„მანჩესტერ სიტის“ მტავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კლუბთან ხელშეკრულებას კიდევ გააგრძელებს. გავრცელებული ცნობით, ორივე მხარე თანახმაა თანამშრომლობა 2022 წლამდე გაგრძელდეს.
49 წლის სპეციალისტი „სიტიში“ 2016 წელს მივიდა, მანამდე კი, „ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ წვრთნიდა.
„ქალაქელებთან“ ერთად გვარდიოლა ორჯერ გახდა ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული, ასევე ორჯერ მოიგო სუპერთასი, ხოლო ერთხელ – თასი. მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.
გასული სეზონი კი „სიტის“ არ გამოუვიდა: გუნდმა პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და „ლივერპულს“ სოლიდურად ჩამორჩა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა მეოთხეფინალში დაასრულა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
