კორონავირუსმა სპორტული სამყარო სრულად დააპაუზა. ისღა დაგვრჩენია, მოცალეობის ჟამს, გარდასულ დღეთა საინტერესო ბატალიები გავიხსენოთ. გადავწყვიტეთ, ერთი რუბრიკა სპორტული კურიოზებისთვის დაგვეთმო და პერიოდულად შემოგვეთავაზებინა. დაწყებით კი, ბუნებრივია, ფეხბურთით ვიწყებთ… მწვრთნელი ათი წუთით ფეხბურთის სტაჟიან მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ არგენტინელი ფორვარდი აბელ ბალბო, ნაკრებში მარადონას პარტნიორი რომ იყო, საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი კი იტალიურ „პარმაში“ „უდინეზესა“ და „რომაში“...
წელი: 2020
შანსი: ევრო 2021 საქართველოში
კორონავირუსის პანდემიას ჯერ არ გადაუვლია და მის შედეგებს უკვე ვიმკით. ევრო 2020 გადაიდო და 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ევროპის 12 ქვეყნის 12 სტადიონზე გაიმართება. თუმცა, პრობლემა აქაც გაჩნდა. იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებში ეჭვობენ, რომ შესაბამისად რომისა და ბილბაოს სტადიონები ვერ შეძლებენ ევროპირველობის მიღებას. პანდემია იქით იყოს და ამ არენებზე დიდი ხნით ადრე...
ფეხბურთელები კორონას უტევენ
პრემიერლიგის კაპიტნებმა შექმნეს ფონდი სახელწოდებით Players Together და ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის 4 მილიონი გირვანქის აგროვებას აპირებენ. ოცი გუნდის კაპიტანი, რომელთაც ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი და „მანჩესტერ იუნაიტედის” ჰარი მაგუაირი ხელმძღვანელობდნენ, ოთხი დღის განმავლობაში თათბირობდა და შედეგად ფულის აგროვების გეგმა დაისახა. წუხელ, ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ფონდი, რომლის დიდი ღირსება...
ძალიან დიდი, უზარმაზარი…
ის მჭირს, ერთი შეხედვით ძალიან ადვილი რომაა წერა, მაგრამ არა და არ გამოგდის – ისე არ გამოგდის, როგორც შენი ნაწერის გმირს ეკადრება. განგებამ ინება და ალექსანდრე ჩივაძე პირადად გავიცანი. ტრაბახით წავლეკე უბანი და საძმაკაცო. მას მერე წლები გავიდა, ინტერვიუებიც იყო და არაფორმალურ გარემოში სუფრასთან საუბრებიც, მაგრამ მის სიდიადეს ვერ მოვერიე და გაშინაურება ვერ შევკადრე. ძალიან...
რონალდინიო ციხიდან სასტუმროში გამოკეტეს
რონალდინიო თავისუფალია. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პარაგვაის ციხე დატოვა, თუმც სასტუმრო „ასინსიონაში“ შიდა პატიმრობაში დარჩება და სამართალდამცავების მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩება. რონალდინიომ საპყრობილეში დაახლოებით ერთი თვე გაატარა – 22 მარტს 40 წლის იუბილეს სწორედ იქ შეხვდა. შეგახსენებთ, ლეგენდარული ბრაზილიელი ძმასთან ერთად ყალბი საბუთებით პარაგვაის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა. როგორც ცნობილია, ის ერთ-ერთმა საქველმოქმედო ფონდმა მიიწვია. 2018 წელს კი რონალდინიომ...
მოუ პარკში გაძვრა
ჟოზე მოურინიუ ინგლისის პოლიციამ შეიძლება დააჯარიმოს. მიზეზი: „განსაკუთრებულმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფეხბურთელები პარკში გაიყვანა და ავარჯიშა. ჩრდილოეთ ლონდონში „ჩაქუჩების” ეს აქცია შეუმჩნეველი არ დარჩენილა და სოციალურ ქსელებში ამის დამადასტურებელი ფოტოები და ვიდეოკადრებიც გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ „სფურზმა” აქამდე ორი მიმართვა გაავრცელა, სადაც გულშემატკივარს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდა, თავად კი, როგორც ფოტოებიდან ჩანს, საკუთარი მოწოდება დაარღვია. პარკში ვარჯიშის...
კაცი, რომელიც ჯაშუშებს ეძებდა
„მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” დღეს ჟოზე მოურინიუს ისტორიას გაგაცნობთ. ის იმ დროს ეხება, როდესაც „განსაკუთრებული” „რეალის” მწვრთნელად დანიშნეს და გუნდში დისციპლინის დამყარება დაავალეს. მას „თეთრები” გამარჯვების გზებზე უნდა დაებრუნებინა. პორტუგალიელამდე „რეალს” მანუელ პელეგრინი ედგა სათავეში. პელეგრინიმ გუნდის თავგასული ვარსკვლავები ვერ მოთოკა და ამიტომ მოხსნეს. შემდეგ მოვიდა მოუ, მაგრამ სადავეების ხელში ჩასაგდებად მასაც რთული პერიოდი...
ოვერმარსი: გაიღვიძეთ, უეფა ტრამპია!
შესაძლოა, ნიდერლანდები გახდეს ბელგიის შემდეგ მეორე ქვეყანა, სადაც საფეხბურთო პირველობა დასრულებულად, „აიაქსი“ კი ჩემპიონად გამოცხადდება. გარდა თავად ლიდერისა, ამ პოზიციას იზიარებენ „ალკმაარი“ და პსვ. იმავე ბანაკშია კვარტეტი ცხრილის ფსკერიდან – ასეთ ვითარებაში ლიგიდან არავინ გავარდება. ჩემპიონატის გაგრძელების თავგადაკლული მომხრეა დიკ ადვოკაატის `ფეიენოორდი“, რიმელსაც დარჩენილ 9 ტურში ლიდერთან 6-ქულიანი ჩამორჩენის თუ არა, სალიგო ზონაში მოხვედრის იმედი...
მიულერმა ბაიერნთან გაახანგრძლივა
გერმანელმა თავდამსხმელმა ტომას მიულერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა – გვამცნობს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. მიულერი „ბაიერნის“ აღზრდილია და კლუბში 2000 წლიდან იმყოფება. 2008 წლიდან ის ძირითადი შემადგენლობის წევრია. „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. კლუბსაც ასეთივე განზრახვა ჰქონდა. აქ ცხოვრების ორი მესამედი გავატარე, ამიტომ ეს უბრალოდ ახალი ხელშეკრულება არ არის –...
გოგოლაძის ორიაკი 2023
მართალია, მთელ მსოფლიოში არათუ რაგბის თამაში, არამედ ჩვეულებრივი ვარჯიშიც შეუძლებელია კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება და კლუბები თუ ცალკეული მორაგბეები მომავალზე უკვე დღეს ფიქრობენ. კერძოდ, საფრანგეთის პრო დ2-ის ყველაზე ქართულმა კლუბმა ერთბაშად რამდენიმე მორაგბეს კონტრაქტები დაუდო. „ორიაკის“ უფროსობის რჩეულთა შორის 23 წლის უკანახაზელი გიორგი გოგოლაძეცაა, რომელიც ამ გუნდის 14 ქართველთაგან ერთ-ერთია. ეს მოთამაშე რაგბის...









