კორონავირუსის პანდემიას ჯერ არ გადაუვლია და მის შედეგებს უკვე ვიმკით. ევრო 2020 გადაიდო და 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ევროპის 12 ქვეყნის 12 სტადიონზე გაიმართება. თუმცა, პრობლემა აქაც გაჩნდა.იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებში ეჭვობენ, რომ შესაბამისად რომისა და ბილბაოს სტადიონები ვერ შეძლებენ ევროპირველობის მიღებას. პანდემია იქით იყოს და ამ არენებზე დიდი ხნით ადრე უკვე დაგეგმილია მასშტაბური კონცერტები. ამ ინფორმაციას ბრიტანელები ავრცელებენ და ვარაუდობენ, რომ ერთი ან რამდენიმე ფედერაცია ასევე იუარებს ევროპირველობის მასპინძლობას.
იქნებ ეს ჩვენი შანსია? იმის გათვალისწინებით, რა იმიჯიც საქართველომ ბოლო ორ თვეში შეიქმნა, არ უნდა ვიყოთ ურიგო ალტერნატივა.
ამოსავალი წერტილი ის უნდა იყოს, რომ მანამდე მსოფლიო სამუდამუდ დაამარცხებს კორონას. ამ წინაპირობის გათვალისწინებით კი ვიყოთ ყურადღებით და ვინ იცის, ეგებ საქართველომ არამხოლოდ იასპარეზოს ფინალურ ეტაპზე, თანამასპინძელიც კი გახდეს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
