„ჩელსის” ევროთასებზე შინ ასე არასდროს წაუგია — 0:3. ფრენკ ლემპარდი აღიარებს, რომ „ბაიერნმა” მის გუნდს სასტიკი გაკვეთილი ჩაუტარა. და მართლაც, გუშინ საღამოს, „სტემფორდ ბრიჯზე”, თვალსაჩინოდ გამოჩნდა, თუ რას განსხვავებაა ნიჭიერ ახალგაზრდებსა და ჩემპიონთა ლიგის ნამდვილ გიგანტებს შორის. დასავლეთ ლონდონელთა კარში ორი გოლი „არსენალში” ნათამაშებმა სერჟ გნაბრიმ გაიტანა, ხოლო მესამე რობერტ ლევანდოვსკიმ მიაყოლა. ამრიგად, ბავარიელები ცალი...
წელი: 2020
ნეაპოლიდან გამოყოლილი საფიქრალი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრა 1:1 დასრულდა. დაგვაინტერესა, როგორ აფასებდა თამაშს კატალონიური „სპორტი” და ამიტომ მის მოკლე მიმოხილვას გავეცანით: „კიდევ კარგი ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად მორიგ წაგებას მაინც გადავრჩით, თუმცა „ბარსელონას” მიერ ნეაპოლში ნათამაშებმა ფრემ საფიქრალი დაგვიტოვა. ახლა დისკვალიფიცირებულები იქნებიან სერხიო ბუსკეტსი და არტურო ვიდალი, რომელიც ამ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. ჟერარდ პიკემ კოჭი იტკინა,...
ბასილაშვილმა ბერანკისი შინ გაუშვა
წარმატებით დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი. ჩვენიანმა ისევ გვანერვიულა, თუმც ბოლოს ლიეტუველი როჩარდას ბერანკისის სამ სეტში მაინც დაამარცხა – 5:7, 7:6, 6:3. აქამდე ბასილაშვილი ბერანკისს ორჯერ შეხვედროდა და ორჯერვე წაეგო, ოღონდ ეგ ამბები ექვსი წლის წინ, ახლა ნიკა ჯერი დადგა. პირველი სეტის მე-6 გეიმში ნიკამ მოახერხა მეტოქის მოწოდების მოგება და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი...
კლოპი და 11 ტური
„ვესტ ჰემის“ ნაწვალები გამარჯვების შემდეგ „ლივერპული“ ორი დიდი გუნდის ორ მიღწევას გაუთანაბრდა და მომდევნო მატჩში წარმატება უკვე სარეკორდო იქნება. მაშ ასე: „ლივერპულმა“ ლონდონელ ჩაქუჩებთან მოგებით პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ 79-ე ქულა მიიღო და ამ მაჩვენებლით ალექს ფერგიუსონის დროინდელ მანჩესტერის შედეგს გაუთანაბრდა. 1998-1999 წლების სეზონში სერ ალექსის გუნდი სწორედ 79 ქულით გახდა გახდა ინგლისის ჩემპიონი და...
არა თავს!
ბოლო წლებში ბრიტანეთში სერიოზული კვლევები მიმდინარეობდა, რომლის მიზანიც საფეხბურთო კარიერის ჯანმრთელობაზე გავლენის დადგენა იყო. აღმოჩნდა, რომ დემენციით (ჭკუასუსტობით) სიკვდილიანობის შემთხვევები ყოფილ ფეხბურთელებში სამნახევარჯერ აღემატება საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელს. ეს პირდაპირ კავშირში ყოფილა კარიერის განმავლობაში ბურთის თავით დარტყმის სიხშირესთან. სქაი სპორტის ინფორმაციით, ინგლისის, შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო სკოლებში 12 წლამდე ბავშვებისთვის აიკრძალა ვარჯიშები, რომლებიც თავით თამაშს ითვალისწინებს....
ეს ბიჭი მბაპეზე მაგარიაო
შეუძლებელი იყო, მადრიდის „რეალის“ ბოსებს 19 წლის ნორვეგიელი ვუნდერკინდი სამიზნედ არ აერჩიათ. უფრო მეტიც: მისი ტრანსფერი ახლა სამეფო კლუბის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ფლორენტინო პერესი მზადაა, უარი თქვას პსჟ-დან კილიენ მბაპეს წაყვანაზე, ოღონდაც „დორტმუნდის“ ახალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი ჩაიგდოს ხელში. შეგახსენებთ, რომ ჰოლანი ამ ზამთარს „დორტმუნდში“ ავსტრიული „ზალცბურგიდან“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. დებიუტანტმა...
დიდი ბიჭები გაერთიანებას ითხოვენ
წლეულს საშეჯიბრო კალენდარში მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი -ATP-ის თასი გაჩნდა, რომელსაც იანვრის დასაწყისში ავსტრალიამ უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულადაც წარიმართა. სასიამოვნო იყო, რომ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა და ურუგვაის დამარცხებაც შეძლო. ATP თასის პირველმა გათამაშებამ, რომლის გამარჯვებულიც ნოვაკ ჯოკოვიჩის წინამძღოლობით სერბეთის ნაკრები გახდა დაგვანახა, რომ ტურნირისადმი ინტერესი, როგორც მაყურებლების, ასევე სპეციალისტების და თავად მოთამაშეების...
ფაბიანსკი ლივერპულს წაეხმარა
იურგენ კლოპმა თქვა, გაგვიმართლა „ვესტ ჰემის” მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი უხეშად რომ შეცდა და გოლი გვაჩუქაო. ამბავი ასე იყო: ინგლისური ფეხბურთის ლიდერი, „ლივერპული”, 1:2-ს აგებდა და „ენფილდზე” ბოლო 13 თვეში პირველი პრემიერლიგური წაგების კონტურები იხაზებოდა (თუმცა თამაშის დამთავრებამდე ჯერ 22 წუთი იყო დარჩენილი), როდესაც ფაბიანსკის მო სალაჰის დარტყმული ხელებში გაუძვრა. ფაქტობრივად დაჭერილი ბურთი (იხ. ვიდეო) რაღაც...
გატუზო: მესი გალიაში
სამშაბათის საღამოს ნეაპოლში უდიდესი მატჩია – ნეაპოლიტანელთა კერპები კატალონიელ ჯადოქრებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მასპინძლობენ. ნეაპოლელთა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ქება არ დაიშურა ლიონელ მესის მიმართ – მოედანზე ნამოქმედარის გარდაც დიადია და ქედს ვიხრიო, მაგრამ… რინო გატუზო დაუფარავად აცხადებს, რომ ლეოს გალიაში გამომწყვდევას უპირებს და მის წინააღმდეგ ერთბასად რამდენიმე ნეაპოლელი იქნება მობილიზებული. მესის გალიაში მომწყვდევით გატუზო „ბარსელონას“...
ტყუილი ბაზარია, რა დროს აზარია
ზინედინ ზიდანს პრობლემად ბოლო ორ ტურში დაკარგული 5 ქულა არ ჰყოფნიდა და ლევანტესთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ ედენ აზარიც მოისაკლისა. ერთ-ორ მატჩს ვინ ჩივის, როცა საუბარი სამთვიან უქმობაზეა. აზარს წვივის ძვალი აქვს გაბზარული. შესაძლო იყო კონსერვატიული მკურნალობა და ორთვიანი გრაფიკი, მაგრამ აზარის აზრი ოპერაციისკენ იხრება. არადა, აზარმა „რეალის“ 20 მატჩი უკვე გამოტოვა – იმდენივე, რამდენიც...









