„მარკა” წერს, რომ ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოების დეტალებში ჩახედვა ხანდახან ადამიანთა შორის ურთიერთობის საინტერესო დეტალებს ხდის ფარდას. ამ თვალსაზრისით, სახალისოა იმის გადახედვა, თუ ვინ ვის მისცა ხმა.
ნომინაციაში წლის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელები, როგორც წესი, წარმატებულთა გარდა ხმას თავიანთ მოქმედ მწვრთნელს ან იმ სპეციალისტს აძლევენ, რომელიც მათ კარგად მოპყრობია.
უელსის ნაკრების კაპიტანმა და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა თავის ბიულეტენში ყოფილი თავკაცი ზინედინ ზიდანი არ ჩაწერა. მისი სამეული ასეთი გახლდათ: ჰანსი ფლიკი, იურგენ კლოპი და ხულენ ლოპეტეგი.
შეგახსენებთ, რომ ბეილი 2013 წლიდან „რეალში” თამაშობდა და ფრანგ მწვრთნელთან, რომელმაც „თეთრები” 2016 წლიდან ჩაიბარა, ტკბილ-მწარე ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც ბოლოს აშკარა კონფლიქტში გადაიზარდა.
„რეალის” მოქმედმა მოთამაშეებმა, ლუკა მოდრიჩმა, სეხიო რამოსმა და ედენ აზარმა, ზიდანი თავიანთ რჩეულ მწვრთნელთა სამეულებში ჩაწერეს. აზარმა და რამოსმა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას პირველი ადგილი მიაკუთვნეს, მოდრიჩმა კი ფლიკის შემდეგ, მეორეზე გაიყვანა.
რამოსს და ბეილს შორის საერთო ის იყო, რომ თავის ყოფილ მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგის „რეალის” კაპიტანმაც მესამე ადგილი მისცა.
და რაკიღა ლოპეტეგი უკვე ორჯერ ვახსენეთ, მოდი, ვნახოთ რომელ ფეხბურთელებს მისცა ხმა თავად „სევილიას” თავკაცმა. 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მისი სამეული ასეთი გახლდათ: კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი და ლიონელ მესი.
საუკეთესოდ აღიარებულმა ლევანდოვსკიმ მწვრთნელთა შორის პირველ ადგილზე თავისი თავკაცი, „ბაიერნის” შეფი ჰანსი ფლიკი ჩაწერა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
სიახლეები26/08/2026 | 09:50ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!