2019 წლის მარტში, ცნობილმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ მწვრთნელობას თავს ანებებს. ვან გაალს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შემდეგ ანუ 2016 წლიდან აღარ უმუშავია, მაგრამ ეტყობა კიდევ 3 წელიწადი გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდა. დღეს კი ვან გაალი 69 წლისაა და… ამბობს, რომ შეიძლება დაბრუნდეს. „აიაქსის”, „ბარსელონას”, „ალკმაარის”, „ბაიერნის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი კვლავ ეროვნულ...
წელი: 2020
დავიდ სილვას კორონა სჭირს
იმ დღეს, როდესაც სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა” დავიდ სილვა ოფიციალურად გამოაცხადა თავის ფეხბურთელად, ვეტერანს კორონავირუსი დაუდგინდა. „მანჩესტერ სიტის” აწ უკვე ლეგენდა ბასკეთის გუნდში თვისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ორშაბათს, 34 წლის ვარსკვლავმა „სოსიედადის” მაისური „ანოეტას” სტადიონზე საჯაროდ მოირგო და წარდგინებაც შედგა, თუმცა, რამდენიმე საათში კლუბმა „ტვიტერის” გვერდზე გამოაცხადა, რომ მას covid 19 სჭირს. პრემიერლიგის ოთხგზის ჩემპიონის...
დებიუტანტი
ჯეკ გრილიში როგორც იქნა გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში. ახლა 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ამბობს, რომ მას ერვნული გუნდიდან ვეღარავინ და ვეღარაფერი მოიშორებს. ზოგადად, გარეთ საუთგეიტის პირველი არჩევანი მარკუს რეშფორდი და ჰარი ვინკსი გახლავან, მაგრამ ახლა, ერთა ლიგაში, ისლანდიასა და დანიასთან სათამაშოდ ისინი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან და გარეთ საუთგეიტიც „ასტონ ვილას” ვარსკვლავს დაეყრდნო. ჯეკ გრილიში ირლანდიელია და...
კლოპი: მწვრთნელობისკენ მამამ მიბიძგა, რომელიც… ჩემს მწვრთნელობას არ მოსწრებია.
„ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი დღეს წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი ადამიანია, მაგრამ მისი ნაცნობი ღიმილის მიღმა დიდი სევდა იმალება. ბოლო 13 თვეში, დღეს მცხოვრებ გერმანელთა შორის ერთ-ერთმა უცნობილესმა ტრანსფორმაცია განიცადა — ქრონიკული მეორეადგილოსნიდან სერიულ გამარჯვებულად იქცა. „ლივერპული” კლოპს უნდა უმადლოდეს, რომ 30 წლის წინ დაკარგული პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კლუბთა მსოფლიო თასი....
თბილისში რუსი მოდის
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა. წილისყრის შედეგად „ლოკომოტივს“ მეტოქედ მოსკოვის „დინამო“ ერგო. პირველის მსგავსად, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მეორე რაუნდშიც თბილისში ითამაშებენ. მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება. ამავე დღეს თბილისის „დინამო“ დიდ ბრიტანეთს ესტურება და უელსის ჩემპიონს, „კონა ნომადსისთან“ გაარკვევს ურთიერთობას.
კობახიძე დვალის ნაცვლად
მოახლოვებული ერთა ლიგის მატჩების წინ ვლადიმირ ვაისს მეორე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებში ბათუმის „დინამოს“ მცველს, მამუკა კობახიძე უხმო. ეს გადაწყვეტილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „ფერენცვაროშის“ მცველი ლაშა დვალი დაშავდა და სექტემბრის შეხვედრებში ნაკრებს ვერ დაეხმარება. კობახიძე ბათუმის „დინამოში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 28 წლის მცველი შარშან...
750 მილიონი
გავრცელებული ცნობით „მანჩესტერ სიტი“ ლეო მესის 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის ჯამური ღირებულება 750 მილიონი ევრო იქნება. ტრანსფერის შემთხვევაში 33 წლის ფეხბურთელი ხელფასის სახით სეზონში 100 მილიონს მიიღებს. არის კიდევ ერთი დეტალი – პრემიერლიგაში გატარებული 3 სეზონის შემდეგ, არგენტინელი „ნიუ იორკ სიტის“ შეუერთდება, რომელიც ამერიკაში „ქალაქელთა“ ფარმ-კლუბად ითვლება. ახლა მთავარია „სიტიმ“ Fair Play-ს წესები არ დაარღვიოს....
იმედების სასაფლაო
სპორტსმენის კარიერა ისედაც ხანმოკლეა. 15-20 წელიწადი და უკვე პენსიონერი ხარ. ეს წლები კი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ოთხწლიან ციკლებად იყოფა. კი, ბატონო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტსმენისთვის ეს ყველაფერი მაინც თითქოს მზადებაა იმ უმთავრესისთვის – ოლიმპიური თამაშები ხომ სპორტის ევერესტია და ერთხელ იქ ასული სამუდამოდ რჩება სპორტის ისტორიაში. ტოკიო 2020 ერთი წლით გადაიდო, მაგრამ...
ვიდალი: რაღა დროს დნმ-ა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ჩილელი ვეტერანი არტურო ვიდალი „ბარსელონაში” თავს მშვიდად ვეღარ გრძნობს. ახალ მწვრთნელს რონალდ კუმანს ვიდალი გუნდში აღარ სჭირდება და ისიც უკმაყოფილო კომენტარებს აღარ ერიდება. „ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ ვერ გავედით, ძალიან გულსატკენი იყო, — თქვა 33 წლის ნახევარმცველმა, — მე საქმეს დიდი რწმენით ვეკიდებოდი, მაგრამ გუნდი არ ვარგოდა. ჩვენ ისეთ რაღაცებს ვაკეთებდით,...
მაგუაირი პირს რომ აღებს, იტყუებაო
საბერძნეთის პოლიცია, რომელმაც ჰარი მაგუაირი კუნძულ მიკონოსზე დააკავა, ამბობს, რომ ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავს ისე ეპყრობოდა როგორც ერთ ჩვეულებრივ ბრიტანელს. „იუნაიტედის” კაპიტანმა კი თქვა, დაკავების დროს სამოქალაქო ფორმიანები ისე მომცვივდნენ, მეგონა ყაჩაღები მიტაცებდნენო. BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში მაგუაირმა ისევ გაიმეორა, რომ ჩხუბი, რომლის გამოც ის დააკავეს, იმიტომ ატყდა, რომ ორმა ალბანელმა მის დას ნარკოტიკი...









