ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის 12 უდიდესი ლიგისა და შეჯიბრების კომისიონერთან და აღმასრულებელ დირექტორთან ითათბირა. თემა: პანდემია და შეწყვეტილი ტურნირები თუ ჩემპიონატები. თათბირში მონაწილეობდნენ ამერიკული ფეხბურთის, ნბა-ს, ჰოკეის, ბეისბოლის, ფეხბურთის, ქალთა კალათბურთის, ჭიდაობის, კაცთა და ქალთა გოლფის, საბრძოლო ხელოვნებების, ავტორბოლის, ინდიკარის და ცხენოსნობის შეფები. როგორც უმსხვილესი ტელეკომპანია ESPN ამბობს, ამ თათბირის დროს პრეზიდენტმა...
წელი: 2020
როგორ დავიცვათ სოციალური დისტანცია მეძავებთან
კაილი უოქერმა ძმაკაცთან და ორ მეძავთან ერთად სექს-წვეულება მოაწყო — ესეც შენი „დარჩი სახლში” პრემიერლიგურად. ერთ-ერთმა მეძავმა, რომელთაც რბილად და ლამაზად ესკორტის გოგებს უწოდებენ, ჟურნალისტებს უამბო, რომ მობურთალმა მილიონერმა მათ სამსაათიანი მომსახურეობის ფული გადაუხადა. და მეორე დღეს უოქერს ეყო თავხედობა მთელი ინგლისისთვის საჯაროდ სახლში დარჩენისკენ მოეწოდებინა. წუხელ, როგორც მერე ხდება ხოლმე, უოქერმა დიდი ბოდიშები იხადა...
9 საბედისწერო გასროლა
ოკეანის გადაღმა პირდაპირ აღმერთებენ ყოველგვარ სტატისტიკას. ჰოდა, მოცალეობის ჟამს კალათბურთის ამერიკელმა ჟამთააღმწერლებმა NBA-ის ისტორიაში საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული ყველა ტყორცნა დათვალეს. თუმცა, ყველა არა – მხოლოდ გამარჯვების მომტანი ის ტყორცნები, რომლის შემსრულებლის გუნდიც იმ წამს ჩამორჩებოდა ან ანგარიში საყაიმო იყო. არ ჩაითვალა ტყორცნები, რომელმაც თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. არ ჩაითვალა არც ის ტყორცნები, რომლის შემდეგაც ტაბლოზე...
ლივერპული, ენფილდ როუდი. რობი ფაულერს
არიან ფეხბურთელები, უსაზღვროდ რომ უყვართ თამაში. არიან ფეხბურთელები, რომლებისთვისაც თამაში უბრალოდ პროფესიაა. ასევე, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რახან მოედანზე გამოვიდნენ, უნდა მოიგონ და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მიაღწევენ გამარჯვებას. მაგალითად, ხუან ესნაიდერს შეუძლია ადამიანს ტყუპი წიხლი ჩაჰკრას, რადგან ხედავს, რომ წაგებულია. მას ასევე შეუძლია ლოყაზე ხელი მოუთათუნოს და დასცინოს მამისტოლა კაცს, რომელმაც...
მამა, შე ძაან ძველო!
ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტები – „ფორმულა 1“- ის ყოფილი პრეზიდენტი ბერნი ეკლსტოუნი ოთხგზის მამობისთვის ემზადება. ამ ამბავში გასაოცარი არაფერი იქნებოდა, ოქტომბერში უბერებელ ბერნის 90 წელი რომ არ უსრულდებოდეს. ინფორმაცია ბრიტანული გამოცემა Dayli Mail ავრცელებს და შვეიცარიულ Blick-ს იმოწმებს. ამავე გამოცემას მოჰყავს ეკლსტოუნის თანამეცხედრის, 44 წლის ფაბიანა ფლოზის სიტყვები: „როგორც ყველა მშობელს, გვინდა, რომ ჩვენი შვილი...
რეებს იგონებს ანტონიო კასანო?
ადრეც ვახსენეთ, რომ „მარკამ” პანდემიის პერიოდში შემოიღო რუბრიკა: „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია”. ამ რუბრიკით ესპანური გაზეთი ჰყვება სხვადასხვა, აქამდე უცნობ, ხშირად სახალისო ან უცნაურ ისტორიებს. ამჯერად გთავაზობთ ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელის ანტონიო კასანოს მონაყოლს, რომელიც 2006-07 წლებში „რეალში” თამაშობდა. უცნაური და საინტერესო კი ის არის, რომ „მარკა” კასანოს მონაყოლს ვერ ადასტურებს. ანტონიო კასანო „კორიერე დელო სპორტთან”...
რამდენი დაექვითებათ ესპანელებს?
ესპანეთში შედგა შეხვედრა ლა ლიგისა და მოთამაშეთა კავშირის წარმომადგენლებს შორის, რასაც შემდგომ ასეთი გაგრძელება მოჰყვა: კავშირის ბოსები პრიმერადივიზიონის 20 კლუბის კაპიტნებს ესაუბრენ. თემა: პანდემიის პერიოდში ხელფასების შეკვეცა. გაირკვა, რომ ფეხბურთელებმა იციან საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შესახებ — მარტივად რომ ვთქვათ, უბრალო ხალხი ვერ გაიგებს თუკი მობურთალი მილიონერები გაჭირვების და სიკვდილიანობის პერიოდში კვლავ თავის ასტრონომიულ ხელფასებს მოითხოვენ —...
ისეთივე მწვრთნელი, როგორი ფეხბურთელიც ვიყავი
ფრენკ ლემპარდის აზრით ბოლო 20 წელიწადში ფეხბურთის მწვრთნელის, ინგლისურად კი მენეჯერის საქმიანობა ძალიან გართულდა. „ჩელსის” თავკაცს ფეხბურთელობის წლებში ბევრი თავკაცი გამოუცვლია და ამბობს, რომ მათგან უამრავი რამ ისწავლა. იმ მენეჯერთაგან, ვისთანაც თანამშრომლობა მოსწევია, ლემპარდს მჭიდრო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჟოზე მოურინიუსთან, ანდრე ვილაშ-ბოაშთან კი ვერ გამონახა საერთო ენა. თუმცა, წიგნში რომელსაც ჰქვია „ბოსი — ჩელსის მენეჯერები...
ქართველების ნაადრევი სიხარული
გუშინ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას ბელგიური “გენტი” ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დავიგულეთ, მაგრამ ჩვენი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მოვყვეთ თავიდან: ბელგიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ ჩემპიონატის დასრულებულად გამოცხადების რეკომენდაცია გასცა. ახლა გენერალური ასამბლეის დასტურია საჭირო, რაც “ბრიუგეს” ჩემპიონობას უდრის, “გენტს” კი ვერცხლის მედლები გადაეცემა. ეს ბელგიელთა შიდა სამზარეულოა, მაგრამ უეფას რეაქცია მყისიერი იყო: ევროპული...
პირველი მილიარდერი ფეხბურთელი
მსოფლიო სპორტის ისტორიაში სამად სამი სპორტსმენია, რომლებმაც კარიერის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს: კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა კარიერა კარგა ხნის წინ დაასრულა, მეგოლფე ტაიგერ ვუდსი და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი კი დღემდე აგრძელებენ გამოსვლას. მილიარდერთა ამ კლუბს სულ მალე კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ტურინის „იუვენტუსში“ ხელფასი 30 პროცენტით შეუკვეცეს, სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი ამ...









