წელი: 2020

Home 2020
როგორ ყვლეფდნენ სამუელ ეტო’ოს
ჩანაწერი

როგორ ყვლეფდნენ სამუელ ეტო’ოს

პანდემიის მძიმე დღეებში ესპანურმა გაზეთმა „მარკამ” შემოიღო რუბრიკა: „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია”. ისტორიები თუ ანეგდოტური სიტუაციები, რომლებიც აქ არის მოთხრობილი, ცხადია სპორტს ეხება და ერთ-ერთი მათგანი ბრწყინვალე კამერუნელ თავდამსხმელზე სამუელ ეტო’ო-ზეა. თურმე, 2011 წლის დასაწყისში, როდესაც ეტოო უკვე ვეტერანი იყო და მახაჩყალის „ანჟიში” თამაშობდა, უცნაურმა მოვლენებმა იჩინა თავი. მაგალითად, კამერუნიდან დედამ შემოუთვალა, შვილო, ფულს რომ...

ძუნწი ფეხბურთელები თუ ცბიერი თავმჯდომარეები?
ჩანაწერი

ძუნწი ფეხბურთელები თუ ცბიერი თავმჯდომარეები?

პრემიერლიგის ფეხბურთელები ხელფასების შეკვეცას და ჩამოჭრილი ფულით თავიანთივე კლუბების არამოთამაშე თანამშრომლების შენახვას არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ მოწოდებას იოლად არ დათანხმდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ჯერ გასარკვევია, მართლა არ შეუძლიათ კლუბებს ყველა თანამშრომლის ხელფასის გადახდა თუ ცუღლუტობენ. არადა, მოწოდება მთავრობიდან მოდის და ისიც სულ ისმის, რომ დროა მობურთალმა მილიონერებმა პანდემიის რთულ პერიოდში ხელფასები მოიკლონ და საერთო...

ჩაკვეტაძე და ქვილითაია ჩემპიონთა ლიგაში
ჩანაწერი

ჩაკვეტაძე და ქვილითაია ჩემპიონთა ლიგაში

ბელგიის ჩემპიონატი დამთავრდა – გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს… ასე გადაწყვიტეს კორონავირუსის გამო. უეფა ევროტურნირებზე არ დაუშვებს იმ ქვეყნის კლუბებს, რომელი ქვეყნებიც ჩემპიონატში ადგილებს არ გადაანაწილებენ, არც ჩემპიონს გამოავლენენ, არ მეორეადგილოსანს და ასე შემდეგ… ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია კი დიდი ალბათობით, უახლეოს დღეებში ჩემპიონად გამოაცხადებს ლიდერ ბრიუგეს, ხოლო მეორეადგილოსნად გენტს აღიარებს, რაც...

სელინო
ჩანაწერი

სელინო

იტალიური „ბრეშას“ მფლობელმა მასიმო სელინომ, მკაცრად გააკრიტიკა სერა A-ს კლუბები და უეფა. მისი თქმით, სეზონის განახლება არაფრით შეძლება, რადგან ჯერ ერთი, ეს საშიშია ფეხბურთელებისთვის და მეორეც, ეს უპატივცემულობა იქნება ბრეშას იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის მიზეზით დაზარალდნენ. სელინო ერთობ გაბრაზებული ჩანს: „იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან. ამ სეზონის განახლებას აზრი აღარ აქვს. უმაყურებლოდაც რომ ვითამაშოთ,...

corona sale
ჩანაწერი

corona sale

ის, რაც კორონავირუსის პანდემიას მოჰვება, ჯერ კიდევ არავინ იცის. იმის გარდა, რომ ახლა მთავარი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, ძალიან იცვლება ეკონომიკური შემადგენლებიც. მსოფლიოს აშკარად ახალი თამაშის წესებით მოუწევს ცხოვრება. აგერ, მაგალითად, საფეხბურთო ობსერვატორიის (CIES) კვლევებზე დაყრდნობით, ინგლისელები წერენ, რომ კორონავირუსის მიზეზით, დიდი კლუბები ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე დაახლოებით 8 მილიარდ გირვანქას დაკარგავენ. მაგალითისთვის კი „მანჩესტერის“ ფრანგი...

