უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, „ლივერპული” ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახდება. ჩეფერინს სწამს, რომ მერსისაიდელები ტიტულს იმსახურებენ. მართლაც, ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტისთვის, „ლივერპული” უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებდა და გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე ორად ორი მოგებაღა რჩებოდა. მოგეხსენებათ, შემდეგ პანდემიამ პრემიერლიგის ჩემპიონატი შეაჩერა, თუმცა ერთიცაა — კლუბების თავმჯდომარეებს იმედი აქვთ,...
წელი: 2020
ვინ იკადრა ასეთი რამ?
„მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” უკვე ორი ისტორია გაგაცანით. ფეხბურთელების ცხოვრების ეს სახალისო ეპიზოდები ესპანურ გაზეთს სხვადასხვა მიზეზის გამო გადანახული ჰქონდა და დღეს, როდესაც მთელი იბერიის ნახევარკუნძული პანდემიამ შინ გამოკეტა, მკითხველის გასახალისებლად გაასაჯაროვა. ამჯერად, გიამბობთ თუ რა შეემთხვა ჰოლანდიელ ფეხბურთელს, ახლა უკვე 36 წლის კლას იან-ჰუნტელაარს, რომელიც „აიაქსში” თამაშობს, 2009 წელს კი „რეალში” იყო....
ფიფა ვადებს აუქმებს
უახლოეს 48 საათში ფიფა ოფიციალურად გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო სეზონის უვადოდ გაგრძელების შესახებ. ამის შემდეგ თავად ნაციონალურმა ასოციაციებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დაასრულებენ ჩემპიონატებს. ამას გარდა, დიდი ალბათობით, გახანგრძლივდება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი, კლუბებს კი უფლება მიეცემათ, ჩემპიონატის დასრულებამდე დროებითი, ე.წ. „საშემსრულებლო“ კონტრაქტები გაუფორმონ ფეხბურთელებს, რომლებსაც ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ეწურებათ. ჯერჯერობით უცნობია უეფას...
მილანი ქომაგებს ეხმარება
უპრეცედენტო და გულის ამაჩუყებელი იყო საქველმოქმედო აქცია, რომელიც იტალიურმა „მილანმა“ განახორციელა. კლუბმა 65 წელზე მეტი ასაკის ყველა ქომაგს, რომლებსაც სეზონური აბონემენტი აქვთ, პირველადი მოხმარების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგა. ბენეფიციართა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. ამას გარდა, კლუბმა მუნიციპალიტეტს 30 ლეპტოპი გადასცა დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანილი იმ ბავშვებისთვის, ვის ოჯახებსაც საამისო საშუალება არ გააჩნიათ. ამ აქციის მიღმა „მილანმა“...
მინდა ვიყო ლეგენდა
„ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა, ჟურნალისტებს კლუბში მისი მთავარი მიზნის შესახებ უამბო. „მსურს „ლივერპულის“ ლეგენდა გავხდე. მსურს კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო. ახლა შესანიშნავი გუნდი გვყავს. ყველაფერი გვაქვს, იმისათვის, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ. მწვრთნელი, რომლისაც გვჯერა, უნივერსალური შემადგენლობა, თამაშის სტილი, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება მოაქვს, სტადიონი და გულშემატკივრები, რომლებსაც დიდი როლი ეკისრებათ კლუბის ცხოვრებაში. დიახ, მსურს ერთ-ერთი...
რეკლამა ფეხის გულებზე
თავს არ შეგაწყენთ მაიკ ტაისონის ცხოვრებიდან ლეგენდებად ქცეული ისტორიებით – მის შესახებ თითქმის ყველამ და თითქმის ყველაფერი იცის. მხოლოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებთ – 2000 წლის 29 იანვარს, როცა „რკინის მაიკმა“ ევროპაში პირველად იკრივა. უკვე ნაციხარი ტაისონის ვიზიტს მაშინდელი პრემიერი ტონი ბლერი ეწინააღმდეგებოდა და ფემინისტებიც კი მიუქსია, მაგრამ მანჩესტერის 23-ათასიან MEN Arena-ზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო...
ჩხუბი ბარსელონაში (video)
კორონასთან ბრძოლაც ასეთი უნდა… ესპანეთში, თავის კატალონიიანად, ვირუსი, მოგეხსენებათ განსაკუთრებით მძვინვარებს. ვინ როგორ ებრძვის „უხილავ მტერს”? ზოგი სახლში რჩება, ზოგს კი ექიმებისთვის თუ მოხუცებისთვის სანოვაგე დააქვს. ამ უკანასკნელთა რიგებს განეკუთვნება ქალაქ ბარსელონის ორი საფეხბურთო კლუბის, „ბარსელონასა” და „ესპანიოლის” ფანკლუბები. და აი, მათი გზები ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადაიკვეთა. როგორც ძლევამოსილი „ბარსას” ფანებმა, რომელთაც Boixos Nois (გიჟი ბიჭები)...
ფეხბურთელები კუთხეში!
პრემიერლიგის კლუბების ნაწილი შიშობს, რომ ხელფასების შეკვეცის გამო დიდი არეულობა იწყება და შექმნილი მდგომარეობა მათ თავიანთ საუკეთესო ფეხბურთელებთან დააპირისპირებს. თავიდან იყო წინადადება, ყველა მოთამაშემ 30 პროცენტი მოიკლოს ან ხელფასების აღება გადავუვადოთო, მაგრამ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეს იდეა არ მოიწონა. ასოციაცია შიშობს, რომ გასამრჯელოს ასეთი საყოველთაო დაკლება სახელმწიფოს გადასახადების სახით 200 მილიონ გირვანქას დააკარგინებს. იმავდროულად გაირკვა,...
… მუდამ გრიპის პანდემია
ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ თქვა, კორონავირუსით ზოგიერთი კლუბი სარგებლობს, ანუ პერსონალს ხელფასს არ უხდის და ეს ფეხბურთელთა მდგომარეობას უფრო ამძიმებსო. „არიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდ თანხას იღებენ და შეუძლიათ, რომ მოიკლონ, თუნდაც 70 და 80 პროცენტი. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ერთ თვესაც ვერ გაძლებენ უხელფასოდ. კლუბმა მათ უნდა გადაუხადოს. უკვე გამოჩნდნენ კლუბები, რომლებიც სარგებლობენ კორონავირუსით – ისინი...
ლივერპულმა ლივერპული გააღიზიანა
ინგლისის „ლივერპულის“ ბოსებმა მეტისმეტად უგუნური ნაბიჯი გადადგეს. მათ იძულებით შვებულებაში გაუშვეს კლუბის თანამშრომელთა ნაწილი. საუბარია ძირითადად მომსახურე და ტექნიკურ პერსონალზე, თუმც ეს ხალხი სრულ ხელფასს შვებულებისასაც მიიღებს. მაშ რაშია საქმე? ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც იძულებით შვებულებაში გაშვებულ პირებს ხელფასის 80 პროცენტს სახელმწიფო უხდის, თუ ეს თანხა 2500 გირვანქას არ აღემატება. სწორედ ამ კატეგორიაში გადის...









