წარმატებით დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი. ჩვენიანმა ისევ გვანერვიულა, თუმც ბოლოს ლიეტუველი როჩარდას ბერანკისის სამ სეტში მაინც დაამარცხა – 5:7, 7:6, 6:3.
აქამდე ბასილაშვილი ბერანკისს ორჯერ შეხვედროდა და ორჯერვე წაეგო, ოღონდ ეგ ამბები ექვსი წლის წინ, ახლა ნიკა ჯერი დადგა.
პირველი სეტის მე-6 გეიმში ნიკამ მოახერხა მეტოქის მოწოდების მოგება და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი მოწოდება დათმო და ლიეტუველმა სეტზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, თუმცა ბასილაშვილმა მის მოწოდებაზე ყოჩაღად ითამაშა და ანგარიში 5:5 გახადა, მაგრამ იქვე კიდევ ერთი საკუთრი მოწოდება დათმო და საბოლოოდ, ბერანკისს აღარ გასჭირვებია სეტის გამარჯვებამდე მიყვანა.
მეორე სეტი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, მეტოქეები საკუთრ მოწოდებებზე ყოჩაღობდნენ და საბოლოოდ საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელშიც უფრო კარგად ბასილაშვილმა ითამაშა და სეტებში ანგარიში გაათნაბრა.
მესამე, გადამწყვეტ სეტში კი ბასილაშვილი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ბრეიკით დაწინაურდა, რაც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
დუბაის 500-იანი ტურნირის მეორე წრეში ჩვენიანი იან-ლენარტ შტრუფსა და რობერტო ბაუტისტა აგუტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
