ჟოზე მოურინიუ ინგლისის პოლიციამ შეიძლება დააჯარიმოს. მიზეზი: „განსაკუთრებულმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფეხბურთელები პარკში გაიყვანა და ავარჯიშა. ჩრდილოეთ ლონდონში „ჩაქუჩების” ეს აქცია შეუმჩნეველი არ დარჩენილა და სოციალურ ქსელებში ამის დამადასტურებელი ფოტოები და ვიდეოკადრებიც გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ „სფურზმა” აქამდე ორი მიმართვა გაავრცელა, სადაც გულშემატკივარს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდა, თავად კი, როგორც ფოტოებიდან ჩანს, საკუთარი მოწოდება დაარღვია. პარკში ვარჯიშის დროს ლონდონელი ფეხბურთელები ერთმანეთთან ორ მეტრზე აშკარად ახლოს იდგნენ.
„სანი” წერს, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც პორტუგალიელმა სავარჯიშოდ გაიყვანა, 65 მილიონ გირვანქად ნაყიდი ტანგუ ნდომბელე გახლდათ.
მავანთა ვიდეოჩანაწერში აგრეთვე ჩანან დევინსონ სანჩესი და რაიან სესენიონი. თანაგუნდელთან 2 მეტრზე ახლოს დარბოდა სერჟ ორიეც.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
