US OPEN ნიუ იორკში 31 აგვისტოს დაიწყება. ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 ნომრად არის განთესილი. მეტოქეც ცნობილია – მსოფლიოს 43-ე ჩოგანი ავსტრალიელი ჯონ მილმენი.
ურთიერთშეხვედრების ისტორია სამ მატჩს მოიცავს. წინ ბასილაშვილია – 2:1.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ორივემ ცინცინატის „მასტერსზე“ ითამაშა: ბასილაშვილი პირველი წრეში დამარცხდა კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან, ხოლო მილმენმა ჯერ ფრანგი ადრიან მანარინო დაამარცხა, მაგრამ მეორე რაუნდში ამერიკელ ჯონ ისნერთან წააგო.
ჯონ მილმენს „დიდი სლემის“ ტურნირებზე საუკეთესო შედეგი სწორედ US OPEN-ზე აქვს დაფიქსირებული – 2018 წელს მეოთხედფინალამდე მიაღწია, თანაც გზად თვით როჯერ ფედერერი ჩამოიშორა.
ამ წყვილის გამარჯვებული მეორე წრეში ამერიკელ ფრენსის ტიაფოსა და იტალიელ ანდრეას სეპის შორის მოგებულს შეხვდება.
კარგი წილისყრაა, ვერაფერს იტყვის კაცი. ერთია, გამოყენება უნდა…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
