საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია რომ არ დაშლილიყო, ახლა რომელი ნაკრები უფრო ძლიერი იქნებოდა?- ამ კითხვაზე პასუხი ცნობილ რუს საკალათბურთო ექსპერტსა და კომენტატორ ვლადიმირ გომელსკიმ სთხოვეს. მისი სიტყვა კი ჩვენთვის საინტერესო გამოდგა. გომელსკიმ სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორი ქართველი კალათბურთელი ახსენა – თორნიკე შენგელია და გოთა ბითაძე. „დღევანდელი საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ნაკრებების შესაძლებლობები რომ განმეხილა, ამისთვის...
წელი: 2020
პრემიერლიგამ ნომინანტები ჩამოარიგა
ინგლისის პრემიერლიგამ საკუთარ ვებ-გვერდზე აწ უკვე დასრულებული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატები გამოაქვეყნა. ნომინანტები არიან: ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი, ჯორდან ჰენდერსონი, სადიო მანე (ყველა „ლივერპული“), კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), დენი ინგსი („საუთჰემპტონი“), ნიკ პოუპი („ბარნლი“) და ჯეიმი ვარდი („ლესტერი“). ამათგან ჰენდერსონმა უკვე მოასწრო პრიზის აღება – ლივერპულელი სეზონის საუკეთესოდ ჟურნალისტებმა აღიარეს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს: ალექსანდერ-არნოლდი პრემიერლიგის...
თუკი ულიმ თქვა, ესე იგი მართალია!
„ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, 43 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში ული ჰიონესის მიერ „დორტმუნდის” სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკაზე, „ჩელსიზე” და ჯოშუა კიმიხზე ილაპარაკა. ბავარიელთა საპატიო პრეზიდენტმა, ჰიონესმა, ამასწინათ, ბუნდესლიგაში მისი კლუბის მთავარი კონკურენტი, „დორტმუნდი” გააკრიტიკა, რასაც პასუხი და პასუხის პასუხი მოჰყვა. ამ საკითხზე სალიჰამიჯიჩმა მარტივად თქვა: „თუკი ული ამბობს, ესე იგი მართალია!” რაც შეეხება „ჩელსისთან” ჩემპიონთა...
გარეთ დარჩა ბეილი
როგორც გაირკვა, „რეალის” უელსელ თავდამსხმელ გარეთ ბეილს თავად უთქვამს უარი დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „მანჩესტერ სიტისთან” თამაშზე. გუნდების პირველი შეხვედრა 27 თებერვალს, მადრიდში, „სიტიმ” მოიგო 2:1. ბეილის უარი შესაძლოა პროტესტია იმის გამო, რომ ის, ლა ლიგის ბოლო შვიდ შეხვედრაში, ზინედინ ზიდანმა არ ათამაშა. შეგახსენებთ, რომ „რეალი” ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ესპანური მას-მედია წერს, ზიდანსა და ბეილს შორის...
კრიშტიანუს კოპწიები
„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ახალი, კოპწია იახტა შეიძინა – Azimut Grande. ხუთი შესანიშნავი კაიუტით, ექვსი საარაკო სილამაზის, დეკორატიულად გაწყობილი აბაზანით, ორი ლაუნჯ-ზონით, უზარმაზარი მისაღებით და მსუყე სამზარეულოთი. ძრავი 1900 ცხენის ძალისაა და 93 ტონას იწონის. ეს საოცრება კრიშტიანუმ შარშან იყიდა 5,5 მილიონ გირვანქად. მანამდე ის იჯარით იღებდა იახტას ჩარტერული კომპანიისგან. ახლა კი საკუთარი ჰყავს. ამ...
ჯანო როტორელი
„ტელეფონით გავიგე, რომ ჩემი აყვანა „როტორს“ სურდა. როცა წინადადება მივიღე ვიფიქრე, ავწონ-დავწონე, ჩემი კარიერისთვის როგორ აჯობებდა. სხვა გუნდებიც მეპატიჟებოდნენ, საქართველოდან და თურქეთიდან მქონდა შემოთავაზება, თუმც ოფიციალურად მხოლოდ როტორმა შემომთავაზა სამსახური. როგორც ფეხბურთელი, ფაქტობრივად რუსეთში გავიზარდე . 15 წელიწადია აქ ვარ, აქედან 11 სეზონი მოსკოვის „სპარტაკში“. ახლა ნულიდან ვიწყებ, რადგან განათხოვრებით აღარ ვარ. ვფიქრობ, ტრავმებიც უკან...
მაია და ფატი 700 მილიონად
„ბარსელონამ“ „სან პაულუს“ 19 წლის ტალანტი გუსტავო მაია 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. კლუბმა ნიჭიერ მარცხენა გარემარბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება. გუსტავო მაია თავდაპირველად „ბარსას“ სარეზერვო გუნდში ითამაშებს, სადაც თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის შანსი მიეცემა. „ბლაუგრნას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან ფატი, არაუხო და პუჩი...
ამერიკა დიდი სამეულის გარეშე
ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს ნიუ იორკში დაიწყება. გაირკვა, რომ წლეულს ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი ამერიკაში არ ითამაშებს. „ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშშ-ის ღიაზე არ ვითამაშო. მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა, კოვიდ 19-ის შემთხვევები იზრდება და როგორც ჩანს, ჩვენ მას ჯერაც ვერ ვაკონტროლებთ,“ – თქვა ესპანელმა. 34 წლის ნადალი, სავარაუდოდ,...
ახალი რომა
იტალიურმა „რომამ“ საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს. ყოფილმა მფლობელმა ჯეიმს პალოტამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. „მგლების“ ახალი მეპატრონელი მილიარდერი დენ ფრიდკინი იიქნება. საქმე ოფიციალურად 5 აგვისტოს მოგვარდა. „რომა“ კონტროლის ქვეშ The Friedkin Group-ს გადაეცა და მისი ფასი 591 მილიონი ევროა. პირველი ტრანში 31 აგვისტომდე უნდა გადაირიცხოს. ადრე გავრცელებული ცნობით, პალორა იმავე ფრიდკინზე კლუბის...
ჩვენ ვიცოდით, რომ ფეხბურთი ყველაფერზე მნიშვნელოვანი არ იყო
იკერ კასილიასმა ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად დაასრულა, ჩავი ერნანდესმა კი დიდი ესპანელი მეკარისადმი მიძღვნილ მოწიწების მესიჯებს თავისი დაამატა. კასილიასს და ჩავის ერთად მრავალი რამ გადახდენიათ. კასტილიელი და კატალონიელი ვარსკვლავები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთად გახდნენ მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონები, საკლუბო დონეზე კი ბევრჯერ უკაპიტნიათ „ელ კლასიკოში” დაპირისპირებული „რეალისა” და „ბარსელონასთვის”. ისინი უმაღლესი რანგის შეხვედრებში მეტოქეებიც ყოფილან...









