ხიხონის „სპორტინგის” B გუნდის კუბელმა მეკარემ კრისტიან ჯოელმა გულისტკივილი გამოთქვა, რომ ესპანურ ფეხბურთში რასიზმი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ხიხონელებს „იბიცასთან” ჰქონდათ თამაში. ჯოელმა იქაურ ბურთის მიმტანებს, რომელთაც ჩვენში რუსული სიტყვით, „აუტჩიკით” მოვიხსენიებთ, თავისი მაისური აჩუქა, მათ კი შეურაცხმყოფელი ვიდეო ჩაწერეს და ჯოელს სოციალურ ქსელში ჩაუგდეს. ამ ვიდეოს ჩვენც გთავაზობთ, სადაც მკაფიოდ ისმის, როგორი ზიზღითა და დაცინვით...
წელი: 2020
სრულიად ინგლისი აღშფოთებულია!
ტექსტური და ვიზუალური ინფორმაცია, რომელსაც აქ გთავაზობთ, „სანიდან” არის. ინგლისური გამოცემა წერს, რომ „ჩელსისა” და „ტოტენჰემის” ლონდონური დერბის (2:1) შემდეგ, მეტოქე ფანებმა ერთმანეთზე გაიწიეს. ეს, ქუჩებში დაკიდებულ ვიდეოკამერებს დაუფიქსირებია. კადრების მიხედვით, ინგლისის დედაქალაქის მდიდრულ რაიონში დიდი ლეწვა უნდა ამტყდარიყო, მაგრამ… „სანმა”, „სფურზის” ფანები თვითონ „სფურზივით” ყოფილან, „ჩელსის” ხალხის გარშემო იცეკვეს, იხტუნეს, მაგრამ მეტი ვერაფერი გაბედეს...
ალიყური ქართული…
აგერ, სასწაული თუ გნებავთ… აწყობის პროცესში მყოფი საქართველოს ნაკრები სერბეთს ესტუმრა და გვარიანი ალიყურიც აჭამა – 94:90. უფერული პირველი მეოთხედის შემდეგ საქართველომ ისეთი კალათბურთი აჩვენა, თქვენი მოწონებული, მასპინძელთა 10-ქულიანი უპირატესობა მეთოდურად გააბათილა, ბოლოსკენ კი იქით დაწინაურდა და სენსაციური გამარჯვებაც იზეიმა. საქართველოს ნაკრებში და ზოგადად მატჩში საუკეთესო მაკფადენი გახლდათ, ვინც მოედანზე გატარებულ 36 წუთში გუნდს 33...
სუპერ საბურთალო
საქართველოს ჩემპიონის შარშანდელ ტიტულსა და თასს „საბურთალომ“ წლეულს სუპერთასიც დაუმატა და სრული კომპლექტი შეკრა – გუნდმა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ მთლად კარგი ამბები არ ისმოდა, რასაც ახალდანიშნული მწვრთნელის დათხოვნა მოჰყვა, ქვეყნის ჩემპიონ თბილისის „დინამოს“ ვაკეში, მიხელ მესხის სათადარიგო მოედანზე, სუპერთასის მატჩში უსიტყვოდ და მართალია მინიმალური ანგარიშით, მაგრამ სრულიად დამსახურებულად აჯობა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში...
კორონავირუსმა ფეხბურთს შეუტია
ავტორიტეტული „ლა გაზეტა დელო სპორტი“ იუწყება, რომ ევროპის ლიგის „ინტერი“ – „ლუდოგორეცის“ საპასუხო მეთექვსმეტედფინალი, შესაძლოა, აღარ შედგეს. მიზეზი კორონავირუსია, რომელმაც იტალიაშიც შეაღწია. უკვე დაფიქსირდა ინფიცირების 79 შემთხვევა, რომელთაგან 2 ლეტალური შედეგით დასრულდა. ამ ფონზე ქვეყნის შიდა ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრა უკვე გადაიდო. „ინტერი“-„ლუდოგორეცის“ დაპირისპირება არ გადაიდება, თუ შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართება. ჯერ-ჯერობით უეფაში ამ ვარიანტს...
