გატუზო: მესი გალიაში

Home აქეთურ-იქითური გატუზო: მესი გალიაში
გატუზო: მესი გალიაში

სამშაბათის საღამოს ნეაპოლში უდიდესი მატჩია – ნეაპოლიტანელთა კერპები კატალონიელ ჯადოქრებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მასპინძლობენ.

ნეაპოლელთა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ქება არ დაიშურა ლიონელ მესის მიმართ – მოედანზე ნამოქმედარის გარდაც დიადია და ქედს ვიხრიო, მაგრამ…

რინო გატუზო დაუფარავად აცხადებს, რომ ლეოს გალიაში გამომწყვდევას უპირებს და მის წინააღმდეგ ერთბასად რამდენიმე ნეაპოლელი იქნება მობილიზებული. მესის გალიაში მომწყვდევით გატუზო „ბარსელონას“ შემტევი პოტენციალის ჩაკვლას ეპირება, თუმცა მატჩამდე გეგმის ასე გასაჯაროება ან მის ცნობილ გულუბრყვილობას, ან ჯერაც შეუცნობ ეშმაკობას უნდა მივაწეროთ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".