წელი: 2020

Home 2020
ანდრეა პირლო – იუვეს ახალი მწვრთნელი
ჩანაწერი

ანდრეა პირლო – იუვეს ახალი მწვრთნელი

მაურიციო სარის წასვლის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ყველაზე აქტიურად მაურისიო პოჩეტინო, სიმონე ინძაგი და ზინედინ ზიდანი განიხილებოდნენ. ასევე აქტიურად დაირხა ხმები მაქს ალეგრისთან დაკავშირებით. მხოლოდ აქა-იქ თუ წავიკითხავდით ანდრეა პირლოზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ „იუვეს“ 23 წლამდე გუნდის თავკაცად დაინიშნა და… „იუვემ“ რისკიანი ნაბიჯი გადადგა – 41 წლის პირლო, ვინაც ახლახანს აიღო...

იუვე და სარი
ჩანაწერი

იუვე და სარი

ეგ არი. ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი გაუშვა. რას ერჩოდნენ? მარტო ანდრეა ანიელიმ იცის. შარშან, სარის როცა ეძახდნენ, რევოლუცია მოსთხოვეს და პირველად ამ საუკუნეში „იუვემ“ შემტევი ფეხბურთი დაიწყო. რა ექნა ამ კაცს? რევოლუციები ერთ წელიწადში ვერ ხდება. კლოპს რამდენი წელი დასჭირდა? პეპმა პირველ წელს რა ჰქნა? სარის აშკარად გადაბერებული შემადგენლობა დაახვედრეს და კიდევ ორი კაცი –...

დინამოს სავარაუდო მეტოქეები
ჩანაწერი

დინამოს სავარაუდო მეტოქეები

დღეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა, სადაც უნდა გაირკვეს თბილისის დინამოს მეტოქე. როგორც უკვე იცით, ქართული გუნდი განთესილია. უეფამ უკვე გამოაქვეყნა სავარაუდო ოთხი მეტოქე, რომელთაგან ერთ-ერთს შეხვდება დინამო. ესენი არიან: ბელარუსული ბრესტის „დინამო“, ლატვიური „რიგა“, ალბანური „ტირანა“ და მაკედონიური „სილეკსი“ ცხადია, ჩემპიონთა ლიგაზე დაბალი საფეხბურთო დონის ქვეყნებიდან ყველა გუნდი ჩემპიონია, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით „სილეკსზე“,...

კოვიდ-ფასდაკლება არ იქნება
ჩანაწერი

კოვიდ-ფასდაკლება არ იქნება

„ლევერკუზენის” დირექტორი, წარსულში საუცხოო გერმანელი თავდამსხმელი რუდი ფიოლერი მიიჩნევს, რომ მის კლუბს, 21 წლის კაი ჰავერცის დონის ფეხბურთელი ათწლეულებია არ ჰყოლია. ფიოლერმა იტალიურ „გაძეტა დელო სპორტს” უთხრა: „აქ, ლევერკუზენში, ჩემს ხელში უკვე თაობებმა გაიარეს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის ასეთი არავინ ყოფილა. ჩვენთან თამაშობდნენ ემერსონი, ბალაკი, ზე რობერტო და კროოსი, მაგრამ ჰავერცი მათ სჯობია”. ფიოლერმა...

მეოთხედფინალი — მას მერე, რაც მესი 19 წლის იყო
ჩანაწერი

მეოთხედფინალი — მას მერე, რაც მესი 19 წლის იყო

„ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის კორონიანი სეზონის მეოთხედფინალშია. მან მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში იოლად სძლია „ნაპოლის” 3:1 და ორი მატჩის ჯამში 4:2 მოიგო. „ბლაუგრანას” მომდევნო მეტოქე იქნება „ბაიერნი”, რომელმაც ამ ეტაპზე „ჩელსის” მოუღო ბოლო — პირველ მატჩში მოგებულ 3:0-ს შინ 4:1 დაამატა. „ბარსელონა” და „ბაიერნი” ერთმანეთს შემდეგ პარასკევს, ლისაბონში დაუპირისპირდებიან. ეს უკვე იქნება სახეშეცვლილი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა. ამიერიდან...

ნამუსის ზღVARი გაწყვეტილია
ჩანაწერი

ნამუსის ზღVARი გაწყვეტილია

5-თვიანი პაუზის შემდეგ მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა განახლდა. თუმცა, ვაი ამ განახლებას. ჯერ ერთი, მაყურებლების გარეშე რომ ასეთ მატჩებს ხიბლი არ აქვს და მეორეც – VAR-ი რატომ შემოიღეს, გაურკვეველია. მაყურებლებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ ვიდეორეფერიზე გადავალთ, რომლის საქმიანობა გაურკვეველი რჩება. ის, რაც „იუვენტუსი“-„ლიონის“ მატჩში მოხდა, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. დაინიშნა ორი უსაფუძვლო პენალტი და...

ბოდიში ფრანგულად
ჩანაწერი

ბოდიში ფრანგულად

მადრიდის „რეალის“ ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი განახლებული ჩემპიონთა ლიგის პირველი დღის ანტიგმირი გახდა. მან „მანჩესტერ სიტისთან“ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და აქედან ორი საბედისწერო გამოდგა. რაფაელ ვარანმა ნამატცევს კი მოიბოდიშა, მაგრამ მისი „რეალი“ უკვე ჩემპიონთა ლიგის მიღმაა: „რეალმა“ ჩემს გამო წააგო. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. კარგად მოვემზადეთ, თუმცა ჩემმა შეცდომებმა ყველაფერი წყალში ჩაყარა. თანაგუნდელები შემეცოდნენ“, –...

ცივი და ცხელი გონებით
ჩანაწერი

ცივი და ცხელი გონებით

რაც არის არის, როგორც პარლამენტში იტყვიან, ცივი გონებით ვილაპარაკოთ. ჯერ ეს ერთი, რომ ცხელი გონებით არაერთხელ გამოგვითქვამს ტკბილი სიტყვები და ამას არანაირი სარგებელი არა ჰქონია და მეორეც – ასეთ შემთხვვაში ცივი გონება სჯობს. სულ დანომრილად მოგახსენებთ ყველაფერს: რა მომეწონა ძალიან მომეწონა ის ამბავი, რომ ალექსანდრე იაშვილი ალბათ მალე წავა საზღვარგარეთ და ამ ჭაობს მოწყდება. ძალიან...

შენგელია კორონა ზონაში
ჩანაწერი

შენგელია კორონა ზონაში

მოსკოვის ცსკა-მ, რომელთანაც ცოტა ხნის წინ თორნიკე შენგელიამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მთავარი მწვრთნელი დაკარგა. ბერძენი დიმიტრის იტუდისი კორონავირუსით დაინფიცირდა და გუნდი პირველ წინასასეზონო შეკრებას მის გარეშე ჩაატარებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. იტუდისი უკვე 6 წელია, რაც რუსებს წვრთნის.

ყველა სახლში წასულიყო…
ჩანაწერი

ყველა სახლში წასულიყო…

ორი ათეული წლის განმავლობაში, როცა „სარბიელი“ ბეჭდური ფორმით გამოდიოდა, ერთადერთხელ მოხდა, რომ დილას მკითხველს გაზეთი დახლზე არ დახვდა… არადა, ბევრჯერ ვიდექით ნომრის ჩავარდნის ზღვარზე შუქის თუ გაზეთის დასაბეჭდი ქაღალდის არქონის გამო. გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუმცა გამოსავალს ყოველთვის რაღაცნაირად ვპოულობდით და ახლა, ამაზე სიტყვის გაგრძელება არ ღირს. იმ დროზე გიყვებით,...