გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესოები დაასახელა.გამოკითხვა ტრადიციულად ავტორიტეტული „კიკერის“ ორგანიზებით ჩატარდა.
რა გასაკვირია, რომ წლის საუკეთესოს ტიტული უდიდესი უპირატესობით რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა. „ბაიერნის“ ფორვარდმა წინა სეზონში ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში 34 გოლი მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაში კი 15 გოლის გასატანად 7 მატჩი ეყო.
„ბაიერნმა“ სეზონი სამი ტიტულით დაასრულა – ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და ჩემპიონთა ლიგა. რობერტ ლევანდოვსკის 525-დან 276-მა ჟურნალისტმა არგუნა პირველი ადგილი. მეორე ტომას მიულერი იყო (54 ხმა), მესამე კი იოზუა კიმიხი (49).
მწვრთნელთა შორის საუკეთესოც მიუნხენელი გახდა. ჰანსი ფლიკს 223 ხმა ერგო, „ლივერპულის“ გერმანელ თავკაც იურგენ კლოპს კი 164 ხმა და მეორე ადგილი აკმარეს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
