შეხვედრა სულ 6,2 წამის დაწყებული იყო და ანგარიში უკვე გაიხსნა. ეს „მილანმა“ მოახერხა, რომელიც მიმდინარე სეზონში განაგრძობს ქომაგთა და მეტოქეთა გაოცებას. „სასუოლოსთან“ გასვლით შეხვედრაში მილანელებმა ბურთი გაითამაშეს და ჩალხანოღლუმ გეზი მეტოქის კარისკენ აიღო. ჰაკანმა დროულად შენიშნა პორტუგალიელი ლეაუს მანევრი და გამჭოლი პასით მეკარეს პირისპირ შეატოვა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო – 0:1. 6,2 წამი სერია A-ს...
წელი: 2020
მერე ფეხბურთელებს ბრალდება
„რეალმა” ეიბარში 3:1 მოიგო. მადრიდელთა უპირატესობა უეჭველი იყო. ანგარიში მე-6 წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა, მე-13 წუთზე კი ლუკა მოდრიჩმა მეორეც მიაყოლა. 28-ე წუთზე კიკემ ულამაზესი დარტყმით შეამცირა სხვაობა, 90+2 წუთზე კი ლუკას ვასკესმა სტუმრების მესამე გოლით შეხვედრას წერტილი დაუსვა. და მაინც, ამ მატჩში იყო საკამათო ეპიზოდი — უნდა დანიშნულიყო თუ არა „რეალის” კარში 82-ე წუთზე...
BBC, ლუის ჰამილტონი, ლივერპული და იურგენ კლოპი
მანჩესტერში, 2020 წლის, BBC-ს საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო სპორტსმენი ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰამილტონი გახდა. F1-ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, ჰამილტონი 2020-ში მიხაელ შუმახერს გაუტოლდა — გახდა რა მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ, ის ჯამში მეშვიდედ დაეუფლა ტიტულს. 35 წლის ვარსკვლავმა კარიერაში 91 გრან-პრი მოიგო და ამ მონაცემითაც გადაასწრო შუმახერს. BBC-ს მთავარ ჯილდოში...
ძალა და ღირსება
ერთი მეგობარი ფეხბურთელისგან მაქვს მოსმენილი, „ამერში“ გადმოსვლამდე, „ამერის“ გლდანის სტადიონზე მოწინააღმდეგის შემადგენლობაში რომ უთამაშია… გვძულდა აქ თამაშიო – გამიმხილა იმ ფეხბურთელმა – ბურთს რომ გავუშვებდით და სტადიონზე „ეს სულ ასე უბერავს“ ჩაირთვებოდა, გაშვებულ ბურთზე მეტი სიმწარე ამ სიმღერის მოსმენა იყოო. ცხადია, მეტოქეთა კარში ბურთებს აბრეზა, რატი, ტატანა და ბიჭები იტანდნენ, მაგრამ გია ნიკოლაძის (რომელიც „ამერის“...
მერანი ვიტ ჯორჯიასთან დარჩა
გაიმართა ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენი ფლეი ოფის საპასუხო მატჩები. ფოთის ტექნიკურ ცენტრში „კოლხეთი 1913“-მა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:0 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 1:1), ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში თბილისელებმა 4:3 გაიმარჯვეს. ამრიგად, გოჩა ერაძის შეგირდებმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. კოლხთათვის თერთმეტმეტრიანები ამ წყვილში დამღუპველი გამოდგა. პირველ მატჩში მათ ორი პენალტი გააცუდეს. ამჯერადაც...
მესი მეფეს დაეწია
„ბარსელონამ“ „ვალენსიას“ ვერ აჯობა – 2:2, მაგრამ მესიმ პელეს რეკორდი გაიმეორა და ცხადია, შედეგის გასაუმჯობესებლად მომავალ ტურშივე შეუტევს. პირველი ტაიმის მე-4 კომპენსირებულ წუთზე ანტუან გრიზმანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მესიმ ცუდად დაარტყა, მაგრამ მეკარისგან უკუგდებულ ბურთზე ისევ მასპინძლებმა იყოჩაღეს და არგენტინელმაც თავურით გაიტანა. ეს არგენტინელის 643-ე გოლი გამოდგა „ბარსელონას“ მაისურით გატანილი. ამ მაჩვენებლით ის ფეხბურთის მეფეს...
ზაზა ნადირაძე პრეზიდენტია
კანოეს ეროვნული ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დავით ქაცარავას ნაცვლად აწი ფედერაციას ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე უხელმძღვანელებს. თანამდებობის მიუხედავად, ნადირაძე აქტიურ სპორტს არ დაშორდება. „დიდი მადლობა თითოეულ დელეგატს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე დიდი მადლობა დავით ქაცარავას იმ რთულად, მაგრამ ამავდროულად წარმატებულად განვლილი 8 წელიწადისთვის. მადლობა თქვენ, თითოეულ ჩემს გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. აქვე ავღნიშნავ რომ ვრჩები აქტიურ სპორტში და...
წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო…
ეროვნული ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ, ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო. სასწაული თუ შეცვლიდა რამეს. სასწაული არ მოხდა და გაისად უმაღლეს ლიგაში „ტორპედო“ და „სამგურალი“ ითამაშებენ. ქუთაისელები თავის „რამაზ შენგელიას“ სტადიონზე გიორგი ფანცულაიას ლამაზი გოლით უგებდნენ „გაგრას“, მაგრამ დამთავრებამდე 15 წუთით ადრე თამაზ მაქაცარიამ გაათანაბრა. საბოლოოდ – 1:1. „ტორპედომ“ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. „გაგრა“ კი გაისად...
მარადონა, როგორც ლენინი?
აუ! ლეგენდარული დიეგო მარადონას სხეული შესაძლოა სამარიდან ამოიღონ და მავზოლეუმში თავის ჯილდოებთან ერთად დაასვენონ. ახლა ამბობენ, 60 წლის არგენტინელი ანდერძში თავისი სხეულის ბალზამირებას ითხოვდაო. კერძოდ, დიეგოს თავისი ვექილისთვის მატიას მორლასთვის წერილობით მიუმართავს, რომ მოვკვდები ისეთივე პატივი მეცით, რუსებმა თავიანთ ბელადს, ვლადიმერ ლენინს რომ სცესო. მოგეხსენებათ, რუსეთის 1917 წლის 25 ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების წინამძღოლის გვამი 1924...
იმ დღეს ჩვენ გავხდით საქართველო!
1994 წლის 12 თებერვალს, ლილეჰამერში, ისტორიაში პირველად, ქართველ სპორტსმენთა გუნდი დამოუკიდებლად გამოვიდა ოლიმპიურ თამაშებზე. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა. მოსკოვს დსთ-ს გაერთიანებული გუნდის შესათითხნადაც აღარ ეყო ძალა. დამთავრდა, იმ დღიდან საქართველო საქართველო იყო! თუკი რომელიმე ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ მედალს მოიგებდა, წარმატებას უკვე მისი და ჩემი სამშობლო მიითვლიდა. დაჯიდლოების ცერემონიალზე მისი და ჩემი სახელმწიფოს დროშას აღმართავენ. მის...