როგორ გადაარჩინა ბაიერნი აკადემიის დირექტორმა…
ჩანაწერი

როგორ გადაარჩინა ბაიერნი აკადემიის დირექტორმა…

„ლაიფციგის“ სპორტულმა დირექტორმა რალფ რანგნიკმა თქვა, რომ თავის დროზე, როცა ის „ჰოფენჰაიმს“ თავკაცობდა, „ბაიერნს“ შემტევ თომას მიულერის ტრანსფერზე შეუთანხმდა. მიუნხენელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მის სანაცვლოდ სულ 3 მილიონი ევრო მოითხოვა „2008 წელს მიულერსა და მის აგენტს ტრანსფერზე შევუთანხმდით, ფასი მხოლოდ 3 მილიონი იყო. ის-ის იყო ტრანსფერი ოფიციალურად უნდა გაგვეფორმებინა, რომ ეს ამბავი მიუნხენელთა აკადემიის დირექტორმა ჰერმან გერლანდმა გაიგო და ტრანსფერი სასწრაფოდ დაბლოკა,” – თქვა რანგნიკმა თავად თომას...

შემოდგომამდე…
ჩანაწერი

შემოდგომამდე…

საქართველო – ბელორუსის ფლეი ოფი ერთხელაც გადაიდო. უეფა შესამაბისი სამსახური დარწმუნდა, რომ კორონას ვირუსებისგან ზაფხულამდე სამყაროს დაწმენდა ვერ მოესწრებოდა და ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება და ივნისის სანაკრებო პაუზა საერთოდ გააუქმა. ერთა ლიგის ფლეი ოფების ახალი თარიღი უცნობია, თუმც კომპეტენტური ხალხი ამბობს, მატჩები შემოდგომაზე შედგებაო. შეგახსენებთ, რომ საქართველო – ბელარუსი ჯერ 26 მარტს უნდა გამართულიყო, შემდეგ 2...

ტურ დე კორეა?
ჩანაწერი

ტურ დე კორეა?

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ველორბოლა „ტურ დე ფრანსი“ ისტორიას 1903 წლიდან ითვლის. წლეულს კორონავირუსის პანდემიამ მის ჩატარებას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა, თუმც ორგანიზატორებს ველორბოლის გადადების ან უმაყურებლოდ გამართვის გაგონებაც არ უნდათ. ფრანგული გამოცემა Le Point იტყობინება, რომ ტურნირის გენდირექტორი კრისტიან პრიუდომი მოლაპარაკებას აწარმოებს სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან შეჯიბრების ამ ქვეყანაში გამართვის თაობაზე. ფრანგული მხარის უმთავრესი მოთხოვნა ველორბოლის...

რონალდუ – მაწანწალა პირუტყვი
ჩანაწერი

რონალდუ – მაწანწალა პირუტყვი

„მინდა, რომ იტალიიდან ჩამოფრენილი ეს პირუტყვი სახლში იჯდეს. ან წაიყვანეთ ეს მაწანწალა მადეირადან,“ – ეს სიტყვები პორტუგალიელ პოლიტიკოს რაფაელ მასედუს ეკუთვნის და სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაჩნდა, რაც პაპარაცებმა დააფიქსირეს როგორ მშვიდად დასეირნობენ ქუჩაში რონალდუ და მისი თანამეცხედრე ჯორჯანა როდრიგესი შვილებთან ერთად… არადა, სრულიად პორტუგალიაში საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული. მოგვიანებით სოცქსელში მასედუს გვერდიდან ზემოთ აღნიშნული განცხადება...

პენალზე აწიე, ქალო!
ჩანაწერი

პენალზე აწიე, ქალო!

სანამ მხიარულ ამბავს გეტყოდეთ, საქმიანად დავიწყოთ: „მანჩესტერ იუნაიტედს” კვლავ მოუნდა ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტის ყიდვა. გასულ ზაფხულს, როდესაც გაირკვა, რომ ცენტრალური მცველი „აიაქსიდან” წასვლას აპირებდა, „იუნაიტედი” აქტიურად ჩაერთო ვაჭრობაში, მაგრამ „იუვენტუსს” ვერ აჯობა. დე ლიხტი ტურინს ვერ მოერგო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „იუვენტუსსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კარგი საქმიანი ურთიერთობაა და დე ლიხტის „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლამ...