ლაშა შტანგასთან წყნარი სახით მიდის, გულში და გვერდებზე მჯიღებს არ იბათქუნებს, მოტივაციის ასამაღლებლად ფსიქოლოგები და ქოუჩ-მოტივატორები არ სჭირდება, მისი სიმხნევის მთავარი გარანტი შტანგასთან მისვლამდე რამდენჯერმე გადაწერილი პირჯვარია და ცხადია, გუნდი გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით. გუნდი, რომელმაც კარგად იცის რომელ წუთს რა უნდა გაკეთდეს, რომ ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დააღებინოს პირი. დანარჩენი იხილეთ 28 დეკემბრის საიუბილეო-საკოლექციო...
წელი: 2020
თურმე კრიზისი გრძელდება
„დორტმუნდმა” „იუნიონ ბერლინთან” 1:2 წააგო და საჩემპიონო ბრძოლისთვის პოზიცია გაიუარესა. თუ კვირას „ვოლფსბურგი” „შტუტგარტს” მოუგებს, ედინ ტერზიჩის გუნდი საახალწლოდ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილზეც კი არ იქნება. ეს გახლდათ დორტმუნდელთა მეორე თამაში მას მერე, რაც ლუსიენ ფავრი ახალგაზრდა და გამოუცდელმა მწვრთნელმა, ტერზიჩმა შეცვალა. პირველი თამაში „შვარცგელბენმა” ანუ შავ-ყვითლებმა ბრემენში „ვერდერს” 2:1 მოუგეს და გერმანულ პრესაში დაიწერა,...
მონაცემები საკმარისი არ არის
„ბარსელონაში” ორი თანატოლი თამაშობს — 21 წლის, ურუგვაელი რონალდ არაუხო და კატალონიელი რიკი პუჩი. მათ შესახებ, აზრი ჰკითხეს „ბლაუგრანას” თავკაცს რონალდ კუმანს. პუჩი მიმდინარე სეზონში არაუხოზე იშვიათად, აქა-იქ თუ გამოჩნდება ხოლმე დიდ „ბარსაში”, მაშინ როდესაც მასზე, როგორც გამორჩეული ნიჭისა და უნარების ფეხბურთელზე ბევრს ლაპარაკობენ. კუმანს ჰკითხეს, რატომ აძლევს არაუხოს მთავარ გუნდში თამაშის შანსს, პუჩს კი...
მსუყე წინადადება
ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” 2021 წლის დასაწყისში მარკუს რეშფორდთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. მიზანი: კლუბს სურს 23 წლის თავდამსხმელი დიდი ხნით დატოვოს „ოლდ ტრეფორდზე”. ჩნდება კითხვა: როდის ეწურება რეშფორდს ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადა? 2023 წელს. პლუს, მასში ჩაწერილია პუნქტი, რომლის თანახმადაც მხარეებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ თანამშრომლობა კიდევ 12 თვით გაახანგრძლივონ. ერთი შეხედვით, თითქოს, საჩქარო არაფერია, მაგრამ...
ჩხეტიანს დილა ელის
მოკლედ, ასეთი ამბებია: თბილისის „დინამო“ ჩისკო მუნიოსმა დატოვა და მის ნაცვლად გიორგი ნემსაძის დანიშვნაზე ალაპარაკდნენ. შედეგად, გორის „დილა“ უმწვრთნელოდ რჩება. ჰოდა, თავის მხრივ, გორელებიც საქმეს შეუდგნენ. „დილასთვის“ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი კახა ჩხეტიანია, რომელიც ამჟამად უმუშევარია და გორელებმაც მასთან აქტიური მოლაპარაკებები წამოიწყეს. მწვრთნელმა, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ჩხეტიანი ახალგაზრდა მწვრთნელია, მისი ტიტულების ნუსხა კი, რომელიც...
რა საოცრად წავიდა…
ფარერულ „კლაკსვიკთან“ 1:6 წაგების შემდეგ „დინამოს“ ხელმძღვანელობა ჩისკო მუნიოსს მაინც ენდობოდა და მასთან თანამშრომლობას 3-4 წლით აპირებდა. ამას ღიად აცხადებდა კიდეც. თუმცა, ესპანელი გუნდიდან მაინც წავიდა და წავიდა ისევ ჩემპიონად. ჩისკო, ალბათ, ერთადერთი მწვრთნელია მსოფლიოში, რომელიც ზედიზედ ორჯერ გაჩემპიონების შემდეგ ორჯერ წავიდა გუნდიდან. ჩისკო „დინამოს“ წინა სეზონში წვრთნიდა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩისკო...
რონალდუმ მესი ჩაწერა, მესიმ რონალდუ – არა
ფიფას 2020 წლის საუკეთესოთა დაჯილდოების თემა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ცხადია, ყველას აინტერესებს ვინ ვის მისცა ხმა და უპირველეს ყოვლისა, თვალი ეპოქის უდიდესი ფეხბურთელების, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შევსებული ბიულეტენებისკენ გაურბის. მესიმ რონალდუ სამ საუკეთესოში საერთოდ არ ჩაწერა, ხოლო გამარჯვებულ რობერტ ლევანდოვსკის მესამე ადგილი მიაკუთვნა. არგენტინის ნაკრების კაპიტნის ვერსიით, 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ...
ზიდანი – არა, ლოპეტეგი – კი
„მარკა” წერს, რომ ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოების დეტალებში ჩახედვა ხანდახან ადამიანთა შორის ურთიერთობის საინტერესო დეტალებს ხდის ფარდას. ამ თვალსაზრისით, სახალისოა იმის გადახედვა, თუ ვინ ვის მისცა ხმა. ნომინაციაში წლის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელები, როგორც წესი, წარმატებულთა გარდა ხმას თავიანთ მოქმედ მწვრთნელს ან იმ სპეციალისტს აძლევენ, რომელიც მათ კარგად მოპყრობია. უელსის ნაკრების კაპიტანმა და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა...
ფიფამ ლევანდოვკის მიუნხენში ჩააკითხა
FIFA-მ ონლაინ-რეჟიმში წლის საუკეთესოები დაასახელა და ლაურეატები მწვრთნელების, კაპიტნებისა, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად აარჩია. საქართველოდან მონაწილეობა „სარბიელმა“ მიიღო, რომელმაც ტრადიციულად, საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის არჩევის უფლება ჰქონდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც პრიზისთვის ბრძოლა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსა და „ბარსელონას“ კაპიტან ლეო მესის მოუგო. აღსანიშნავია, რომ...
რუსეთი ჰიმნის და დროში გარეშე
ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო დაეთანხმა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას და რუსეთს დისკვალიფიკაცია გამოუწერა. თავდაპირველად დისკვალიფიკაცია ოთხ წელზე იყო გათვლილი, მაგრამ სასჯელი ორი წლით შემცირდა და ძალაში 2024 წლის 16 დეკემბრამდეა. რუს სპორტსმენებს ეკრძალებათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში თავიანთი ქვეყნის სახელით და რუსული დროშის გამოყენებით ასპარეზობა. სანქციები ეხება ასევე რუსეთში დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას. თუმცა, არა ევროპული...




