წელი: 2020

Home 2020
კრემი ტორტზე – ვისი დროა?
ჩანაწერი

კრემი ტორტზე – ვისი დროა?

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი მშვენიერ ფორმაშია. დღეს ცინცინატის ტურნირის ნახევარფინალს ითამაშებს და ფინალში გასვლას შეეცდება, ხოლო ამ ტურნირის შემდეგ US Open გადაინაცვლებს, სადაც უშულო კონკურენტები, ესპანელი რაფა ნადალი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი არ ეყოლება. მიუხედავად ამისა, ყოფილი გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი US Open-ზე სერბ ჩოგბურთელს ფავორიტად სულაც არ მიიჩნევს. „ჯოკოვიჩის ტურნირი ყოველთვის Australian Open იყო....

სილვა არისტოკრატია
ჩანაწერი

სილვა არისტოკრატია

ბრაზილიელი ფეხბურთელი ტიაგო სილვა ლონდონის „ჩელსიში“ ითამაშებს. 35 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა, თუმცა, მისი გაგრძელების პერსპექტივით. სილვა, რომელიც გასულ სეზონში პსჟ-ს კაპიტანი იყო, „არისტოკრატებში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. „ბედნიერი ვარ „ჩელსიში“ გადასვლით. დიდი ბედნიერებაა ფრენკ ლამპარდის დიდებული გუნდის ნაწილი გახდე. „ჩელსიში“ ტიტულების მოსაგებად ვიბრძოლებ. მალე შეგხვდებით „ჩელსის“ ფანებო. მოუთმენლად ველოდები „სტემფორდ ბრიჯზე“ გასვლას“,...

რამდენი ფეხბურთელი შევცვალოთ: მდიდრები vs ღარიბები
ჩანაწერი

რამდენი ფეხბურთელი შევცვალოთ: მდიდრები vs ღარიბები

პრემიერლიგის კლუბებმა დიდი ომი წამოიწყეს. მათ უნდათ, რომ შემდეგი სეზონიდან ერთ თამაშში შეცვლების რაოდენობა კვლავ ხუთი დარჩეს. „ომს” სათავეში უდგანან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „მანჩესტერ სიტი”, „ლივერპული”, „ჩელსი” და „არსენალი”. ინგლისური მას-მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩამოთვლილ კლუბებს სხვებიც შეუერთდებიან. საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ, რომელსაც თამაშის წესები აბარია, ეროვნულ ფედერაციებს მიანდო მომდევნო სეზონში, თავიანთ ჩემპიონატებში, ხუთ ცვლილებას დატოვებენ...

კორონას ფეხბურთი არ უყვარს
ჩანაწერი

კორონას ფეხბურთი არ უყვარს

ინგლისის ნაკრების კრიზისი ღრმავდება, რადგან უკვე ხუთ ფეხბურთელს სჭირს covid 19. ზოგად-ინგლისური შოკი კი მას მერე გაძლიერდა, რაც გაირკვა, რომ პრემიერლიგის კიდევ ორ მოთამაშეს, ფრანგებს პოლ პოგბასა და ტანგუ ნდომბელეს ტესტებზე დადებითი პასუხი ჰქონიათ. ამას დაამატეთ, რომ კარანტინშია „ჩელსის” რვა და „არსენალის” ოთხი ფეხბურთელი… გარეთ საუთგეიტი შეკრებას ორშაბათს იწყებს. წინ ერთა ლიგის თამაშებია ისლანდიასთან და...

ნამუსი
ჩანაწერი

ნამუსი

მორიგ დიდ სირცხვილსა და თავის მოჭრას ქართული ფეხბურთი გია ჭიბრიშვილის „ლოკომოტრივმა“ გადაარჩინა. თბილისურმა კლუბმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ფეხბურთი ითამაშა რუმინული „უნივერსიტატიას“ წინააღმდეგ და 2:1 იმარჯვა. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ სწორ, აზრიან და თანამედროვე ფეხბურთს „რკინიგზელებისგან“ ნამდვილად არ ველოდით, რადგან მეტოქე ნამდვილად არ იყო ხელწამოსაკრავი. ეს თავად ჭიაბრიშვილმაც აღნიშნა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე და...

