„ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა, ჟურნალისტებს კლუბში მისი მთავარი მიზნის შესახებ უამბო.
„მსურს „ლივერპულის“ ლეგენდა გავხდე. მსურს კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო. ახლა შესანიშნავი გუნდი გვყავს. ყველაფერი გვაქვს, იმისათვის, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ. მწვრთნელი, რომლისაც გვჯერა, უნივერსალური შემადგენლობა, თამაშის სტილი, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება მოაქვს, სტადიონი და გულშემატკივრები, რომლებსაც დიდი როლი ეკისრებათ კლუბის ცხოვრებაში. დიახ, მსურს ერთ-ერთი იმათგანი გავხდე, რომლებსაც „ენფილდზე“ აღმერთებენ. რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ ისევ აქ ბრუნდებიან. როცა ტრიბუნებზე „ლივერპულის“ ვეტერანებს ვხედავ, დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს,“ – თქვა ვირჯილ ვან დაიკმა, ვინც „ლივერპულთან“ ერთად უკვე მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ახლა პრემიერლიგის პირველობისკენ მიისწრაფვის.
ის მერსისაიდულ კლუბში 2018 წლის იანვრიდან თამაშობს.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
