წელი: 2020

Home 2020
მძარცველები სპეცრაზმელები არიანო
ჩანაწერი

მძარცველები სპეცრაზმელები არიანო

ცნობილი გახდა, რომ ინგლისური ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავ ეშლი კოულს შინ ნიღბიან მძარცველთა ბანდა დაესხა თავს. წარსულში სახელგანთქმული მოთამაშის საცხოვრებელი გადმოუქოთიათ და ძვირფასეულობა წაუღიათ. ამბავი, რომელსაც აქამდე მოხერხებულად მალავდნენ 21 ინავარს, საღამოს 10 საათვისთვის მომხდარა. პოლიციამ ჯერ ვერავინ დაიჭირა. მძარცველებმა, რომელთაც, როგორც მოგახსენეთ, ნიღბები ეკეთათ, კამუფლიაჟის სამოსიც სცმიათ. მათ კოულის სახლში უკანა კარიდან შეაღწიეს. „სანმა” თავისი...

რაგბი გაკოტრდა
ჩანაწერი

რაგბი გაკოტრდა

ჯერჯერობით დეტალები უცნობია, თუმცა აშშ-ის რაგბის ფედერაციამ თავი ბანკროტად გამოაცხადა. კორონავირუსის პანდემიამ ამერიკაში კატასტროფული მასშტაბები მიიღო, რისი გამოძახილიც  სარაგბო თემის ფინანსური პრობლემებია. არადა. აშშ-ს რაგბის ფედერაციის ბანკროტობას, რომელიც მსოფლიო ოცეულის ბინადარია, ნაკლებად თუ ელოდა ვინმე.

ბარსას ჩე
ჩანაწერი

ბარსას ჩე

ფრანგულმა გამოცემა L’Eguipe-მა პირველ გვერდზე ლიონელ მესი  სოციალისტ-რევოლუციონერ ერნესტო ჩე გევარას ფორმაში გამოსახა. სათაურიც შესაბამისია: “ლიონელ მესი. ბარსელონელი ჩე”. ამით გამოცემა მესის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელები კრიზისის განმავლობაში ხელფასის 70%-ზე ამბობენ უარს. მათი ეს ქველმოქმედება მიზანმიმართულია – სანაცვლოდ კლუბის მთელი პერსონალი კრიზისის პერიოდშიც კი ხელფასის 100 პროცენტს მიიღებს. ამით ბარსელონელმა მილიონერებმა ერთგვარად სოციალური სამართლიანობა...

მილიარდიანი საწყობი
ჩანაწერი

მილიარდიანი საწყობი

ლონდონის „ტოტენჰემმა“, თავისი ახალგახსნილი სტადიონი, რომელიც დაახლოებით მილიარდი გირვანქა დაჯდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სარბიელად ითვლება, კორონავირუსის მიზეზით, სათავსოები პროდუქტების შესანახ საწყობად გადააქცია, რადგან პანდემიით დაზარალებულ ყველაზე დაუცველ ადამიანებს დაეხმაროს. სტადიონის სათავსოები ლონდონის სამ ყველაზე დიდ დისტრიბიუტორს The Felix Project, FareShare და City Harvest-ს დაეთმობა. ისინი მთელი ლონდონის მასშტაბით მიუტანენ ადამიანებს საჭირო ნივთებსა და...

მამუკა ბოლოში გავიდა…
ჩანაწერი

მამუკა ბოლოში გავიდა…

მსოფლიო რაგბის ვარსკვლავმა მამუკა გორგოძემ კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა. თავის ტელე-ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, განახლდება საფრანგეთის ტოპ 14 თუ არა, მას 30 ივნისს „ტულონთან“ კონტრაქტი უმთავრდება რის შემდეგაც ის დაემშვიდობება პროფესიონალი მორაგბის კარიერას. მამუკა გორგოძე 35 წლისაა. მან რაგბის თამაში დღევანდელი საზომებით ძალიან გვიან დაიწყო, რადგან მანამდე კალათბურთს მიჰყვებოდა და...

რას იტყვიან პარასკევს
ჩანაწერი

რას იტყვიან პარასკევს

პრემიერლიგის კლუბები ამბიციურ გეგმას ებღაუჭებიან — მაისში უნდათ შეწყვეტილი ჩემპიონატის გაგრძელება. ასე 750 მილიონ გირვანქას გადაარჩენენ. ოცივე კლუბის წარმომადგენელი და ლიგის შეფი რიჩარდ მასტერსი პარასკევს ვიდეოკონფერენციას ჩაატარებენ. ეს იქნება ეგრეთწოდებული მეწილეთა თათბირი. „დეილი მეილი” წერს, რომ პრემიერლიგის ჩინოვნიკები ფიქრობენ შეჯიბრება 16 ივლისს დაასრულონ. ლაპარაკია უმაყურებლოდ  თამაშზე. აქ მთავარი სატელევიზიო ტრანსლაციებია. თუკი პრემიერლიგა ჩემპიონატის მიმთავრებასა და,...

როცა შენი იდიოტობის შესახებ ყველა გაიგებს
ჩანაწერი

როცა შენი იდიოტობის შესახებ ყველა გაიგებს

ახლა, 100 000 გირვანქით დააჯარიმებენ, „ასტონ ვილას” კაპიტნობას ჩამოართმევენ, ინგლისის ნაკრებში მოხვედრა პრობლემად ექცევა, „მანჩესტერ იუნაიტედი” აღარ იყიდის და ეს ყველაფერი დაამატეთ იმას, რომ მთელი ინგლისი იდიოტს ეძახის. ჰედლაინებში უწერიათ პირდაპირ დიდი ასოებით, იდიოტიაო. ლაპარაკია „ასტონ ვილას” 24 წლის შემტევ ნახევარმცველზე ჯეკ გრილიშზე, რომლმაც კვირას თავისი თეთრი „რენჯ როვერი” ქუჩაში ორ გაჩერებულ მანქანას დააჯახა. ასე...

ოლიმპიადა: ახალი თარიღი გაირკვა
ჩანაწერი

ოლიმპიადა: ახალი თარიღი გაირკვა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის ხელმძღვანელმა ესირო მორიმ განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების გამართვის თარიღი საბოლოოდ დაზუსტდა. გადაწყვეტილება მორიმ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სატელეფონო საუბრის შედეგად მიიღეს. ესირო მორის ინფორმაციით, ოლიმპიადა ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დაიხურება. 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე შუალედში დაიგეგმა პარაოლიმპიური თამაშები. მორის თქმით, თარიღები ბევრი ფაქტორის...

ურუგვაიმ სიმბოლო გაუშვა
ჩანაწერი

ურუგვაიმ სიმბოლო გაუშვა

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ნაკრების მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი. 73 წლის ტაბარესი ურუგვაული ფეხბურთის სიმბოლოა, 2006 წლიდან მოყოლებული მუშაობდა პოსტზე და ამ ხნის განმავლობაში სელესტემ რასაც მიაღწია, ყველამ იცის… ფედერაციას კორონავირუსის გამო დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა და მთლიანობაში, 400-მდე ადამიანს გაუწყვიტა ხელშეკრულება. მათ შორის ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესსაც, ვისი მოხსნის მიზეზიც, ცხადია, შედეგები არ და ვერ...

ნოიერი: მარტოობის 5 წელიწადი
ჩანაწერი

ნოიერი: მარტოობის 5 წელიწადი

როცა მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ნარცისად კრიშტიანუ რონალდუს ასახელებენ, გერმანელი ექსპერტებისა და ჟურნალისტების დიდი ნაწილი გულიანად იცინის. მათთვის ამ ტიტულის ერთადერთი „კანონიერი“ მფლობელი მიუნხენის „ბაიერნის“ კარის დარაჯი მანუელ ნოიერია. 34 წლის მეკარე თავს ერთადერთად და განუმეორებლად მიიჩნევს შესაბამისი პრეტენზიებით. „ბაიერნი“ ნოიერს, რომელსაც კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, 2023 წლამდე თანამშრომლობას სთავაზობს, ეს უკანასკნელი კი 5-წლიან ხელშეკრულებას...