ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სტატისტიკაა, რომელსაც ძალიან ხშირად ითვლიან სპეციალისტები. ჰოდა, სწორედ ამ სტატისტიკით „დორტმუნდის“ ერლინგ ჰოლანდი უკვე სჯობნის დღევანდელი ფეხბურთის ორ წაუქცეველ ფიგურას – ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს. თანაც, დიდი უპირატესობით. გერმანიის განახლებულ ჩემპიონატში „დორტმუნდმა“ გელზენკირხენის „შალკე“ 4:0 რომ გაანადგურა, ალბათ, იცით. ისიც გეცოდინებათ, 19 წლის ნორვეგიელმა ანგარიში რომ გახსნა. ეს კი, მისთვის...
წელი: 2020
ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო სამყაროში
სანამ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვის შედეგებს გაეცნობით, წარმოიდგინეთ, თქვენ ვის დაასახელებდით მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე გავლენიან ადამიანად. ლეო მესის? კრიშტიანუ რონალდუს? პეპ გვარდიოლას? იქნებ ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს? ან სულაც „რეალის“ თავკაც ფლორენტინო პერესს? არამც და არამც. ფრანგული ჟურნალის ვერსიით, მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე წონადი ფიგურა პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი გახლავთ. გარდა ფრანგული კლუბისა, ალ-ხელაიფი ყატარულ ტელეკომპანია beIN...
მანჩესტერი ჰოლანდისთვის მიბრუნდა
განახლებული ბუნდესლიგა ერლინგ ჰოლანდის გოლით დაიწყო. ეს ნორვეგიელი ვარკსვლავბიჭუნას მე-13 გოლი იყო 12 მატჩში. გარდა ამისა, ჰოლანდი 3 საგოლე პასსაც ითვლის. ცხადია, ასეთი შედეგიანი ფეხბურთელი მუდმივად გრანდების ყურადღების ქვეშ არის და ავსტრიული „ზალცბურგიდან“ წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს „დორტმუნდში“ გადაბარგებული ნორვეგიელის შეძენა ახლა მადრიდის „რეალს“ სურს. ესპანური კლუბი ერთადერთი არ არის, რომელსაც 19 წლის ფეხბურთელზე აქვს...
ბარსამ კრუიფზე უარი თქვა
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტნებს დაეკითხა, ლა ლიგის განახლების შემდეგ რომელ სტადიონზე უჯობთ საშინაო მატჩების გამართვა. მოგეხსენებათ, გუნდში ოთხი კაპიტანია: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო. სწორედ მათ გადაწყვიტეს რომ ცარიელი ტრიბუნების წინაც კი „კამპ ნოუზე“ თამაში სჯობს, ვიდრე 6-ათასიან „იოჰან კრუიფზე“, რომელიც კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მდებარეობს და ძირითადად „ბარსელონას“ სარეზერვო გუნდს ემსახურება....
ინტერს ტიმო მოუნდა
„ლაიფციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი მილანის „ინტერის“ სამიზნე გახდა. დიდი შანსია, რომ „ნერაძურის“ ზაფხულში ლაუტარო მარტინესი გამოაკლდეს, ამიტომ თავდამსხმელის ყიდვა აუცილებლად დასჭირდება. მილანელები თვლიან, რომ ვერნერი მათი გუნდისთვის მისაღები კანდიდატურაა. რატომაც არა… ვერნერი 24 წლის არის და კარიერის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ აქვს; გოლების გატანა შეუძლია – მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში ვერნერმა 37 მატჩში 27...
ვის უნდა ჰქონოდა რეალში ყველაზე მეტი ხელფასი?
ფრანჩესკო ტოტიმ დაადასტურა, რომ „რეალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. მიზეზი: მადრიდში მას უთხრეს, რომ რაულის პოზიციას, სხვა სიტყვებით მადრიდელთა კაპიტნობას ვერ დაუთმობდნენ. საბოლოოდ, ტოტი დარჩა „რომაში”, სადაც გაატარა კიდეც მთელი კარიერა და ისტორიაში შევიდა, როგორც კლუბის ლეგენდა. — „რეალში” გადასვლა 80 პროცენტით მინდოდა, — თქვა ტოტიმ „ლიბეროსთან” ინტერვიუში, — თან, მაშინ „რომას”...
ერთი ნაბიჯი ოლდ ტრაფორდამდე
მადრიდის „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი უპირობო ლიდერი საული ის ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერიც კლუბს ფინანსური კრიზისის დაძლევაში სერიოზულად წაადგება. 25 წლის ნახევარმცველი ლონდონურ „ჩელსის“ სურდა, მაგრამ მადრიდელები კონტრაქტში გამოსასყიდად მითითებულ 150 მილიონს ფეხს არ უცვლიდნენ. ნათქვამია, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯმენტმა საათის მექანიზმივით იმუშავა და მიზანთან ერთ ნაბიჯშია. კლუბებმა პრაქტიკულად უკვე შეათანხმეს ტრანსფერი. „ატლეტიკო“ საულის...
ჰენრიხს რომიდან წასვლა არ უნდა
„დორტმუნდის” ყოფილი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც იურგენ კლოპის ხელში შესანიშნავად თამაშობდა, „არსენალმა” იჯარის წესით „რომაში” გაუშვა. რომაელებმა ერთი წლის ფული, 3 მილიონი ევრო, უკვე გადარიცხეს ლონდონში. მხითარიანმაც გაუმართლა — ტრავმების მიუხედავად, 13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გადააწოდა. დღეს, სომეხი ფეხბურთელი, როგორც ყველა იტალიაში, სერია A-ს განახლებას ელოდება და, სანამ იტალიელები covid...
არა და მორჩა!
ტროი დინი ამბობს, რომ „უოტფორდის” ვარჯიშებს არ შეუერთდა. მას ეშინია, რომ თუკი ფეხბურთი აღდგება, ის თავის ხუთი თვის შვილს covd 19-ს გადასდებს. ის აგრეთვე ეგრეთწოდებულ BAME ფეხბურთელებზე (შავკანიანებზე, აზიელებზე და ეთნიკურ უმცირესობებზე) ზრუნავს. შიშობს, რომ ისინი დიდი დარტყმის ქვეშ დადგებიან. დინი პრემიერლიგისა და მასში გაერთიანებული 20 კლუბის შეფების თათბირებზე მოსმენილმა არგუმენტებმა ვერ დააკმაყოფილა. მან თქვა:...
იტალიური საგიჟეთი
წინასწარი ინფორმაციით სერიაA-ს კლუბები დღეიდან უნდა შესდგომოდნენ გუნდურ ვარჯიშებს, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა. კლუბებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამედიცინო პროტოკოლში ცვლილებებს ითხოვენ. „იუვეს“, „ინტერის“ და „ლაციოს“ ბოსები კატეგორიულად ემხრობიან ჩემპიონატის განახლებას და არ სურთ ჩემპიონის ვინაობის კაბინეტებში გადაწყვეტა. ყველაზე წინააღმდეგობრივი პუნქტი ისაა, რომლის თანახმადაც ყველა გუნდი და პერსონალი სავალდებულო ორკვირიან კარანტინზე უნდა...









