

ჩანაწერი

საქართველო-რუსეთი: ახლა თებერვალიო

გასაკვირი იქნება, თუ ეს მატჩი ოდესმე შედგება. ჯერ იყო და, მას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ბორჯღალოსნებისთვის, რადგან მარტში ქართველები რუსებს უკვე ევროპის ჩემპიონების რანგში ხვდებოდნენ. მაგრამ ის თამაში მატჩის წინა დღისთვის გადაიდო… მერე გადაწყდა, რომ თამაში შემოდგომის ტესტების პერიოდში გაიმართებოდა – 1 ნოემბერს, მაგრამ ბოლო მომენტში „რაგბი ევროპის“ მამებმა ეს მატჩიც გადადეს. ამ შემთხვევაში ხსენებულ...

ჩანაწერი

ზიდანი: ის ყველა დროის საუკეთესო ფრანგი თავდამსხმელია

ქარიმ ბენზემამ მე-13 წუთიდან ათი კაცით დარჩენილ „ბილბაოს” ორი გოლი გაუტანა და გადამწყვეტი როლი ითამაშა „რეალის” გამარჯვებაში — 3:1. ახლა მადრიდელებს 26 ქულა აქვთ და ლიდერების, „სოსიედადისა” და „ატლეტიკოს” ტოლად არიან, თუმცა „ატლეტიკოს” ორი მატჩი მარაგში აქვს. „რეალმა” მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, თუმც, როგორც მოგახსენეთ, თავიდანვე რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა — 34 წლის რაულ გარსიამ 13...