„ჩელსის” ევროთასებზე შინ ასე არასდროს წაუგია — 0:3. ფრენკ ლემპარდი აღიარებს, რომ „ბაიერნმა” მის გუნდს სასტიკი გაკვეთილი ჩაუტარა. და მართლაც, გუშინ საღამოს, „სტემფორდ ბრიჯზე”, თვალსაჩინოდ გამოჩნდა, თუ რას განსხვავებაა ნიჭიერ ახალგაზრდებსა და ჩემპიონთა ლიგის ნამდვილ გიგანტებს შორის.
დასავლეთ ლონდონელთა კარში ორი გოლი „არსენალში” ნათამაშებმა სერჟ გნაბრიმ გაიტანა, ხოლო მესამე რობერტ ლევანდოვსკიმ მიაყოლა. ამრიგად, ბავარიელები ცალი ფეხით უკვე მეოთხედფინალში არიან.
გნაბრი ის ფეხბურთელია, რომელმაც სეზონის დასაწყისში „ტოტენჰემს” ოთხი გოლი გაუტანა. როგორც მოგახსენეთ, გუშინ მან იმ ოთხს კიდევ ორი დაამატა და „ტვიტერზე” დაწერა: „ლონდონი კვლავ წითელია!” ეტყობა, ყოფილი არსენალელი არ არსებობს.
ფრენკ ლემპარდმა კი ხელები გაშალა: „ხანდახან, რაგინდ მწარე იყოს, სიმართლე უნდა აღიარო. ჩვენ საცოდავად ვითამაშეთ. მათ ყველა ასპექტში გვაჯობეს და ეს გამომაფხიზლებელია.
ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მათ წინააღმდეგ ჩვენი მაქსიმუმი ეს იყო. ასე რომ, რაც მოხდა გაკვეთილად უნდა მივიღოთ და გავაგრძელოთ მუშაობა, რათა დავბრუნდეთ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ.
აი, როგორია უმაღლესი დონის ფეხბურთი. „ბაიერნი” ფანტასტიკურია და მე ეს ვიცოდი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 09:52სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ
სიახლეები29/08/2026 | 08:46მიქაუტაძის ვილიარეალი ჯერჯერობით ვერ იგებს
მთავარი ამბავი29/08/2026 | 07:50ზედიზედ მეორე 2:2
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 09:00შეღავათი არგენტინას
