განახლდა საქართველოს ჩემპიონატი წყალბურთში ახალგაზრდულ გუნდებს შორის. მონაწილეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის გუნდი გახლავთ, რომელსაც სპორტის დამსახურებული მოღვაწე დავით ხავთასი თავკაცობს. მეორე მწვრთნელი მამუკა ნიაზაშვილი გახლავთ, ხოლო კომპლექსის დირექტორი გივი ჩხარტიშვილი. 2005-2006 წლებში დაბადებულთა გუნდმა წინა ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე ჩაამთავრა, წლეულს კი შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს, რისი წინაპირობაც აღნიშნული სამეულის ცოდნა, მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი მიდგომაა. ზაფხულში გუნდმა საფუძვლიანი სამწვრთნელო შეკრება გაიარა და ჩემპიონატსაც კარგად მომზადებული შეხვდა.


ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