ვიდალი ინტერში?
ჩანაწერი

ვიდალი ინტერში?

„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი, შესაძლოა, მილანის „ინტერში“ გადავიდეს. 33 წლის ჩილელის თავის გუნდში ნახვა ანტონიო კონტეს სურს, რომელიც მასთან ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობდა. წყაროს მტკიცებით, ვიდალის აგენტთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გასულ კვირას დაიწერა, რომ „ბარსელონაში“ მთავარ მწვრთნელად მოსული რონალდ კუმანის გეგმებში ვიდალი, უმტიტი, რაკიტიჩი და სუარესი არ შედიან. წინა სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირში 43 მატჩი ჩაატარა,...

კიდევ ერთი წლით
ჩანაწერი

კიდევ ერთი წლით

„მანჩესტერ სიტის“ მტავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კლუბთან ხელშეკრულებას კიდევ გააგრძელებს. გავრცელებული ცნობით, ორივე მხარე თანახმაა თანამშრომლობა 2022 წლამდე გაგრძელდეს. 49 წლის სპეციალისტი „სიტიში“ 2016 წელს მივიდა, მანამდე კი, „ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ წვრთნიდა. „ქალაქელებთან“ ერთად გვარდიოლა ორჯერ გახდა ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული, ასევე ორჯერ მოიგო სუპერთასი, ხოლო ერთხელ – თასი. მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი. გასული...

ბარსელონადან გარბიან
ჩანაწერი

ბარსელონადან გარბიან

მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ „ბარსელონას“ დატოვება გადაწყვიტა, მის აზრზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დადგა. მაგალითად, კოუტინიოს „ბარსელონაში“ თამაშს პრემიერლიგაში დაბრუნება ურჩევნია და, რონალდ კუმანს ამას აუცილებლად ვეტყვიო. ბრაზილიელი ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნში“ იყო განათხოვრებული და ბავარიულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იჯარას კი ვადა გავიდა და ახლა „კამპ ნოუზე“ უნდა დაბრუნდეს. თუმცა, კუმანს დაელაპარაკება… „ბარსელონა“ ფილიპეს...

ომი მესის გამო
ჩანაწერი

ომი მესის გამო

„მანჩესტერ სიტი” ყველა ღონეს იხმარს ლეო მესი რომ შეიძინოს; რასაკვირველია, თუ თავად მესი ინებებს „ეტიჰედზე” გადაბარგებას. „სიტიმ” გასულ წლებში ორჯერ სცადა არგენტინელის ყიდვა და ორივეჯერ გაწბილდა. პრემიერლიგის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბს მესამე ფიასკო არ ეპიტნავება. გუშინ, არგენტინულმა გაზეთმა „ლა ნასიონმა” დაწერა, თითქოს მესის მეგობრებისთვის ასე ეთქვას: „პეპთან ვაპირებ დალაპარაკებას „მანჩესტერ სიტიში” ჩემი გადასვლის საქმე რომ მოაგვაროს....

დებიუტს კობოურიც ელის
ჩანაწერი

დებიუტს კობოურიც ელის

ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის განაცხადში იძულებითი ცვლილებაა. ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრებს გამოტოვებს ჯიმი ტაბიძე, რომელსაც ტრავმა აქვს. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, ნაკრებს კიდევ ერთი დებიუტანტი შეუერთდება – თბილისის „დინამოს“ დავით კობოური. 31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში 27 ფეხბურთელით, მათ შორის სამი დებიუტანტით, შეიკრიბება. გამოძახებულთა შორის არიან თბილისის დინამოელები გიორგი კუცია და დავით კობოური,...