ფრანჩესკო ტოტიმ დაადასტურა, რომ „რეალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. მიზეზი: მადრიდში მას უთხრეს, რომ რაულის პოზიციას, სხვა სიტყვებით მადრიდელთა კაპიტნობას ვერ დაუთმობდნენ.
საბოლოოდ, ტოტი დარჩა „რომაში”, სადაც გაატარა კიდეც მთელი კარიერა და ისტორიაში შევიდა, როგორც კლუბის ლეგენდა.
— „რეალში” გადასვლა 80 პროცენტით მინდოდა, — თქვა ტოტიმ „ლიბეროსთან” ინტერვიუში, — თან, მაშინ „რომას” ცუდი პერიოდი ედგა. უნდა ვაღიარო, რომ კლუბის პრეზიდენტი ფრანჩესკო სენსი მზად იყო ჩემი ყველა სურვილი შეესრულებინა, მაგრამ „რეალი” ჩემთვის ძალიან დიდი ხელფასის გადახდას აპირებდა. ლაპარაკი იყო 25 მილიონ ევროდ შეფასებულ კონტრაქტზე. ყველაფერს მპირდებოდნენ ერთი რამის გარდა — კაპიტნად რაული უნდა დარჩენილიყო.
რაული „რეალის” სიმბოლო იყო და ამიტომ სწორედ მას უნდა დარჩენოდა როგორც კაპიტნის სამკლავური, ასევე ყველაზე დიდი ჯამაგირი.
ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც „რეალში” გადავიდოდა, რაულზე ნაკლები ხელფასი უნდა ჰქონოდა”.
და ტოტი რისი ტოტი იქნებოდა, რაიმე უცნაური რომ არ ეთქვა. კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება იტალიის დედაქალაქში გაატარა, ინტერვიუში აღიარებს, რომ რომის ღირსშესანიშნაობები დათვალიერებული არ ჰქონდა:
„დაუჯერებელია, მაგრამ კოლიზეუმში პირველად სამი წლის წინ ვიყავი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
