გოგოლაძის ორიაკი 2023

Home კატეგორიის გარეშე გოგოლაძის ორიაკი 2023
გოგოლაძის ორიაკი 2023

მართალია, მთელ მსოფლიოში არათუ რაგბის თამაში, არამედ ჩვეულებრივი ვარჯიშიც შეუძლებელია კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება და კლუბები თუ ცალკეული მორაგბეები მომავალზე უკვე დღეს ფიქრობენ. კერძოდ, საფრანგეთის პრო დ2-ის ყველაზე ქართულმა კლუბმა ერთბაშად რამდენიმე მორაგბეს კონტრაქტები დაუდო.

„ორიაკის“ უფროსობის რჩეულთა შორის 23 წლის უკანახაზელი გიორგი გოგოლაძეცაა, რომელიც ამ გუნდის 14 ქართველთაგან ერთ-ერთია. ეს მოთამაშე რაგბის მოყვარულთათვის ცნობილი 2017 წელს გახდა, როცა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ჩვენს ქვეყანაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. იმ ტურნირზე ამპლუით შუამარბ ან ფულბექს, ერთ-ერთ მატჩში მგეზავადაც მოუწია თამაშმა.

რაც შეეხება „ორიაკს“, ამ გუნდში გოგოლაძე ტოპ 14-ის „მონპელიეს“ ესპუართა გუნდისა და ფედერალ 1-ის „კასტანეს“ გავლით მოხვდა, ესპუართა გუნდში გააგრძელა მოღვაწეობა და ორი მატჩი მთავარ გუნდშიც გამართა  – „კოლომიესთან“ და „კარკასონთან“ 80-80 წუთი ითამაშა.

ეტყობა გიორგი გოგოლაძემ ამ მატჩებში დამაჯერებლად ითამაშა, რადგან კლუბმა მასთან თანამშრომლობის 3 სეზონით გახანგრძლივება გადაწყვიტა. ამ სეზონის დასრულებისთანავე გოგოლაძე ე.წ. ჟიფის სტატუსს მიიღებს, რომელიც მას ფრანგ მორაგბეებთან გაათანაბრებს, ანუ ქართველი უცხოელად აღარ ჩაითვლება.

მოკლედ, გიორგი გოგოლაძემ თავისი ბედი „ორიაკს“ საფუძვლიანად დაუკავშირა – 2023 წლამდე…

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.