მომავალ კვირაში აიაქსელი დონი ვან დე ბეკი მანჩესტერში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „იუნაიტედთან“ კონტრაქტს გააფორმებს. მოარული ხმები ვან დე ბეკს რონალდ კუმანთან და „ბარსელონასთან“ კი აკავშირებდა, მაგრამ 23 წლის ნახევარმცველმა „მანჩესტერის“ ვარიანტი თანაგუნდელებს პირადად გაუმხილა. ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 50-60 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
წელი: 2020
რობერტი და ფლიკი
გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესოები დაასახელა. გამოკითხვა ტრადიციულად ავტორიტეტული „კიკერის“ ორგანიზებით ჩატარდა. რა გასაკვირია, რომ წლის საუკეთესოს ტიტული უდიდესი უპირატესობით რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა. „ბაიერნის“ ფორვარდმა წინა სეზონში ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში 34 გოლი მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაში კი 15 გოლის გასატანად 7 მატჩი ეყო. „ბაიერნმა“ სეზონი სამი ტიტულით დაასრულა – ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და ჩემპიონთა ლიგა....
მესიმ ტესტიც იუარა
აქამდე გავრცელებული ხმები, რომ ლეო მესის „ბარსელონას“ დატოვებდა, შოკისმომგვრელი იყო კლუბის გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ვარსკვალის კლუბში დარჩენის მცირე იმედს მაინც იტოვებდნენ. თუმცა, დღეს არგენიტინელი ფეხბურთელი კორონავირუსის ტესტირებაზე არ გამოცხადდა, რითაც ქომაგი კიდევ უფრო პესიმისტურად განაწყო. „ბარსელონას“ კაპიტანს შემოწმება უნდა გაევლო, მაგრამ ამაოდ ელოდნენ… გავრცელდა ცნობა, რომ მესიმ „ბარსელონას“ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, სადაც არგენტინელი გარკვევით ამბობს, რომ...
ნოლემ ნიუ იორკში მოიწყინა
სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი US OPEN-ის წინ მშვენიერ ხასიათზე დადგა. ნოლემ ცინცინატის მასტერსი კორონავირუსის გამო ნიუ იორკში გადატანილი АТР-ს 1000-იანი ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ მატჩში სერბმა კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა – 1:6, 6:3, 6:4. როგორც ხედავთ, პირველი სეტი ჯოკოვიჩმა უშანსოდ წააგო, მაგრამ, შემდეგ საკუთარი თამაში მოახვია მეტოქეს და… „პირველ სეტში მილოში შესანიშნავი იყო. თავადაც რამდენიმე ორმაგი...
ლივერპულური გამბიტი
დიდი შანსია, ინგლისური პრემიერლიგის წლევანდელი ტრიუმფატორი ჟორჟინიო ვეინალდუმს შეელიოს. ფეხბურთელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება, გაგრძელებასთან დაკავშირებით კი გარკვეული პრობლემები შეიქმნა. იმავდროულად აღმოჩნდა, რომ ვეინალდუმი „ბარსელონაში“ ახლახანს დანიშნული რონალდ კუმანის ნომერ პირველი სამიზნეა. მათ ნიდერლანდების ნაკრებში თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. ბუნებრივია, „ლივერპულს“ უჯობს ვეინალდუმი წლეულს სარფიანად გაყიდოს, ვიდრე ერთი წლის შემდეგ თავისუფალ აგენტად გაუშვას. თუ...
ოცნებასთან ერთ ნაბიჯში…
იაპონიის რაგბის კავშირის თავკაცებმა ევროპაში „მამაცი საკურების“ გაგზავნაზე უარი საბოლოოდ თქვეს. ეს მოსალოდნელიც იყო: ჯერ ერთი, ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო იაპონიაში ჩასვლას ეროვნული გუნდის დამრიგებელი ჯეიმი ჯოზეფი ვერ ახერხებს; მეორე მიზეზი კი ისაა, რომ იაპონიაშივე გამართული მსოფლიო თასის მეოთხედფინალში წაგების მერე ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებს არათუ აღარ უთამაშია, აღარ შეკრებილა და ახლო მომავალში ამის...
რომანი და ძეხვი
ნუ დავიწყებთ შეჯიბრს, ვის რამხელა სტაჟი გვაქვს და აქვე შევთანხმდეთ: ჩვენთვის ფეხბურთის სიყვარული თბილისის „დინამოთი“ დაიწყო. ეს მხოლოდ გუნდი კი არა, ჩვენი ეროვნული იდენტიფიცირების საშუალებაც იყო. ჰოდა, ისე მოხდა, სწორედ ამავე გუნდმა ბოლო წლებში ყველაზე ბევრჯერ მაწყენინა და გული დამწყვიტა. ფეხბურთელებმა კი არა, ექიმებმა კი არა, მასაჟისტებმა კი არა – მენეჯმენტმა… მთავარი კაცი მენეჯმენტში (ქართული...
პრემიერლიგას მესიღა აკლდა
იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თუ „მანჩესტერ სიტი” ლეო მესის იყიდის, „ლივერპულის” შანსი შეინარჩუნოს ჩემპიონის ტიტული ძალიან შემცირდება. როგორც ინგლისური პრესა წერს, „სიტი” ახლოსაა არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირებასთან, რაც მას კვირაში 1,4 მილიონი გირვანქა დაუჯდება. ამ თანხაში შედის ხელფასი, საკონტრაქტო თანხა, ბონუსები და სარეკლამო უფლებები. კლოპი: „მესი „მანჩესტერ სიტის” გააძლიერებს და ამ ისედაც ძნელად დასამარცხებელ გუნდს კიდევ...
როგორ მოვედით აქამდე
ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა წუხელ სამში ერთი მოიგო. „საბურთალოს“ და „ბათუმის“ დამარცხების დეტალებს აქ არ გავარჩევ, არც „ლოკომოტივის“ გამარჯვების ფორმულაზე გავაგრძლებ სიტყვას, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლას, ცხადია, გულითადად ვულოცავ. სხვა რამის თქმა მსურს. სამი კვირის წინ, როდესაც წილისყრის შედეგებზე დავწერეთ, წერილში ორი ასეთი ფრაზა გვქონდა: შემდეგ ეტაპზე გასვლა სამივეს გაუჭირდება და არც ერთ ქართულ გუნდს წილისყრაში...
ბასილაშვილი მილმენით იწყებს
US OPEN ნიუ იორკში 31 აგვისტოს დაიწყება. ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 ნომრად არის განთესილი. მეტოქეც ცნობილია – მსოფლიოს 43-ე ჩოგანი ავსტრალიელი ჯონ მილმენი. ურთიერთშეხვედრების ისტორია სამ მატჩს მოიცავს. წინ ბასილაშვილია – 2:1. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ორივემ ცინცინატის „მასტერსზე“ ითამაშა: ბასილაშვილი პირველი წრეში დამარცხდა კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან, ხოლო მილმენმა ჯერ ფრანგი ადრიან მანარინო დაამარცხა, მაგრამ მეორე...