ახლა სხვა დროა…
დუბაის უპრესტიჟულესი ტურნირი წლეულს მოქმედ ჩემპიონს მოისაკლისებს – როჯერ ფედერერმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ბალახის სეზონამდე ანუ ივნისამდე იუქმებს. ამიტომაც, უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ დუბაის შეჯიბრს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყება, საპრიზო ფონდით თითქმის 3 მილიონ დოლარს უტოლდება და 500-იან კატეგორიას განეკუთვნება, ახალი გამარჯვებული ეყოლება. წლეულს, დუბაიში ჩასვლა გადაწყვიტა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რა გასაკვირია,...
ცხენის ქურდები ბარსელონადან
ესპანეთში მორიგი სკანდალი მომწიფდა. „ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლეგანესიდან“ მარტინ ბრაიტვაითის ტრანსფერის შესახებ, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა კარგა ხნის დახურულია. გავარკვიოთ, რა მოხდა: კატალონიელთა ფორვარდი უსმან დემბელე 5 თვეზე მეტით გამოვიდა მწყობრიდან. სპეციალურმა კომისიამ განიხილა სამედიცინო მონაცემები და პროგნოზები, რის შემდეგაც „ბარსას“ სპეციალური შიდაესპანური წესით სარგებლობის უფლება მიეცა – მხოლოდ ესპანური კლუბიდან დაიმატოს ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის მიუხედავად...
VA Rას გადაეკიდა ამ ჩელსის!
„ჩელსიმ” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” აჯობა — 2:1 მოუგო. ფრენკ ლემპარდის გუნდმა ჟოზე მოურინიუსას დამსახურებულად სძლია, თუმცა „ლურჯების” ფანებს ალბათ მაინც დარჩათ პირში ცუდი გემო. მიზეზი: „დეზების” არგენტინელმა ნახევარმცველმა ჯიოვანი ლო სელსომ მასპინძელთა ესპანელ კაპიტან სესარ ასპილიკუეტას ფეხზე დააბიჯა. უფრო სწორად, იმას, რაც ლო სელსომ გააკეთა დაბიჯება არ ჰქვია. ინგლისური მას-მედიის ერთობლივი აზრით ეს იყო ფეხის მოტეხვის...
მანჩესტერ იუნაიტედის ახალი ლიდერი
ბრუნო ფერნანდეში პოლ სქოულზივით თამაშობს და ლიდერის თვისებებსაც ავლენსო, თქვა 25 წლის პორტუგალიელის ათწუთიანი ფეხბურთით აღფრთოვანებულმა ოლე გუნარ სულშერმა ევროპალიგაში „ბრიუგესთან” შეხვედრის შემდეგ. თუ რას ნიშნავდა სქოულზი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, გულშემატკივარმა კარგად იცის, მაგრამ აგერ, ფერნანდეშზე ამბობენ, ჟღალი ინგლისელისგან განსხვავებით მოედანსა თუ გასახდელში ხმაც ამოეღებაო. არადა, ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე” „სპორტინგიდან” ერთი თვის გადასულიც არ არის. მანჩესტერელებმა...
აკა-შოუ ქუთაისში
ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ასე როდის ისიამოვნა რაგბის ქართველმა გულშემატკივარმა ბორჯღალოსნების თამაშით. ქუთაისში სწორედ ასე მოხდა. პირთამდე გავსებულ „აია არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიას უმასპინძლა და 78:6 მოუგო, პუბლიკას 12 ერთი მეორეზე ეფექტური ლელო აჩუქა და რაც მთავარია, ლაღი, შემტევი და ლამაზი რაგბი ითამაშა – ზუსტად ისეთი, როგორიც ლეგენდარული ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნას შეეფერება, ვის სახელსაც ქუთაისური...









